პირველი სტარტი, აგრესიული თოვლი და ზომიერი რისკი - ნინო წიკლაურმა პეკინი 2022-ზე ასპარეზობა დაიწყო
პირველი სტარტი, აგრესიული თოვლი და ზომიერი რისკი - ნინო წიკლაურმა პეკინი 2022-ზე ასპარეზობა დაიწყო
07.02.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ქართველი ფიგურული მოციგურავეებისა და მოციგავის შემდეგ, პეკინის 2022 წლის ოლიმპიური თამაშების სტარტი ქართველმა სამთო-მოთხილამურემაც აიღო. 28 წლის ნინო წიკლაური თავის მეოთხე ოლიმპიადაზე ასპარეზობს და მიაჩნია, რომ მსგავს ფორუმზე ქვეყნის წარმოდგენა, მითუმეტეს, მედროშეობა, მისთვის დიდი პატივი და პასუხსიმგებლობაა, რომელიც რამდენიმე წლის წინ, საკუთარ თავზე აიღო და მას შემდეგ, მაქსიმალურად ცდილობს თავი წარმოაჩინოს. თუმცა, ქართველ გულშემატკივარს სთხოვს, რომ იყვნენ რეალისტურები და შეფასებისასაც, სწორედ აქედან გამოვიდნენ.

დღეს, გიგანტურ სლალომში დასრულებული ასპარეზობის შემდეგ, ჩვენი გვერდი, TSFF.Ge ნინოს დაუკავშირდა და პირველი ოლიმპიური დღის შეფასება სთხოვა.


„დღევანდელი შედეგით, საკმაოდ კმაყოფილი ვარ. იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ ბევრი ტრავმა მქონდა წინა სეზონის განმავლობაში და ძალიან ცოტა ვისრიალე მოსამზადებელი ეტაპის დროს. ეს ეტაპი, ვერ გავიარე კარგად. კმაყოფილი ვარ განსაკუთრებით, პირველი ცდით. მეორე ცდა ძალიან გამიჭირდა. ვინც უყურა ჩემს გამოსვლას, ან შემდეგ გაეცნო ინფორმაციას, ეცოდინება, რომ ძალიან ბევრი გოგო წაიქცა, დაიმტვრა, ჰქონდათ პრობლემები. მე ამას თვალს ვადევნებდი, ტელევიზორში. ვხდედავი და ფსიქოლოგიურად ძალიან იმოქმედა. ასეთი გამოცდილება ჯერ არ მქონია. პირველი შეჯიბრია გიგანტურ სლალომში, როცა ამდენი გოგო წაიქცა. თან ასე მძიმედ. ძალიან უარყოფითად იმოქმედა და დავისტერსე", - ამბობს ნინო წიკლაური.


ნინო წიკლაურმა, რომელიც დღეს, 58-ე ნომრით ასპარეზობდა, პირველი დაშვებისას 1:04.49 წამი უჩვენა. ლიდერს, შვედ სარა ჰექტორს, +6.93 მეათასედით ჩამორჩა და 41-ე ადგილი დაიკავა. სწორედ, ამ ცდის დროს, ასპარეზობას 22 მოთხილამურე გამოეთიშა. მათ შორის ოლიმპიური ოქროს, ერთ-ერთი პრეტენდენტი. სხვათა შორის, ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე, ბევრი სპორტსმენი, გამომდინარე იქიდან, რომ თოვლის საფარი იყო თავიდან ბოლომდე ხელოვნური, სირთულეებს ვარაუდობდნენ.


„კი, ტრასა, ხელოვნული თოვლით არის გაკეთებული, რომელიც ძალიან აგრესიულია. იქიდან გამომდინარე, რომ ჩინეთში ძალიან დიდი ყინვებია, ძალიან მშრალი თოვლია. ასახსნელად ძნელია, მაგრამ ეს არის თოვლის აგრესიულობის პიკი. ძალიან განსხვავებულია ევროპის ძირითადი კურორტების თოვლისგან. ევროპაში, ფაქტიურად, ბუნებრივი და ხელოვნური თოვლი აქვთ ერთად შერეული. მარტო ხელოვნური, ძალიან იშვიათობაა, რომ ნახო. ყველას გაუჭირდა, განსაკუთრებით,  ჩინეთში ჩამოსვლის პირველ დღეებში ყველა ამობდა, რომ დრო სჭირდებოდათ მიჩვეულიყვნენ ამ თოვლს. ამდენი გოგოც იმიტომ წაიქაცა ტრასაში. თოვლი, იმდენად აგრესიულია, რომ შენც თუ აგრესიულად სრიალებ, ის გჯობნის. ასახსნელად ცოტა რთულია -  იმიტომ რომ მოხვევისას, წინა მოსახვევიდან თხილამურის გამოყვანა არის რთული და აქედან გამომდინარე შენს სხეულს ისეთი მოძრაობის გაკეთება უწევს, რისვისაც მზად არ ხარ", - ამბობს ნინო.




მონაწილეთა ნაწილი, საერთო ჯამში 33 მოთხილამურე, ასპარეზობას ტრასის შუა  მონაკვეთიდან გამოეთიშა. როგორც ნინომ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, პორველ ცდაში პირველი  5 კარი იყო ძალიან რთული, სარკესავით პრიალა თოვლით, რა დროსაც რთულია მოხვევა. აი, მეორეში კი, თოვლი უფრო აგრესიული.


„მეორე ცდაში საკმაოდ ფრთხილად ვიარე. სრუალის დროსაც ვიგრძენი, რომ ფრთხილად მოვდიოდა, მაგრამ მერე, ვიდეოს ნახვისას, ეს მეტყობოდა ძალიან. იმისდა მიუხედავად, რომ ამ ოლიმპიადაზე მინდოდა მეტად გამერისკა და უკეთესი შედეგი მეჩვენებინა, ვიცი, რომ შემიძლია, მაგრამ არ გამომივიდა. არც მიჭირს ამის აღიარება, იმიტომ, რომ ფსიქოლოგიურად, ძალიან რთული მომენტია გადალახო, გადადგა ეს ნაბიჯი, მაშინ, როცა, თავდაჯერებული არ ხარ. რაღაც ზედმეტი გააკეთო. მე, ეს მომენტი მქონდა, რადგან მაკლდა მოსამზადებელი დღეები. განსაკუთრებით თხილამურით სრიალი, რადგან ფიზიკური ვარჯიშები არ მაქვს მხედველობაში. ამ მხრივ, კარგად მომზადებული ვარ. თუმცა, ამეტაპისთვის ჩემი გამოსვლით, კმაყოფილი ვარ, რადგან ჩემი საუკეთესო შედეგი ვაჩვენე. ამას გარდა, საქრათველოს ქალთა  ნაკრებში, მგონი, საუკეთესო შედეგიც არის და ძალაინ დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოც და ქართველებიც კმაყოფილები არიან ამ შედეგით", - ამბობს ნინო წიკლაური.


მეორე მცდელობისას, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, ქართული გუნდის ყველაზე გამოცდილმა მონაწილემ და ჩვენი ქვეყნის მედროშემ, დისტანცია, 1:05.38 წამში დაფარა და 35-ე შედეგი უჩვენა. ორი დაშვების ჯამში, 2:09.87 წამით, გიგანტურ სლალომში ოლიმპიური ოქროს მფლობელ, სარა ჰექტორს (1:55.69), +14.18 მეათასედით ჩამორჩა და როგორც უკვე აღვნიშნეთ, ორი მცდელობის ჯამში, 34-ე ადგილი დაიკავა.


„თავს, საერთო ჯამში კარგად ვგძნობ, შეჯიბრთან დაკავშირებით ვიტყვი ისევ, რომ პირველ ცდაზე საკმაოდ მშვიდად ვიყავი და არ მქონდა არანაირი პრობლემა, მეორე ცდაში ემოციებმა მაჯობა. ვეღარ გავაკონტროლე. სხვა მხრივ, კარგად ვარ. კარგი სიტუაცია არის, კოვიდთან დაკავშირებით, ძალიან დიდ სიფრთხილეს იჩენენ, რაც მე საკმაოდ მომწონს. როდესაც ამდენი წელი, მთელი 4 წელი, ამ ოლიმპიადისთვის ემზადები, ვიღაც არასწორ ადამიანთან საუბარმაც კი, შეგიძლია კოვიდი მოგიტანოს და ოცნება ჩაგიშალოს. ასე, რომ სიფრხილე და სიმკაცრე ძლიან მომწონს", - ამბობს ნინო წიკლაური, რომელიც 9 თებერვალს კიდევ ერთ სახეობაში, სლალომში ცდის ბედს.


სხვათა შორის, პეკინის ოლიმპიადაზე მყოფი სპორტსმენები, თოვლის ფაქტურას ხომ უჩიოდნენ და ფქვილს ადარედნენ, თუმცა, ყველაზე ყურადსაღები რა იყო, მათ არ აკმაყოფილებდათ მონაწილეთ კვებაც ოლიმპიურ სოფლებში, ზედმეტად ჩინური არისო.  ბუნებრივია, ნინოს, ესეც ვკითხეთ.


„საკვებზე მეც უკმაყოფილო ვარ. არაა დიდი არჩევანი და პროტეინები აკლია მენიუს ჩემი აზრით. ბევრი იწუნებს ნამდვილად, რადგან ამ კვებით ენერგიის აღდგენას ვერ ვახერხებთ", - ამბობს ნინო, რომელსაც დამშვიდობებამდე კიდევ ერთ შეკითხვას ვაწევ. საქმე ისაა, რომ პეკინის 2022 წლის ოლიმპიური თამაშების დროს, ოლიმპიურ სოფლებში, პარალელეურ რეჟიმში რამდენიმე ანტიდოპინგური სააგენტო დამოუკიდებლად, თუმცა, შეთანხმებით იმუშავებენ. პეკინის ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორები ამ მხრივ, დაახლოებით, 2900 სინჯის აღებას აპირებენ, თანაც ამ „პატივისთვის" სპორტსმმენები, სპორტის სახეობები და ქვეყნებიც კი, შერჩეული ჰყავთ. ჩამონათვალში, სამთო თხილამურებიც არის.



„დოპინგს რაც შეეხება,  ჩვენ ოლიმპიურ სოფელში, ჯერ-ჯერობით სიმშვიდეა, ტესტებს აკეთებენ  ბევრს, მაგრამ ჯერ, რაც მე ვიცი, აქ არაფერი დარღვევა არ ყოფილა. ალბათ, ეს,  მგონია სხვა სპორტში უფრო აქტუარური იქნება. ჩვენ სოფელში, მხოლოდ სამთო თხილამურის და ციგის ყველა სახეობის წარმომადგენლები ვართ", - ამბობს ნინო წიკლაური.


ამ ეტაპზე, ჩვენც, ქართული გუნდის მედროშე მეტი კითხვებით აღარ გადავღალეთ და მომავალი სტარტის წინ, დასვენების და ძალების აღდგენის საშუალება მივეცით.


 

ფოტოები სპორტსმენის პირადი არქივიდან