
როგორც ჩანს პუტინმა, უკრაინა-რუსეთის მატჩამდე, პეკინში, ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიის დროს, გამოძინება არჩია, რადგან მოგვიანებით, კარგად მოესმინა, ამსტარდამის „ზიგო დომში", თითქმის მთელი მატჩის მანძილზე, მისი „სახელის" სკანდირება. მიუხედავად ამისა, ფუტსალში, ევრო 2022-ის პირველი ნახევარფინალური მატჩის დროს, რომელშიც უკრაინა და რუსეთი ხვდებოდნენ და რომლის გარშემოც რუსულ ინტერნეტ სივრცეში „ნაკრუჩივალი" გულშემატკივარს და თან, არარსებულ დებოშიორებს ეძებდნენ, დარბაზში უკრაინელთა სიჭარბეს, რუსებისთვის ხელი არ შეუძლიათ.
მათ, ისევე, როგორც ნიდერლადნებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის უმეტეს მატჩებში, ანგარიშის გახსნა საწყის წუთებშივე მოახერხეს (რისი გაკეთებაც სხვათა შორის, საქართველოსთან მატჩში ვერ შეძლეს) კარგად გათამაშებული სტანდარტულის შემდეგ და მცირე სათამაშო უპირატესობასაც დაეუფლნენ. თუმცა, კარგად აკონტროლებდნენ ვითარებას. რუსებმა მოწინააღმდეგის კარზე 10-ჯერ ნაკლები შეტევა მიიტანეს 46/36, აი, კარის ჩარჩოში კი, ერთით მეტჯერ დაარტყეს და საბოლოოდაც, ერთით მეტი გოლით გაიმარჯვეს.

„საკმაოდ რთული თამაში იყო და შედეგი ბოლო წამებამდე გამოუცნობი. თუმცა, ბოლოს მოვახერხეთ გამარჯვება. მინდა, ჩვენს მეკარეს ვუთხრა მადლობა, რომელმაც პენალტი მოიგერია. ახლა, ფინალამდე, ძალიან ცოტა დრო გვაქვს დასასვენებლად. შესაძლოა, ჩემი გოლი სანახაობრივად ლამაზი იყო. ჯერ თამაშის გამეორებას ვერ ვუყურე. თუმცა, ჩემთვის იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ეს, შეხვედრაში გამარჯვების გოლი გამოდგა და ფინალში გაგვიყვანა", - ამბობს არტიომ ნიაზოვი, რუსეთის ნაკრების ფეხბურთელი, რომელმაც 1/4 ფინალის შემდეგ, კვლავ გაიტანა.
თამაშის პერიპეტიებზე ბევრი ლაპარაკით თავს არ მოგაწყენთ, გეტყვით სტატისტიკურად როგორ განვითარდა შეხვერდა: სოკოლოვი (1'16'') 0-1, აფანასიევი (14'31'') 0-2, სერი (15'25'') 1-2, ნიაზოვი (30'01'') 1-3, აბაშკინი (34'31'') 2-3. აღსანიშნავია, რუსეთის ნაკრებს, ამ შეხვედრაში, რობინიო (ალბათ, კოვიდ-ინფიცირების გამო) და გუნდის გოლეადორი ანტოშკინი (დისკვალოფიკაცია) აკლდნენ. ამას გარდა, მათ სრულადაც კი არ ჰქონდათ განაცხადი შევსებული. ეს გარემოება, უკრაინელებს შეღავათს კი აძლებდა, თუმცა, ჩვენმა მეგობრებმა ეს შანსი ვერ გამოიყენეს. რუსეთის ნაკრებს კი, ნიაზოვის გოლზე მეტად, 1/2 ფინალის საგზური, გუნდის მეკარემ, პუტილოვმა მოუტანა, რომელმაც ბოლო წამებზე მათ კარში დანიშნული პენალტი მოიგერია.

„ჯერ კიდევ ემოციებში ვარ. აქ, ნახევარფინალში მოხვედრა ჩვენი ოცნება იყო. ვფიქრობ, ბოლოში, ცოტა არ გაგვიმართლა. მე მართლა ვამაყობ ჩემი გუნდელებით", - ამბობს ევგენი სერი, რომელმაც ამ შეხვედრაში ერთი გოლიც გაიტანა.
მატჩი, რუსების გამარჯვებით 2-3 დასრულდა. ახლა, კვირას, ევრო 2022-ზე რუსეთი მეშვიდეჯერ ითამაშებს ევროპის ჩემპიონატის ფინალში. ამჯერად ის, პორტუგალიის ნაკრებს შეხვდება და კონტინენტის მოქმედ, ჩემპოინთან შეეცდება 1999 წლის წარმატების შემდეგ, კვლავ მოახერხოს და გახდეს ევროპის ჩემპიონი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ნაკრებმა, რომელმაც ჩვენი გუნდი 1/4 ფინალიდან გამოთიშა, მიმდინარე ჩემპიონატზე ფინალში, ქულადაუკარგავად გავიდა და თანაც, ყველაზე სტაბილური და ძლიერი გუნდის შთაბეჭდილებასაც ტოვებს. ალბათ, ერთადერთი, სადაც რუსებმა ბეწვის ხიდზე გაიარეს, სწორედ საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ მატჩი იყო.
რაც შეეხება უკრაინის ნაკრებს ის, ევრო 2022-ის ბრინჯაოს მედლის ბედს, ყურებჩამოყრილ ესპანეთის ნაკრებთან გაარკვევს.
***
1/2 ფინალის მეორე დაპირისპირებაში ესპანეთის ნაკრებს პორტუგალიის წინააღმდეგ დეჟავიუ ჰქონდა. ისევე, როგორ 2018 წლის ევრო-ს ფინალში, ანგარიში ამჯერადაც სწრაფი გოლით გაიხსნა, თუმცა, ახლა ეს ესპანელებმა გააკეთეს და შემდეგ ორი გოლით დაწინაურდნენ. რაულ გომესისა (0'17''), ჩინოს (12'35'') გოლებით, ესპანელები შესვენებაზე მშვიდად გავიდნენ და მეორე ტაიმიც, ომახიანად დაიწყეს, ვიდრე შეხვედრის დასრულებამდე, 11 წუითით ადრე, ორტისმა პენალტი არ აიკიდა, ბრუნო კოელიო (28'56'') კი, აუღებელი არ დაარტყა. როგორც ჩანს, ეს ესპანეთის გათვლებში არ იყო და გუნდს, აშკარად დაემჩნა ნერვიულობა. მატჩის შემდეგ, რაულ გომესი იტყვის, რომ ისინი, დროზე ადრე „ჩაჯდნენ" დაცვაში. ლოსანო კი მიიჩნევს, რომ ეს „დანაშაული" თავიდან ბოლომდე ზიკის ბრალია, რომელმაც ესპანეთის ნაკრები საკუთარი კარის სიახლოვეს მიაჯაჭვა.
„ბუნებრივია ეს ის არაა, რაც ჩვენ გვინდოდა. პორტუგალიამ, დიდი ნებისყოფა აჩვენა. პორტუგალიამ, მსოფლიო ჩემპიონატისგან განსხვავებით მოახერა საკუთრა თავზე მაღლა დადგომა და გატანილი გოლის შემდეგ, მთლიანად გააკონტროლა სიტუაცია", - ამბობს ფედე ვიდალი, ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

ალბათ, ვინც ევრო 2022-ის ამბებს ეცნობა, გემახსოვრებათ, პორტუგალიისა და სერბეთის დაპირისპირებაში, სადაც, სერბებმა, პირველ წუთებზე ორბურთიანი სხვაობით მოახერხეს თამაშის წაყვანა, ის მატჩი წააგეს. შეხვედრის შემდეგ, როცა სერბთან ნაკრების კაპიტანს, მარკო პრჟიჩს ჰკითხეს, რა მოხდაო, მან მოკლედ მოუჭრა, „მერე მოხდა პორტუგალიაო". დაახლოებით, ეს მოხდა დღესაც, როდესაც ზიკიმ (31'10'', 38'41''), ჯერ გაათანაბრა ანგარიში, შემდეგ, კი გამარჯვების გოლი გაიტანა. დემორალიზებულმა ესპანეთმა ბოლო წამებზე კი აკონტროლა ბურთი და მე-5 მოთამაშეც შეიყვანა მოედანზე, ამასთან პორტუგალიელებს 5 საჯარიმოც ჰქონდათ დაგროვებული, მაგრამ ვერაფერი ვეღარ განაწყო.
„ახლა რუსეთს უნდა შევხდეთ და ეს, კიდევ ერთი ურთულესი მატჩი იქნება. ტურნირზე ჩამოსვლამდე, ვიცოდით, რომ ყველა მეტოქესთან გაგვიჭირდებოდა მოგება და ეს კვირას, კიდევ ერთხელ უნდა შევძლოთ. ჯერ კიდევ გვაქვს დრო, მათ შესასწავლად", - ამბობს ზიკი, პორტუგალიის ნაკრების მოთამაშე, რომელსაც ფინალურ დაპირისპირებამდე, დღევანდელი დუბლის ჩათვლით, 3 გოლი აქვს გატანილი.

ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ, დრამატულ მატჩში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ანგარიშით 3-2, პორტუგალიელები თვლიან, რომ მათ არავისთან დასამტკიცებელი არაფერი აქვთ და შეეცდებიან გიგანტურ ამბიციას, კვირას შეასხან ფრთები. შეგახსენებთ, რომ პორტუგალიის ფუტსალის ნაკრებს, კვირას, რუსეთის წინააღმდეგ მოუწევს ევროპის ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნება. ფუტსალის ევრო-ს ისტორიაში, ამ მომენტამდე ეს მხოლოდ, ესპანეთის ნაკრებს, 2007, 2010 და 2012 წლებში აქვს გაკეთებული.
ფინალური შეხვედრა, 6 თებერვალს „ზიგო დომში" თბილისის დროით 20:30 საათზე დაიყწება. მანამდე კი, ამსტერდამის ამავე დარბაზში, ბრინჯაოს მედლებისთვის 17:30 საათიდან ესპანეთი და უკრაინა ითამაშებენ.
ფოტო: @UEFA





ჩვენ








