ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე სპორტსმენთა გარკვეულ ნაწილს DBS ტესტები ჩაუტარდებათ
ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე სპორტსმენთა გარკვეულ ნაწილს DBS ტესტები ჩაუტარდებათ
03.02.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ზამთრის ოლიმპიური თმაშების დაწყებამდე სპორტსმენებს, არ მხოლოდ კოვიდ-ტესტები უტარდებოდათ. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისგან დამოკიდებლად, ოლიმპიური თამაშების დროს ITA (ტესტირების საერთაშორიოს სააგენტო ) და სოკ-ი ანტი-დოპინგური პროგრამის ფარგლებში ითანამშრომლებენ, თუმცა, ისევე როგორც სპორტული არბიტრაჟის ანტიდოპინგური განყოფილება (CAS ADD). ისინი, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად იმოქმედებენ. ამ ფორმით, თამაშების დროს დოპინგის თემას და მის გაკონტროლებას, კომპლექსური ხასიათი მიეცემა.

საინტერესოა, რომ თამაშების დროს, წინასწარი დაკვირვევებისა და მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, ITA, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების დროს დანერგილი ინოვაციური მეთოდით, 2900 ნიმუშის აღებას გეგმავს, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე სპორტსმენებს შორის - როგორც უშუალოდ საშეჯიბრო სივრცეებიდან ასევე, მათ ფარგლებს გარეთ. ამ მომენტისთვის ოლიმპიურ სოფლებში, აღნიშნული ორგანიზაციის ექპერტთა 17 ჯგუფი მუშაობს, შესაბამისი ტექნოლოოგიით აღჭურვილი.


დოპინგ-კონტროლის ტრადიციული მეთოდის პარალელურად, პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე აქტიურად გამოიყენებენ, ე.წ. Dried blood-ის  (DBS - სისხლის შედედებული წვეთი) მეთოდს. ITA-ს წარმომადგენელთა მოსაზრებით, ეს მეთოდი,  ბევრად უფრო კომფორტულია, როგორ სპორტსმენებსთვის, ასევე დოპინგ ექსპერტებისთვის და ამ მეთოდით გაკეთებული სინჯების შენახვა და ტრანსპორტირებაც, ბევრად უფრო იოლია.


აღსანიშნავია, რომ ზამთრის ოლიმპირი თამაშების დაწყებამდე, რამდენიმე დღით ადრე, WADA-მ, ტოკიოს 2020-ის დროს ანტი-დოპინგური საქმიანობა, უმაღლესი ქულებით შეაფასა. მისმა პრეზიდენტმა კი, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ყველა ანტი-დოპინგურ სააგენტოს მოუწოდა, იხელმძღვანელოს და გამოიყენოს, ეს უფასო ანტი-დოპინგური პლატფორმა, რომელიც პეკინის 2022 წლის თამაშებისთვის, კიდევ უფრო დაიხვეწა და გაგრძელდა. ამასთან, აღნიშნული ორგანიზაციის წარმომადგენლები, ზამთრის ოლიმპიური თამაშების პერიოდში, იქნებიან პეკინში და დააკვირდებიან, ოლიმპიური თამაშების დროს ანტი-დოპინგური სამსახურების მუშაობას.