
ქართული გუნდის მედროშე, მორის ყვითელაშვილი, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, ორი პროგრამის ჯამში, 268.62 ქულით მეათე ადგილზე გავიდა და 2006 წელს, ქართველი მოციგურავე ქალის, ელენე გედევანიშვილის შედეგი გაიმეორა. თუმცა, დღეს, მორისი ბევრად უფრო დაძაბულ და სტრესულ გარემოში ასპარეზობდა. თუნდაც, იმ გარემოებამ გამომდინარე, რომ მოკლე პროგრამის შემდეგ მორისმა მე-5 შედეგი აჩვენა, რუსეთის სამი წარმომადგენელიდან კი, ყვითელაშვილის გადასწრება ვერც-ერთმა ვერ მოახერხა, ჩვენი დიდი მეზობელი ძალზედ აღაშფოთა და რუსულმა მედიამ ამ ფაქტს, ბევრი სტატიაც მიუღძვნა. ამას დაემატა რუსი ფიგურისტების დოპინგ-სკანდალიც და კიდევ, უშუალოდ ყინულზე უდიდესი კონკურენცია, სადაც თავისუფალ პროგრამაში გამომსვლელი 24 მოციგურავედან 15-ს, პროგრამაში ოთხმაგი ბრუნი ჰქონდა შეტანილი.
ბუნებრივია, ამ ფონს, შეუძლებელია, მცირედოენი დაძაბულობა არ გამოეწყვია ნებისმიერი სპორტსმენის გამოსვლაში და მორისიც, არ იყო გამონაკლისი. თუმცა, თუ სპორტის ამ სახეობაში „ტრადიციული ქვეყნების" წარმომადგენლებს 9 მსაჯისგან შემდგარი ბრიგადა რამეს ჰპატიობდა და უტარებდა, მორისის შემთხვევაში, ყველა ილეთი, მიკროსკოპით, DBS-ის ნიმუშის მსგავსად შეისწავლეს. მცირედი ხარვეზები კი ჩვენიანს, სამწუხაროდ, მოკლე პროგრამისგან განსხვავებით, ამჯერდა ჰქონდა.
![]() |
![]() |
ყვითელაშვილმა, თავისფალ პროგრამაში სამი ოთხმაგი ნახტომი შეასრულა. ოთხმაგი სალხოვი ორმაგ ტულუპთან კომბინაციაში, სამნახევარი აქსელი, ოთხმაგი ტულუპი, სამმაგი რიტბერგერი, ოთხმაგი ტულუპი სამმაგი ტულუპთან კომბინაციაში, ორმაგი ფლიპი სამმაგი სალხოვთან კომბინაციაში, სამმაგი ფლიპი - ეს არის იმ ნახტომების ჩამონათვალი, რომელიც დღეს, ყვითელაშვილმა, თავისფალ პროგრამაში შეასრულა და მათ შორის, როგორც ხედავთ, სამი ოთხმაგი ნახტომია. თუმცა, ერთ-ერთის, ოთხმაგი ტულუპის შესრულების დროს, გამოსვლისას დაუშვა შეცდომა, რაც მომენტალურად ე.წ. ტექნიკური პანელზე წითელი ფერით აისახა და ჩვენიანს, ქულებად დაუჯდა. იყო, კიდევ რამდენიმე უზუსტობა, მაგალითად, წინასწარ დაანონსებულ ნახტომთა თანმიმდევრობაში, რომლის იმპროვიზაციაც, მორისს გზადაგზა მოუხდა, თუმცა, ქართველმა მათ, ფრენკ სინატრას პოპურის ფონზე, თავი წარმატებით გაართვა.

თავისუფალი პროგრამის შესრულების შემდეგ, მორისმა 170.64 ქულა აიღი, რაც დღის მე-11 შედეგი იყო, თუმცა, მოკლე პროგრამაში დაკავებული მაღალი ადგილისა და შესაბამისად ქულების ჯამში, ის საბოლოოდ მე-10 ადგილზე გავიდა.
ალბათ, აღსანიშნავია, რომ მამაკაცთა შორის მედლებისათვის ბრძოლაში, კონკურენცია ძირითადად მე-2 და მე-3 ადგილებისთვის უფრო მიდიოდა, რადგან, ამერიკელი ნეითან ჩანი, რომელმაც მოწინააღმდეგეებს ორი პროგრამის ჯამში, 25 ქულით გადაუსწრო (მისი ჯამური ქულა იყო 332.60), უკონკურენტო იყო. მის „ქვევით" კი, ბრძოლა ქულა-ქულაში მიდიოდა.

ასეა თუ ისე, მორის ყვითელაშვილის საუკეთესო ათეულში მოხვედრა და ამასთან ევროპელებიდან, პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე ნაჩვენები მესამე შედეგგი, ამ სფეროში, მაინც ახლადფეხადგმული ქვეყნისთვის, სადაც ერთი საციგურაო დარბაზიც კი არ არის, უდავოდ წარმატებული შედეგია.
სეოკ-ის ფოტოები / ხატია ჯიჯეიშვილი





ჩვენ










