შავიმ „პარიზი“ მოიგო, ჯაბამ და ვაჟამ ბრინჯაო
შავიმ „პარიზი“ მოიგო, ჯაბამ და ვაჟამ ბრინჯაო
05.02.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

„ლაშა შავდათუაშვილი ჯუდოში ყველა უმაღლეს ტიტულს ფლობს. პარიზის დიდი სლემი ის იშვიათი გამონაკლისი ყოფილა (ასევეა მასტერსიც) სადაც შავდათუაშვილს ჯერჯერობით ოქროს მედალი არ აქვს. ასე რომ, მოტივაცია ჯერ კიდევ დიდია! ლე ლაშაა, ალეე" - წერს სოციალურ ქსელში ქართველი ჟურნალისტი და IJF-ის ოფიციალური ხმა გიორგი ჭანიშვილი, რომელმაც დღეს, პარიზის გრან სლემზე, ლაშა შავდათუაშვილის გამარჯვება და ოქროს მედალი ომახიანად გამოაცხადა.


ლაშას, გარდა დღეს, მედლები ჯაბა პაპინაშვილმა და ვაჟა მარგველაშვილმაც მოიგეს, თუმცა, მივყვეთ თანმომდევრობით.




ოთხით მეტი სპორტსმენი და შვიდით მეტი ქვეყანა მონაწილეობს, მორიგ კოვიდურ წელს IJF-ის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ, პარიზის გრან სლემზე. მონაწილეთა შორის არის ქართული გუნდიც, რომელიც ტრადიციულად ფავორიტ გუნდად ითველბა, თუმცა, წინასწარ დაანონსებული 13 სპორტსმენის ნაცვლად, ქართული გუნდის განაცხადში მხოლოდ 6 ძიუდოისტია. ამას გარდა, ორ წონით კატეგორიაში, -100 კგ და +100კგ წონებში, საქართველოს წარმომადგენელი ამჯერად არ ეყოლება.


დღეს კი, მელდები სამ წონით კატეგორიაში გათამშდა. -60კგ წონით კატეგორიაში, ჯაბა პაპინაშვილმა, მეორე წრიდან დაიწყო ასპარეზობა და თავდაპირველად განელი ზეო აგუდოო დაამარცხა და 1/4 ფინალში, საფრანგეთის ნაკრების ქართული წარმოშობის ლუკა მხეიძეს შეხვდა. დიდი უპირატესობის მიუხედავად, ჯაბა პაპინაშვილი დამარცხდა და რეპეშაჟში გადაერთო, სადაც, მიუხედავად იმისა, რომ ორი შიდო ჰქონდა მოახერხა ბელგიელი იორე ფერსტრეტენთავ დამატებით დროში ვაზარის აღება და შესაბამისად, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა გააგრძელა.  აქ ქართველის მეტოქე აზერბაიჯანელი კარამატ ჰუსეინოვი იყო, რომელმაც ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრის საწყის წამებზევე ვაზარის აღება მოახერხა, თუმცა, შემდეგ შიდოც ეგრევე მიაყოლა. პაპინაშვილმა, მეტოქის ჩამოუყალიბლობით ისარგებლა და შეუტია, რამაც შედეგი გამოიღო და შეხვედრის დამთავრებამდე 2:20 წუთით ადრე იპონით გაიმარჯვა.




პარალელურად, მეორე ტატამზე, ბრიჯნაოს მედალი მოიგო საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ლუკა მხეიძემაც.


საინტერესო და დრამატული გამოდგა პარიზის გრან სლემი -66კგ-ში მოასპარეზე ვაჟა მარგველაშვილისთვის. ჩვენებურმა ჯერ ანგოლელი ედმილსონ პედრო დაამარცხა, შემდეგ კი, 33 წამში, ამერიკელი ისაია რამირესი იპონით დაამარცხა, ჯგუფი მოიგო და 1/2 ფინალში გავიდა. აქ, მარგველაშვილის მეტოქე 28 წლის მონღოლელი სპორტსმენი ბასკჰუ იონდონპერენლეი იყო. უმძიმეს ბრძოლაში და ალბათ, ცოტაც სუბიექტური მოსაზრებით, მსაჯის დახმარებით, მარგველაშვილი, რომელმაც, 1/2 ფინალის დამატებით დროში,  მეორე შიდოთი დასაჯეს, HSK (მესამე) შიდოც დაუმატეს და ავტომატურად, გამარჯვება მონგოლს დარჩა. ბრიჯნაოს მედლისთვის, ფრანგ დაიკიი ბუბას შეხვდა. ქართველი თავიდან ვაზარით დაწინაურდა, თუმცა, შემდეგ, შიდოებითაც „დაჯილდოვდა", მაგრამ შეხვედრის დამთავრებას აღარ დაუცადა, ერთი წუთით ადრე, ფრანგი იპონით დაამარცხა 2022 წელს პირველი მედალი მოიგო.




პარიზის გრან სლემის პირველ საასპარეზო დღეს, ქართული ჰიმნი აჟღერდა. ლაშა შავდათუაშვილმა ტურნირის ორგანიზატორთა იმედები გაამართლა და IJF-ის მსოფლიო ტურის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირი მორიგ მცდელობაზე მოიგო. ამასთან ფინალში, დაამარცხა იაპონელი მეტოქე, სოიჩი ჰაშიმოტო დამატებით დროში დაამარცხა და პირველად, პარიზის გრან სლემი მოიგო, -73კგ წონით კატეგორიაში.


ასპარეზობა კი, „შავიმ" მეორე წრიდან დაიწყო სადაც, საწყის დაპირისპირებაში, ბრაზილიელი ჟულიო სეზარ კოდა დაამარცხა. ამის შემდეგ, ლაშა, ტურნირის მასპინძელი ქვეყნის, საფრანგეთის წარმომადგენელს, ბენჯამინ გაბას შეხვდა და „გოლდენ სკორში" ვაზარით გაიმარჯვა. შესაბამისად, ბადე მოიგო და 1/2 ფინალში, უზბეკეთის წარმომადგენელს, შაჰრამ აჰმადოვს შეხვდა და აქაც, დამატებით დროში, მეტოქის პასიურობის ხარჯზე HSK (მესამე) შიდოთი გაიმარჯვა და ფინალში გავიდა.






ხვალ, პარიზის გრან სლემის მეორე საასპარეზო დღეს, მედლების კიდევ 4 კომპლექტი გათამაშდება. თუმცა, ქართველები, მხოლოდ ორ წონაში შეეცდებიან მათ მოპოვებას, -81კგ ტატო გრიგალაშვილი იასპარეზებს, -90კგ წონით კატეგორიაში კი ძალებს ლუკა მაისურაძე და ბექა ღვინიაშვილი იჭიდავებენ.



ფოტო:  @Mayorova Marina / @Sabau Gabriela