
საქართველოს ფიგურულ მოციგურავეების ნაკრებმა, რომელიც სპორტის ამ სახეობაში, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველად მონაწილეობდა ზამთრის ოლიმპიური თამაშების გუნდურ ასპარეზობაში, 22 ქულა დააგროვა და თამაშების მასპინძელ ჩინეთის ნაკრებთან ერთად, მეხუთე-მეექვსე პოზიციები გაიყო. ალბათ, ერთად-ერთი, რის გამოც, ჩვენი ნაკრები ამ დისციპლინაში, მედლებისთვის ბრძოლას გამოეთიშა, ტურნირის შიდა დებულების მეორე პარაგრაფია, სადაც ოთხივე დისციპლინის საუკეთესო ორი შედეგი ჯამდება. აქ კი ჩინელენმა, ჩვენ, წყვილებში მოგებული (მათ პირველი ადგილი აიღეს) მოკლე პროგრამის ხარჯზე, გვაჯობეს სპორტულ ცეკვებშიც ერთი ადგილით, მოახერხეს ჩვენი გუნდის გადასწრება.
თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენს ნაკრებს გუნდურ ასპარეზობაში დებიუტი ჰქონდა, ამასთან გავიხსენებთ, რომ თუნდაც საფრანგეთის გუნდმა ვერ მოახერხა ამ დისციპლინაში ასპარეზობა, საქართველოს ნაკრების მე-6 გუნდური ადგილი მომავალი ოლიმპიური თამაშების და თუნდაც, მომდევნო ოლიმპიურ ციკლში, ჩვენი მოციგურავეებისთვის სტიმულის მიმცემი ინდა იყოს.

გუნდური ასპარეზობის ბოლო დღეს, კი ყინულზე ქალები, მოკლე პროგრამაში ეჯიბრებოდნენ. ჩვენი გუნდის, ყველაზე ახალი და TSFF.Ge-ს მოსაზრებით ყველაზე მხიარული წევრი, ანასტასია გუბანოვა, მე-4 სასტარტო ნომრით გამოდიოდა და პირველ ჯგუფში. ამ ჯგუფში, მას შემდეგ მხოლოდ, გუნდურ ხუთეულში მოსახვედრი კონკურენტებიდან იტალიელი მოციგურავე და მთელი მეორე ჯგუფი რჩებოდა.
![]() |
![]() |
ნასტიამ, გამოსვლა თავდაჯერებულად დაიწყო, სტარტზევე უნაკლოდ შეასრულა სამმაგი ფლიპისა და სამმაგი ტუპუპის კომბინაცია და შემდეგაც, მთელი პროგრამა სუფთად შეასრულა. გამოსვლის ამ კომპონენტში 36.90 ქულა დააგროვა, პროგრამულ კომპონენტებში 30.66 შეფასება მიიღო და საბოლოოდ, 67.56 ქულა დააგროვა.
ნასტაის შემდეგ კიდევ ექვსმა სპორტსმენმა იასპარეზა თუმცა, საქართველოს წარმომადგენის გადასწრება მხოლოდ, კანადელმა (69.60), იაპონელმა (74.73) და როკ-ის წარმომადგენელმა (90.18) მოახერხეს. საბოლოოდ, გუბანოვამ ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებზე მოციგურავეთა გუნდურ შეჯიბრებაზე (ერთეულები, მოკლე პროგრამა) მე-4 ადგილით დაასრულა. ამასთან ჩვენმა წარმომადგენელმა უკან ჩამოიტოვა, აშშ-ს სახელით მოასპარზე კარენ ჩანი, რომელსაც ყველაზე მცირე, სამეულში მოხვედრას უქადნენ.
![]() |
![]() |
ასევე იხილეთ - ასპარეზობის დასაწყისი

ახლა, ქართველი მოციგურავეები უკვე ინდივიდუალურ ჩათვლაში შეეცდებიან პეკინი 2022-ის ოლიმპიური მედლებისთვის იბრძოლონ:
8 თებერვალი 05:15 - მორის ყვითელაშვილი (მოკლე პროგრამა)
10 თებერვალი 05:30 - მორის ყვითელაშვილი (თავისუფალი პროგრამა)
12 თებერვალი 15:00 - გიორგი რევია /მარია კაზაკოვა (სპორტული ცეკვები, რიტმული ცეკვა)
14 თებერვალი 05:15 - გიორგი რევია/მარია კაზაკოვა (სპორტული ცეკვები, თავისუფალი პროგრამა)
15 თებერვალი 14:00 - ანასტასია გუბანობა (მოკლე პროგრამა)
17 თებერვალი 14:00 - ანასტასია გუბანოვა (თავისუფალი პროგრამა)
18 თებერვალი 14:30 - ლუკა ბერულავა/ კარინა საფინა (სპორტული წყვილები, მოკლე პროგრამა)
19 თებერვალი 15:00 - ლუკა ბერულავა/ კარინა საფინა (სპორტული წყვილები ,თავისუფალი პროგრამა)
ფოტო: სეოკ / ხატია ჯიჯეიშვილი





ჩვენ












