სუპერლიგაში „არდადეგები“ გახანგრძლივდა
სუპერლიგაში „არდადეგები“ გახანგრძლივდა
04.02.2022
ავტორი: მამუკა აფციაური

საკალათბურთო ჩემპიონატზე იძულებითი შესვენებაა. საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ, დღეს, 5 და 6 თებერვალს დაგეგმილი მატჩები გადადო და საკუთრა ვებ-გვერდზე, შემდეგი სახის განცხადება გამოაქვეყნა.


„ბოლო პერიოდში გაუარესებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო სუპერლიგისა და "ა" ლიგის უახლოესი ტურის მატჩები გადადებულია. შესაბამისად, 5 და 6 თებერვალს ოლიმპიურ სასახლეში დაგეგმილი მატჩები აღარ გაიმართება და მათი ჩატარების თარიღები მოგვიანებით დადგინდება",  - წერს ფედერაციის გვერდი.


შეგახსენებთ, რომ საკალათბურთო სუპერლიგის 2021-2022 წლების რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტური 29 დეკემბერს ჩატარდა და ამის შემდეგ, ჩემპიონატზე შესვენება გამოცხადდა. შესვენების პერიოდიში, თბილისსა და ქუთაისში ქართული კალათბურთის ლეგენდების ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას ტრადიციული მემორიალი გაიმართა. რამდენიმე დღის წინ  კი, გორმა, ქართულ „ოლსტარს" უმასპინძლა. ამის შემდეგ, კი კლუბებში მომრავლებული კოვიდ-შემთხვევბის გამო, მიმდინარე ჩემპიონატის განახლება ორი ტურით გადადო.


აქვე, გაცნობებთ, რომ სუპერლიგის განახლების შემდეგ, თუმცა, ისევე როგორც თებერვალში დაგეგმილ სანაკრებო მატჩზე, ქვეყანაში მოქმედი რეგულაციების შესაბამისად, დაიშვება გულშემატკივრის შეზღუდული რაოდენობა.