
დღეს, ანასტასია გუბანოვას შემდეგ, პეკინის ზამთრის 2022 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, საქართევლოს გუნდის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, საბა ქუმარიტაშვილმა იასპარეზა და ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა დაასრულა. ქართველმა მოციგავემ, რომლისთვისაც რიგით 24-ე ზამთრის ოლიმიური თამაშები სადებიუტო იყო, სამი მცდელობის შემდეგ 31-ე შედეგი დააფიქსირა.

პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მესამე საშეჯიბრო დღეს, იანცინის სასრიალო ცენტრის ტრასაზე, მესამე დაშვებისას 125.4 კმ/სთ-ში სიჩქარე განავითარდა და დისტანცია 1.00,036 წუთში დაფარა, რაც 31-ე შედეგი აღმოჩნდა. მედლებისთვის ბრძოლა, კი საუკეთესო შედეგის მქონე, სიის პირველმა ოცეულმა გააგრძელა. საბოლოოდ, ამ სახეობაში, ოლიმპიური ოქრო, 35 წლის გერმანელმა ჯონს ლუდვიგმა მოიგო, რომელმაც, მეორე ადგილზე გასულ ავსტრიელ, ვოლფგანგ კინდლის სულ რაღაც +0.160 წამით აჯობა.
შეგახსენებთ, რომ ქუმარიტაშვილმა ერთი დღით ადრე, პირველი დაშვებისას ტრასა 1.00,211 წუთში დაფარა და 30-ე შედეგი ჰქონდა, მეორე დაშვებისას 1.00,146 წუთით 32-ე შედეგი აჩვენა, ხოლო ორი დაშვების ჯამში 2.00,357 წამით 31-ე ადგილზე გავიდა.

დღევანდელი დაშვების შემდეგ, სამი მცდელობის ჯამში, 21 წლის ქართველის ნაჩვენებმა შედეგმა ჯამში 3.00,393 წუთი შეადგინა, რითაც ის, 34 მონაწილეს შორის, საბოლოოდ 31-ე ადგილს დასჯერდა.






ჩვენ








