გეშინოდიეს 2-0-ის! პორტუგალიის ნაკრები მესამედ „დაბრუნდა“
გეშინოდიეს 2-0-ის! პორტუგალიის ნაკრები მესამედ „დაბრუნდა“
06.02.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ფუტსალში, ესპანეთის ნაკრების შემდეგ, პორტუგალია ხდება მეორე გუნდი, რომელმაც ტიტულის დაცვა მოახერხა. ამასთან, პორტუგალიის ფუტსალის ნაკრები, მესამედ ზედიზედ ახერხებს მნიშნელოვანი ტურნირის მოგებას - 2018 წელს ევრო, 2021 მსოფლიო ჩემპიონატი და 2022 წელს, კვლავ ევროპის ჩემპიონატი. კიდევ ერთი, პორტუგალიის ნაკრების 7 (ანდრე სოუსა, ბრუნო კოელიო, ანდრე კოელიო, ჟოაო მატოსი, ფაბიო სესილიო, პანი და ტიაგო ბრიტო) ფეხბურთელი, ისევე, როგოც ხორხე ბრაზი, პორტუგალიელთა მთავარი მწვრთნელი, ზედიზედ მეორედ, ევროპის ჩემპიონის ტიტულს იგებს.




სხვათა შორის, პორტუგალიელების მსგავსად, რუსეთის ნაკრებშიც არიან „სტაჟიანი ხალხი", მხოლოდ, სრულიად საპირისპირო სტატისტიკით - აბრამოვი და მილოვანოვი, თუმცა ისევე, როგორც სკოროვიჩი, ნამდვილად ვერ იტრაბაზებენ, ოთხი წაგებული ფინალით.  მატჩის შემდეგ, რუსები იტყვიან, რომ პორტუგალიამ, მათ მიერ დაშვებული შეცდომების შემდეგ გაიმარჯვა და ამაში, რთულია, არ დაეთანხმო.




თამაშიდან გამომდინარე, რომელშიც რუსები მატჩის პირველ მეოთხეში დაწინაურდნენ სოკოლოვისა (9'49'') და აფანასიევის (12'45'') გოლებით, ამასთან ფლობდნენ სრულ სათამაშო უპირატესობას, რაზეც სტატისტიკაც მეტყველებს (შეტევა 28/48, კარის მიმართულებით დარტყმა 12/18, კარის ჩარჩოში დარტყმა 10/16). თუმცა, პირველი ტაიმის მიწურულს, ტომას პაჩომ (18'39'') თამაშის შემოტრიალების წინაპირობა შექმნა. აი, მეორე ტაიმში კი, პუტილოვის (26'45''), რუსთა მეკარის, ავტოგოლის შემდეგ, პორტუგალიამ, კიდევ ერთხელ (ჯგუფური პირველი მატჩი სერბებთან, 1/4 ფინალური მატჩი ფინეთთან, 1/2 ფინალი ესპანეთთან), მოხერხა თამაშში დაბრუნება და სათავისოდ დასრულება. ბოლო ორი გოლი რუსეთის კარში, ანდრე კოელიომ (31'16''),  პანი ვალერამ (39'59'') გაიტანეს. რუსებმა მეოთხე გოლი, რომელიც ამ შეხვედრაში ბოლო გამოდგა, მეტი ფეხბურთელის გათამაშებისას გაუშვეს.  ამასთან, შეხვედრის ბოლო წამებში, კარში ყურადღებით იდგა პორტუგალიელთა მეკარე ანდრე სოუსა. აი, ატირებული დმიტრი პუტილოვი კი, ნაღდად იმსაუხრებდა თანადგომას, რადგან ევრო 2022-ზე ის, ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური და თითქმის შეუცვლელად ჩაატარა ექვსივე შეხვედრა და ყველაზე ცოტა გოლი გაუშვა. თუმცა, მოსკოვს, ცრელმების კარგა ხანია არ სჯერა... პორტუგალიამ, 4-2 მოიგო.




მატჩის დასრულების შემდეგ კი, პორტუგალიელებს კუთვნილი ჯილდო, უეფა-ს პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა გადასცა.




 ფოტო: @UEFA