ფრანგები პიერ დე კუბერტენის პარიზის პანთეონში გადასვენების წინადადებით გამოდიან
ფრანგები პიერ დე კუბერტენის პარიზის პანთეონში გადასვენების წინადადებით გამოდიან
06.02.2022
ავტორი: რაგბის კავშირი

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) ფრანგი წევრი გი დრიუ  პეკინში გამართულ IOC-ის 139-ე სესიაზე თანამედროვე ოლიმპიური თამაშების ფუძემდებლის და IOC-ის დამაარსებლის, პიერ დე კუბერტენის პარიზის პანთეონში გადასვენების წინადადებით გამოვიდა.


ოლიმპიური მოძრაობის ფუძემდებელი პიერ დე კუბერტენი 1937 წლის 2 სექტემბერს შვეიცარიაში გარდაიცვალა და ლოზანაშია დაკრძალული.


„მინდა წინადადებით მივმართო საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შექმნას კომისია, რომელიც პიერ დე კუბერტენის პარიზის პანთეონში გადასვენების შესაძლებლობას განიხილავს. ეს პანთეონი კაცობრიობის ისტორიაზე უდიდესი გავლენის მქონე ცნობილი ფრანგების უკვდავსაყოფად არსებობს. პიერ დე კუბერტენი ამას იმსახურებს", - აცხადებს გი დრიუ და იქვე აღნიშნავს, რომ უმჯობესი იქნება, თუ გადასვენება მიეძღვნება პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ჩატარებას.