
დღეს პარიზში, IJF-ის ტურის რიგით მეორე ტურნირი და პირველი გრან სლემი დასრულდა. შეჯიბრში, რომელშიც, 52 ქვეყანა მონაწილეობდა, საქართველომ მეოთხე ადგილი დაკავა. პარიზის გრან სლემზე ქვეყანამ, რომელმაც მხოლოდ 6 სპორტსმენით იასპარეზა, ოთხი მედლის მოპოვება შეძლო.
საფრანგეთის დედაქალაქში, გუშინ მოგებულ მედლებს დღეს, ვერცხლის მედალი ტატო გრიგალაშვილმა შემატა. -81კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გრიგალაშვილმა, პარიზის გრან სლემი მეორე წრიდან დაიწყო. 1/4 ფინალში გადასვლელად ტატომ საფრანგეთის წარმომადგენელი ტიზიე გნამიენ ვაზარით დაამარცხა. იქ კი, უკვე კანადის წარმომადგენელს გოტიე დრაპო სძლია იპინით და , 1/2 ფინალში გავიდა. ბელგიელ სამი ჩუჩისთან დაპირისპირება საკმაოდ დაძაბული გამოდგა. თვდაპირველად ბელგიერმა მიიღო 2 შიდო, თუმცა, შემდეგ, ტატოც არ ჩამორჩა და ამ მხრივ ანგარიში გათანაბრდა. გამარჯვება კი, ქართველმა დამატებით დროში, აღებული ვაზარით მოახრეხა და ფინალში გავიდა.

ფინალურ დაპირისპირებაში ტატოს ნაცნობი მექტოე შეხვდა. ერთი წლით ადრე, სწორედ სოტარო ფუჯივარასთან მოახერხა გამარჯვება გრიგალაშვილმა ერთ წლით ადრე, ამავე ტურნირზე. ეს, მარცხი, იაპონელსაც კარგად ახსოვდა, ამიტომ აქტიურად დაიწყო და მალევე ვაზარით დაწინაურდა. თუმცა, ტატომ რამდენიმე წამში, ანგარიში გაათანაბრა და იაპონელი საკუთარ თამაშში ჩართო. შიდოც მიაღებინა, თუმცა, ამ მომენტიდან ძალიან მალევე, იპონით დამარცხდა და მხოლოდ, ვერცხლის მედალი მოიპოვა.

დღესვე, საქრათველოს ორმა წარმომადგენლმა იასპარეზა -90კგ წონით კატეგორიაში. ლუკა მაისურაძემაც და ბექა ღვინიაშვილმაც მეორე წრიდან დაიწყეს გამოსვლა და ორივე პირველ დაპირისპირებაში საფრანგეთის წარმომადგენლებს შეხვდა. ლუკა, შეხვედრის დაყწებიდან მე-15 წამზე ალექსის მატიოსთან დამარცხდა. ბექამ კი, იპონით, მეორე ფრანგი ენიელ კაღოლი დაამარცხა და 1/4 ფინალში გავიდა. აქ, კუბელ სილვა მორალეს შეხვდა და მისი დამარცხებაც იპონით მოახერხა. 1/2 ფინალში ქართველი აზერბაიჯანელ მამადალი მედგიევს შეხვდა. საკმაოდ დაძაბული ბრძოლაში, შეხვედრის ბოლო წამებზე Hansoku-make (Kani-Basami)-თი დააჯარიმეს და შესაბამისად, შეჯიბრიდანაც მოხსნეს. თუმცა, აქ, ჩვენი სუბიექტური მოსაზრებით, აზერბაიჯანელი სპორტსმენის მხრიდან მომენტის ზედმეტად გაფორმების გარეშეც არ იყო, რამაც მსაჯებზე გავლენა მოახდინა. შედეგად ბექა, არც ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაზე გამოცხადდა, სადაც მეტოქედ, კარგად ნაცნობი დავლათ ბობონოვი ელოდა.


კიდევ ერთი ქართველი, რომელიც აზერბაიჯანის სახელით ასპარეზობდა, უშანგი კოკოური დღეს, +100კგ ფინალამდე კარგად გავიდა, თუმცა, ფინალში დანებდა მეტოქეს და შესაბამისად, ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
ფოტო: ©Sabau Gabriela ©Mayorova Marina





ჩვენ








