საბა ქუმარიტაშვილმა მოციგავეთა პირველი საშეჯიბრო დღე 31-ე ადგილზე დაასრულა
საბა ქუმარიტაშვილმა მოციგავეთა პირველი საშეჯიბრო დღე 31-ე ადგილზე დაასრულა
05.02.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მეორე საშეჯიბრო დღეს, ქართული გუნდიდან საბა ქუმარიტაშვილმა იასპარეზა. სადებიუტო ოლიმპიურ თამაშებზე ქართველმა მოციგავემ 27 ნომრით იასპარეზა და ორი მცდელობის შემდეგ, პირველი დღე ოლიმპიურ დღე 31-ე ადგილზე დაასრულა.

21 წლის მოციგავემ პირველი დაშვებისას იანცინის სასრიალო ცენტრის 1615-მეტრიან ტრასა 1.00,211 წამში დაფარა და 34 მონაწილეს შორის 30-ე შედეგი აჩვენა და ლიდერთან +3.148 წააგო. მეორე დაშვების შემდეგ, საბამ საკუთარი შედეგი გააუმჯობესა და 1.00,146 წუთი აჩვენა. ამ მცდელობის შემდგე, ის, ლიდერს,  და  29-ე შედეგი იყო, თუმცა, საბას შემდეგ კიდევ 3 მოციგავე რჩებოდა. შედეგად, მან 3 საფეხურით უკან გადაინაცვლა და 32-ე ადგილს დასჯერდა. თუმცა, ორი ცდის შემდეგ მისი შედეგი 2.00,357 არის, ლიდერთან გერმანელ იოჰანეს ლუდვიგთან, ჩამორჩენამ კი, 5.856 წამი შეადგინა.


საბა ქუმარიტაშვილი, შედეგის გაუმჯობესებას 6 თებერვალს, მესამე და მეოთხე დაშვებით შეეცდება. თუმცა, ქართველი მოციგავისთვის, ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობა, ცალსახად, უკვე წარმატებაა.