პირველი დოპინგ-სკანდალი პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე
პირველი დოპინგ-სკანდალი პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე
10.02.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

რამდენიმე საათია, რუსეთის ინტერნეტგამოცემებში განგაშია ატეხილი. მიზეზი პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე სკანდალში გახვეული რუსი ფიგურული მოციგურავეები არიან. მსოფლიო ფიგურული სრიალის ამომავალი ვარსკვლავი, რუსეთი ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი 15 წლის კამილა ვალიევა დოპინგზე „ჩავარდა". შესაბამისად, რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის რეპუტაცია, კვლავ დოპინგის მიზეზით, კიდევ ერთხელ, მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა.


შეგახსენებთ, რომ ჩვენ ვიტყობინებოდით, ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე, პაკინი 2022 წლის საორგანიზაციო კომიტეტისა და მთელი რიგი ანტიდოპინგური სააგენტოების შეკრების შესახებ, სადაც გადაწყდა, რომ სამი დამოუკიდებელი დოპინგსაწინააღმდეგო სამსახური, ერთმანეთთან შეთანხმებით, თუმცა, დამოუკიდებლად იმოქმედებდნენ. ამ მიზეზით, ზამთრის ოლიმპიური თამაშების სამ სოფელში, საერთო ჯამში, 17 მაკონტროლებელი ჯგუფი მუშაობს და ტრადიციული მეთოდის გარდა, დოპინგზე შესამოწმებლად ინოვაციურ მეთოდსაც იყენებენ, ე.წ. DBS-ს (სისხლის შედეგებული წვეთი).




ალბათ, ჩევნი გვერდის მკითხველს ემსხსოვრება კიდევ ერთი სტატია, სადაც დოპინგ -სკანდალში გახვეულ ამერიკელ მოციგურავეებზე (ჯესიკა კალალანგი და ბრაიან ჯონსონი) გიამბეთ. ამ ამბის მთავარი გმირი ჯესიკა, დიდხანს ამტკიცებდა და სასამართლოდან, სასამართლოში დარბოდა, რომ დოპინგი არ მიუღია და ის, რაც დოპინგად ჩათვალეს, თმის შამპუნში შემავალი ერთ-ერთი კომპონენტი - კერძოდ, ქლორფენესინი (chlorphenesin) იყო. საბოლოოდ, სპორტსმენი გაამართლეს, მაგრამ ის და მისი მეწყვილე, ოლიმპიური თამაშების მიღმა დარჩნენ. სხვათა შორის, არ კონკრეტდება, თუ რა ნივთიერება იყო ვალიევას ანალიზში, თუმცა აღნიშნავენ, რომ ნივთიერება იყო მცირე დოზით და თანაც, მას სპორტულ შედეგზე გავლენა, არანაირად არ უნდა მოეხდინა. ამ მომენტისთვის მომხდარზე კომენტარს არ აკეთებს რუსეთის დელეგაცია, არ ლაპარაკობს არც WADA.


შესაბამისად, არ არის გამორიცხული, ოქრო მედალი, რომელიც რუსეთის ფიგურული ციგურაობის ნაკრებმა პეკინი 2022-ზე გუნდური ასპარეზობისას მოიგო, ჩამოართვან. ვალიევამ, ქალთა დისციპლინაში იასპარეზა და როგორც მოკლე, ასევე თავისუფალ პროგრამაში, საუკეთესო შესრულებითა და ქულებით რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის ფიგურული მოციგურავეების გუნდურ ყულაბაში სოლიდური მონეტები „ჩაყარა".


რუსები ახლა, ხავსს არიან ჩაჭიდებულნი და იმედოვნებენ, რომ ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ ვალიევასგან აღებული ნიმუში არის ძველი და პეკინის თამაშების შედეგზე ვერ იქონიებს გავლენას. ამიტომ, ამ შემთხვევაში, ოქროს მედლებს მათ არ ჩამოართმევენ. თუმცა, ამავდროულად დაიწყეს ფიქრი, მოასწრებენ თუ არა, მომდევნო გამოსვლებისთვის ვალიევას ჩანაცვლებას სათანადოდ.




ისე, ეს, ერთი თემაა და მეორე, თავად 15 წლის პერსპექტიული მოციგურავის ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რომელიც თუნდაც, სპორტსმენის ასაკიდან გამომდინარე, საკმაოდ რთულად დასძლევი იქნება. სპორტსმენის დამცველები აცხადებენ, რომ კანომდებლობით, ვინაიდან კამილა ვალიევა ჯერ არ არის 16 წლის, მისი დამნაშავედ გამოცხადება დაუშვებელია. პატარ ტალანტის გარშემო კი, ხმაური და სკანდალი უკვე დიდია ატეხილი, რაც არ შეიძლება, რომ სპორტსმენის მდგომარეობაზე არ აისახოს.


ვალიევას „გასაჭირს", თუმცა, მთლიანად რუსული გუნდისას, ეს არ აკლდა და კიდევ ერთი საფიქრალი დაემატა - ციგურაობის საერთაშორისო კავშირმა  (ISU) მიიღო გადაწყვეტილება, ე.წ. ეტაპობრივად, უფროსებს შორის მონაწილეთა ასაკობრივი ცენზი გაზარდოს. 2023-2024 წლების სეზონიდან უფროსების შეჯიბებში მონაწილეობის უფლება 16 წლის ასაკიდან იქნება ნებადართული, 2024-2025 წლების სეზონიდან კი, ზღვარი 17 წლამდე აიწევს. ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი (ISU)-ს სამედიცინო დეპარტამენტის კვლევები გახდა - ირკვევა, რომ ზედმეტი დატვირთვა (რაც უფროსი ასაკის სპორტსმენებისთვის არის სავალდებულო) სპორტსმენის ადრეულ ასაკში, მოგვიანებით, ასაკის მატებასთან ერთად, მათ მენტალურ მდგომარეობაზე სავალალოდ აისახება. პატარა ასაკის და თანაც პერსპექტიული სპორტსმენები კი, სწორედ რუსებს ჰყავთ ყველაზე მეტი.


ვალიევას კი, თუკი დოპინგის გამოყენება ისევე არ დაუმტკიცდა, როგორც ამერიკელ სპორტსმენს, მას ასაკობრივი ცენზის გამო, მთელი რიგი მნიშვნელოვანი ტურნირების გამოტოვება მოუწევს.


და ბოლოს, ამ მომენტისვის, კიდევ ერთი სპორტსმენი, ირანელი სამთო-მოთხილამურე სავე-შემშაქიდიც არის დოპინგში მხილებული.