„მიეცით მშვიდობას შანსი“ - პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გზავნილია
„მიეცით მშვიდობას შანსი“ - პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გზავნილია
04.02.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

„მიეცი მშვიდობას შანსი" ეს არის ერთ-ერთი გზავნილი მსოფლიოსადმი, განსაკუთრებით პოლიტიკოსებისადმი, რომელსაც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი თომას ბახი, ცდილობს ყველას ყურამდე მიიტანოს. მაშინაც კი, როდესაც მათ სძინავთ...




„თქვენ, ოლიმპიელებმა, უნდა აჩვენოთ, როგორი უნდა იყოს მსოფლიო, თუ ერთსა და იმავე წესებს და ერთმანეთს პატივს ვცემთ. მომდევნო ორი კვირის მანძილზე, თქვენ ერთმანეთს შეეჯიბრებით უმაღლესი ჯილდოსთვის. ამავდროულად, თქვენ, მშვიდობიანად იცხოვრებთ ერთ ჭერქვეშ, ოლიმპიურ სოფელში. აქ,  არ არის დისკრიმინაციის ადგილ, რაც არ უნდა იყოს მიზეზი. ჩვენს მყიფე სამყაროში, სადაც დაყოფა, კონფლიქტი და უნდობლობა მზარდია, უნდა დავანახოთ მსოფლიოს - დიახ, შესაძლებელია, იყო სასტიკი მოწინააღმდეგე და ამავდროულად, იცხოვრო მშვიდობიანად და ურთიერთპატივისცემით. ეს არის ოლიმპიური თამაშების მისია - შევიკრიბოთ მშვიდობიანი შეჯიბრის გარშემო. ყოველთვის ვაშენოთ ხიდები და არასდროს აღვმართოთ კედლები. გავაერთიანოდ ყველა ადამიანური თვისება, რაც კი სამყაროშია", - ამბობს ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას თომას ბახი და დასძენს, „ამ ოლიმპიურ სულისკვეთებით, მინდა მივმვართო ყველა პოლიტიკურ ავტორიტეტს მსოფლიოში, გაიზიარონ ეს ოლიმპიური  ზავი. მიეცით მშვიდობას შანსი".




მორიგ ჯერზე, სოკ-ის პრეზიდენტმა, თამაშებში მონაწილე ყველა ქვეყნის წარმომადგენელს შეახსენა ოლიმპიზმის კიდევ ერთი მთავარი სლოგანი „სრაფად, მაღლა, ძლიერად, ერთად", რომელიც ამ ოლიმპიურ წელს, სწორედ, სპორტსმენთა მაგალითზე უნდა გახდეს მსოფლიოსთვის მისაბაძი, თუმცა, ისევე როგორც ეს, ვეფხვის წელს შეესაბამებაო. წელს, რომელიც ჩინური კალენდრით სწორედ, ახლა დაიწყო.


თბილისის დროით, 16:00 საათზე კი, პეკინის ოლიმპიურ სტადიონზე 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია დაიწყო. ზაფხულის ოლიმპიური თამაშებიდან 14 წლის შემდეგ, კვლავ პეკინში, ჩინელებმა თავიდან ბოლომდე, თანამედროვე ტექნოლოგიებზე აგებული პერფორმანსი წარმოადგინეს. ბუნებრივია, გემოვნებაზე არ დაობენ, მაგრამ თუ, 2021 წლის ზაფხულში ჩატარებულ ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშების გახსნის ცერემონიას შევედარებთ, ჩინელებმა ნაღდად აჯობეს.




სანახაობრივი და  ორიგინალური ორსაათიანი ცერემონია ძირითადად, ერთი თემის გარშემო, წაქცევის გარეშე ვერ ისწავლი, ტრიალებდა. ორგანიზატორებმა, დაპირებისამებრ, როგორც ეკოლოგიის დამცველებმა, ჩინელებისთვის მახასიათებელი პირო-შოუ თითქმის, თანამეროვე ტექნოლოგიებით ჩაანაცვლეს. აქ, არ შემიძლია, არ დავეთანხმო, ჩემს კოლეგას, გიორგი თვალაბეიშვილს, რომელსაც პეკინი 2022-ის გახსნის ცერემონიის ტრანსლაცია მიჰყავდა, რომ ყველაფერი იყო კარგი, თუ, არ ჩავთვლით ოლიმპიური ცეცხლის დანთების მომენტსა და ადგილს, რომელიც ზედმეტად მოკრძალებული იყო. თუმცა, ალბათ, ორგანიზატორება, სწორედ, ცეცხლის დანთების ამ ვერსიით დაიცვეს ჰაერი ზედმეტი ნახშირორჟანგიდან, რომელიც სავარაუდოდ ორი კვირის მანძილზე ოლიმპიური ცეცხლის თანმხლები გამონაბოლქვი იქნებოდა.




გახსნის ცერემონიაზე ტრადიციულად, გაიმართა თამაშებში მონაწილე ქვეყნების აღლუმიც, რომელბიც ასევე ტრადიციულად, ბერძნებმა გახსნეს. თუმცა, მეორე თამაშებია (ტოკიოს 2020-ის შემდეგ) კორონა ვირუსის პანდემიის გამო, სპორტსმენთათვის ამ დასამახსოვრებელ ცერემონიაზე, გუნდები, არასრული შემადგენლობებით იყვნენ წარმოდგენილნი. აი, საქართველოს ნაკრები კი, იმისდა მიუხედავად, რომ დღეს, დილიდან ხუთმა სპორტსმენმა, პეკინი 2022-ის  ფარგლებში, უკვე იასპარეზა, სრული გუნდით, 9 სპორტსმენით გამოვიდა აღლუმზე. შეგახსენებთ, რომ საქართველო ოლიმპიური დელეგაციის მედროშეები სამთო მოთხილამურე ნინო წიკლაური და მოციგურავე მორის ყვითელაშვილი იყვნენ.




ხვალ, 5 თებერვალს, ქართველთაგან მოციგავე საბა ქუმარიტაშვილი იასპარეზებს. ციგაობაში,1-2 დაშვება, თბილისის დროით, 15:10-18:00 გაიმართება. 




სტატიაში გამოყენებულია სეოკ-ის / @ხატია ჯიჯეიშვილისა და @Beijing2022