
პეკინის 2022-ის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მორიგ საასპარეზო დღეს, Capital Indoor Stadium-ზე, ქართველმა მოციგურავემ, მორის ყვითელაშვილმა, მამაკაცთა ერთეულთა თანრიგში, 30 მონაწილეს შორის სტარტი ბოლოდან მეორემ, 29-ე ნომრით აიღო. მის შემდეგ, მხოლოდ, ჯეისონ ბრაუნი რჩებოდა - ამერიკელი მოციგურავე, რომელიც მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე, მედლების ერთ-ერთ მაძიებელთა შორის იგულისხმება. მორისმა მას, მოკლე პროგრამაში საშემსრულებლო ელემენტების ჯამური ქულით აჯობა, რომელშიც ჩვენიანმა 55.69 ქულა აიღო და სხვათა შორის, მეოთხე ადგილზე გასულ კორეის რესპუბლიკის წარმომადგენელსაც გადაასწრო, თუმცა, ამ უკანასკნელმა, პროგრამული კომპონენტების ხარჯზე გვაჯობა.


ასეა თუ ისე, ქართველმა სპორტსმენმა საკმაოდ მარტივად და მსუბუქად შეასრულა მოკლე პროგრამა, რომელიც ოთხმაგი სალხოვისა და სამმაგი ტულუპის კომბინაციით დაიწყო. მას სამნახევარი აქსელი მიაყოლა, შეასრულა ოთხმაგი ტულუპი და კიდევ ოთხი ელემენტი, რომლის შესრულებაც, ამ დისციპლინაში სავალდებულო იყო, მიიღო 97.98 ქულა, რამაც ჩვენი ქვეყნის სპორტსმენს, პირველი საასპარეზო დღის შემდეგ, ინდივიდუალურ ჩათვლაში მე-5 პოზიციაზე გასვლის შესაძლებლობა მისცა. ამასთან, მორის ყვითელაშვილმა პირადი რეკორდიც დაამყარა. ამასთან, მორისი მოკლე პროგრამაში საუკეთესო აღმოჩნდა ევროპის ქვეყნების სპორტსმენებს შორის.

მოკლე პროგრამაში, მორისის გამოსვლა, ჯონ მუხარემაის სასცენო სახელით Gjon's Tears-ის მიერ 2021 წლის ევროვიზიაშე შესრულებული Tout l'universe-ით იყო გაფორმებული. რაც შეეხება თავისუფალ პროგამაში, ქართველი მოციგურავეს პროგრამა სამინი ნაწილისგან და შესაბამისად, სამი პოპულარული ჰიტის კომბინაციიდან იქნება გაფორმებული. მორისს, კი გემოვნება ნამდვილად არ დაეწუნება, მისი არჩევანი პეკინში წარსადგენი თავისუფალი პროგრამისთვის, ფრენკ სინატრას Fly Me to the Moon, My Way და I'm gonna live till I die მიხედვით იქნება შედგენილი. იმედს ვიტოვებთ, რომ „ყველა დაგეგმილი ნაბიჯი" (I planned each charted course, each careful steps along the byway) მორისს წარმატებამდე მიიყვანს.

თავისუფალ პროგრამში ქართველი უკვე 10 თებერვალს იასპარეზებს და ის, ყინულზე ბოლო ხუთეულში გამოვა, ჯგუფთან ერთად, სადაც პეკინის 2022 წლის ოლიმპიური ოქროს მთავარი მაძიებლები ასპარეზობენ, ამერიკელი ნეტან ჩენი (113.97), იაპონელები კაგიამა (108.12) და უმო სიომა (105.90) და სამხრეთკორეელი ჩხა ჯუნხვანი (99.51). აქვე, შეგახსენებთ, რომ მოკლე პროგრამის შემდეგ ასპარეზობა საუკეთესო შედეგის მქონე 24-მა სპორტსმენმა გააგრძელა.
სეოკ-ის ფოტოები / ხატია ჯიჯეიშვილი





ჩვენ








