
ესპანეთი ნაკრები აგრძელებს ტრადიციას და ფუტსალის ევროპის ჩემპიონატს, საპრიზო სამეულში აგრძელებს. ამასთან ესპანელები, მთელი ჩემპიონატის მანძილზე შთაბეჭდავ ფეხბურთს თამაშობენ. დღესაც, ევრო 2022-ის მესამედ ადგილისთვის შეხვედრაში, რომელშიც ესპანეთის ნაკრები უკრაინას დაუპირისპირდა და ანგარიში 10'46'' მელადოს გოლით გახსნა, თამაშს, მხოლოდ 26 წამით გამოეთიშა, რა დროშიც, უკრაინამ ჩერნიავსკის (16'52'') გოლით, ანგარიშს გათანაბრება მოახერხა. თუმცა, სოლანოს მიერ, 17'54'' წუთზე გატანილი გოლის შემდეგ, ესპანეთმა უკრაინას, თამაში თავიდან ბოლომდე გაუკონტროლა.
„არც თუ ბევრი გუნდი ახერხებს ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ, იმდენი მომენტის შექმნას, რამდენიც ჩვენ შევძელით, მაგრამ სამწუხაროდ მათი გამოყენება ვერ მოვახერხეთ. გულდაწყვეტილები ვართ ამ შედეგით, თუმცა ვამაყობთ, რომ ვითამაშეთ ნახევარფინალში", - ამბობს იგორი ჩერნიავსკი, უკრაინის ნაკრების ფეხბურთელი.

რაოდენ პარადოქსალურიც არ უნდა იყოს, ამ შეხვედრაში, უკრაინელებმა მოწინააღმდეგეს 8-ჯერ მეტჯერ შეუტიეს. თუმცა, კარის ჩარჩოში დარტყმებით ესპანელებმა აჯობეს, რაც საბოლოოდ ტაბლოზე აისახა. მეორე ტაიმში, ესპანელებმა კიდევ 2 გოლი გაიტანეს - ბოისი (30'40''), ადოლფო (31'06''), ესპანეთმაც საბოლოოდ, ანგარიშით 4-1 მოიგო.
მატჩის შემდეგ, ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელები იტყვიან, რომ მიუხედავად იმისა, რომ გუნდის ყველა მოთამაშე ევროს მოგებას გეგმავდა, ისინი კმაყოფილები არიან, რადგან სახლში მედლებით ბრუნდებიან. თუმცა, განსხვავებული მოსაზრება აქვს ფედე ვიდალს, რომელიც დღეს, ამსტერდამის „ზიგო დომში" დასრულებული მატჩის შემდეგ იტყვის, რომ მისი გუნდის ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლას არც დადებითად და არც უარყოფითად, არ შეაფასებს.
„ჩვენ აქ, მაღალი შედეგის მოლოდინით ჩამოვედით. გუნდმაც ბევრ შეხვედრაში კარგად ითამაშა. ფაქტია, რომ პორტუგალიამ მეორე ტაიმში კარგად ითამაშა. ჩვენ ფინალში გვინდოდა თამაში, ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ ბედნიერი ვარ. ორტიზის თამაში, ტრადიციულად გამონაკლისი იყო. ის არასდროს ჩერდება. ის აგრძელებს ასწავლოს სხვას და იყოს გუნდის ლიდერიც, ესპანეთის ნაკრების სული ახლა მასთან ერთად დაგვტოვებს", - ამბობს ფედე ვიდალი.

ევრო 2022-ის მატჩამდე ცნობილი გახდა, რომ დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, ესპანეთის ნაკრების ლეგენდარული კაპიტანი ორტისი 38 წლის ასაკში, 15-წლიან სანაკრებო კარიერას ასრულებს. „ვამაყობ ყოველივე დღით, რაც მე 15 წლის მანძილზე ესპანეთის ნაკრებთან ერთად გავატარა, მაგრამ ბუნებრივია, შედეგით ვერ ვიქნები კმაყოფილიო", ამბობს ესპანეთის ნაკრების კაპიტანი მატჩის შემდეგ.
ასეა თუ ისე, ესპანეთმა დღეს, ევროპის ჩემპიონატებზე მეთორმეტეჯერ მოიგო მედლები. ახლა მათ, 7 ოქროს, 2 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი აქვს. უკრაინამ, კი 200 5 წლის შემდეგ, 17 წლის მანძილზე ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესო შედეგი აჩვენა.

ფოტო:@UEFA





ჩვენ








