
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ტარიელ ხეჩიკაშვილის თქმით, საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტ 2017ზე საიმედოა და იმედოვნებს, რომ ნაკრები სასწაულს ჩაიდენს.
"თუ გამოცდილებას დავუჯერებთ, ზაზას აქამდე რა დაპირებაც გაუცია, ყველაფერი შეასრულა და ამიტომ მჯერა, რომ ახლაც აასრულებს დანაპირებს. გუნდს, რომელსაც ისეთი კაპიტანი ჰყავს, როგორიც ზაზა ფაჩულიაა, ნამდვილად შესწევს იმის ძალა, რომ პატარა სასწაული ჩაიდონოს. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს ნაკრები ღირსეულად გამოვა ევროპის ჩემპიონატზე და დიდი მოლოდინი გვაქვს. გვიხარია, რომ უკვე სტაბილურად ვართ ევროპის საუკეთესო გუნდებს შორის. საქართველოში კალათბურთს ძალიან დიდი მომავალი აქვს და ამაში ყველანი ვართ დარწმუნებულები. ჩვენ, ჩვენის მხრიდან, სახელმწიფო, ფედერაცია ყველაფერს გავაკეთებთ, რომ წარმატება რაც შეიძლება გრძელვადიანი იყოს", - თქვა ხეჩიკაშვილმა.
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები 21 აგვისტოს ათენში, იქიდან კი ისრაელში ევრობასკეტზე საასპარეზოდ გაემგზავრება.
თამარ ყულუმბეგაშვილის ფოტო





ჩვენ








