19-წლამდე ქალთა ნაკრებმა აპრილის თამაშებისთვის მზადება დაიწყო
19-წლამდე ქალთა ნაკრებმა აპრილის თამაშებისთვის მზადება დაიწყო
10.02.2022
ავტორი: მამუკა აფციაური

საქართველოს 19-წლამდე ქალთა  ნაკრები არაბთა გაერთიანებული საამიროებში იმყოფება, სადაც ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდის მოსამზადებელი ციკლისთვს ფარგლებში, ორ ამხანაგურ შეხვედრას მართავს.

პირველი მატჩი, ჩვენმა გოგონებბა, უკვე ითამაშეს და სამწუხაროდ, მინიმალური ანგარიშით 1-0 დამარცხდნენ. ამ შეხვედრაში, ერთადერთი გოლი, მეორე ტაიმში, 55-ე წუთზე, სარა სამიჰმმა გაიტანა.


ლავრენტი დავითაშვილის გუნდმა მატჩი შემდეგი შემადგენლობით ჩაატარა: ლიზი კანდელაკიშვილი, მარიამ ბერაშვილი (70' მარია-იზაბელა მელიქიშვილი), ანა პავლიაშვილი, ნინო ჯგუშია, თამუნა წიქარიძე (46' ელენე კახნიაშვილი),  მარიამ კაპანაძე, რუსუდან მანაგაძე, ლიზი დიასამიძე, ლიკა ქობალავა, მაიკო ბებია, ლიზი გომელაური.




საქართველოს და არაბთა გაერთიანებული საამიროების 19-წლამდე ნაკრებების მეორე მატჩი 11 თებერვალს გაიმართება.


ამხანაგური მატჩებისთვის მზადება საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა, საამიროებში გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე, სფფ-ს ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე" 24 ფეხბურთელის შემადგენლობით დაიწყო. თუმცა, Covid 19-ის გამო, ჩვენი გუნდი დუბაიში არასრული შემადგენლობით გაემგზავრა. პირველი შეხვედრის სამატჩო განაცხადშიც, მხოლოდ, 13 ფეხბურთელი იყო.


შეგახსენებთ, რომ ჩვენი ნაკრები 2022 წლის აპრილში, ევროპის 19-წლამდე ქალთა ჩემპიონატის მეორე რაუნდში ასპარეზობს. საქართველოს ნაკრები, B ჯგუფში ანდორას, სლოვაკეთისა და სომხეთის გუნდებთან ერთად, იმ ერთადერთი საგზურისთვის იბრძოლებს, რომელიც „ა ლიგაში" დაწინაურებაში დაეხმარება. თამაშები ჯგუფური ეტაპის ფორმატში, ანდორაში 3-12 აპრილს გაიმართება.