
საკმაოდ საინტერესოდ წარიმათა პეკინის ოლიპიური თამაშების მეორე საასპარეზო დღე ნინო წიკლაურისთვის. ჩვენი მოთხილამურე ქალი, პირველი დისციპლინის დასრულების შემდეგ, TSFF.Ge-სთან საუბარში ამბობდა, რომ მას ოლიმპიადამდე ტრავმის გამო მომზადება დააკლდა, ამასთან ჩინეთში „აგრესიულ თოვლთან", მოწინააღმდეგეებთან და საკუთარ თავთან ბრძოლაც კი, მოუხდა.
ფსიქოლოგიური ბარიერის გადალახვა მოუწია ქართველ სპორტსმენს დღევანდელი საასპარეზო დღის პირველ სტარტამდეც, სლალომში. ნინო წიკლაურის დაშვებამდე, რომელიც დღეს 65-ე ნომრით იყო, 88 სპორტსმენს შორის, ასპარეზობას, ორი ათეული ქალი მოთხილამურე გამოეთიშა. დააახლოებით ხუთი, უშუალოდ ნინოს დაშვების წინ. „გამოვარდნილთან" შორის აღმოჩნდა და კვლავ არ გაუმართლა მიკაელა შიფრინს. ამერიკელი სპორტსმენი, ასპარეზობას ამჯერადაც სტარტის დასაწყისშივე გამოეთიშა. ლიდერობა კი, გერმანელმა ლენა დუერმა ჩაიგდო ხელში, რომელმაც საბოლოოდ ეს დაშვება მოიგო 52.17 წამით და მეორე ადგილზე გასულ შვეიცარიელ მიშელ გიზინს, სულ რაღაც -0.03-ით აჯობა. ნინომ კი, ეს ცდა 47-ე ადგილით დაასრულა (1:00.11).

პირველი მცდელობის შემდეგ, მესამე იყო, პეკინის 2022 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გიგანტურ სლალომში, შვედი სარა ჰექტორი, თუმცა, ამჯერად, სლალომის მეორე დაშვებისას, სპორტსმენი მაშინ გამოეთიშა ასპარეზობას, როდესაც ფინიშამდე სულ ცოტა აკლდა. მეორე ცდა კი, სლოვაკმა პეტრა ლჰოვამ მოგიგო 52.09 (პირველი ცდის შემდეგ, ის მხოლოდ მერვე იყო), საბოლოოდ მისი ორი მცდელობის ჯამში ნაჩვენები დროს საუკეთესო გამოდგა, 1:44.98 და 0.08 მეასედით მოუგო, პეკინის 2022-ის ვერცხლის მედალოსანს. ნინო წიკლაურმა კი, ამ ცდელობაში, 1:00.37 დრო აჩვენა და 42-ე ადგილზე გავიდა. 42-ე იყო ნინო, ორი მცდელობის ჯამში ნაჩვენები დროით 2:00.48, ქართველი, ახალ ოლიმპიურ ჩემპიონს +15.50 ჩამორჩა.
![]() |
![]() |
ტრასის ტექნიკური მახასიათებლები - Ice River-ზე მოწყობილ სლალომის ტრასაზე, სტარტის სიმაღლე ზღვის დონიდან 1712 მეტრზე იყო განთავსებული, ფინიშის სიმაღლე 1501 მეტრი, ვერტიკალური დახრა 211 მეტრი, გასავლელი კარი 65. ასპარეზობა 88-მა სპორტსმენმა დაიწყო. სრული ტექნიკური ოქმი
ნინო წიკლაურმა ამ გამოსვლით, ისევე როგორც საბა ქუმარიტაშილმა, პეკინის 2022 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა დაასრულა. ამ კონკრეტულ ოლიმპიურ სოფელში კი, სოსო ჯაფარიძე რჩება, რომელიც ასპარეზობას 13 თებერვალს, მამაკაცთა შორის გიგანტური სლალომიდან დაიწყებს.

სეოკ-ის ფოტოები / ხატია ჯიჯეიშვილი





ჩვენ










