
პეკინი 2022-ის ზამთრის თამაშების ოლიმპიური სოფლებიდან, ასეთი კი, XXIV ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე სამია, ქართველები ნელ-ნელა სახლებში ბრუნდებიან. რამდენიმე დღეა, საქართველოში იმყოფება მოციგავე საბა ქუმარიტაშვილი. დღეს კი, პეკინიდან უნდა გამოფრენილიყო ნინო წიკალურიც, რომელმაც ორ სამთო-სათხილამურო დისციპლინაში, გიგანტურ სლალომსა (41-ე ადგილი) და სლალომში (42-ე ადგილი) ასპარეზობა გუშინ დაასრულა. თუმცა, ჩინეთმა სტამბოლის გავლით იტალიაში რეისი გააუქმა და დიდი ალბათობით, ნინოც პეკინს ხვალ დატოვებს. მიზეზი კი, თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრების კოვიდით ინფიცირება იყო.
„12-ში საღამოს, წესით, უკვე იტალიაში ვიქნები. რამდენიმე დღე დავისვენებ. შემდეგ კი, გავაგრძელებ ვარჯიშს და საერთაშორისო შეჯიბრებზე გამოსვლას. ჩემთვის, ძალიან მნიშვნელობანია, რომ სეზონის ბოლოს, რეიტინგი გაუმჯობესებული მქონდეს და მომავალი სეზონისთვის უკვე, უკეთესი რეიტინგითა და უკეთესი სასტარტო ნომრით დავიწყო წელი. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ხელს უკვე, აღარაფერი შემიშლის. არანაირი ტრავმა, ან კოვიდის ვირუსი, რაც საბედნიეროდ უკვე გადავიტანე და ყველანაირად ვცდილობ და იმედი მაქვს, რამდენიმე თვე, ცოტა თავისუფლად ვიქნები (კოვიდიდან). ვიმედოვნებ, რომ ბევრი შეჯიბრი ჩატადება იტალიაში სადაც, მოვახერხებ მონაწილეობას", - ამბობს ნინო წიკლაური.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ერთ-ერთმა მედროშემ, ნინო წიკლაურმა პეკინის 2022 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, გუშინ მეორე დისციპლინასი, სლალომსი იასპარეზა და ორი დაშვების ჯამში, 42-ე ადგილი დაიკავა.
„სლალომი საკმაოდ რთული იყო. თან, სლალომშიც ბევრი არ მივარჯიშია წლეულს. ორივე ცდაში, ტრასის პირველი ნახევარი საკმაოდ კარგად ვისრიალე და კმაყოფილი ვარ. ტრასის მეორე ნახევარში, ენერგია აღარ მყოფნიდა. იქიდან გამომდინარე, რომ რაც აქ ჩამოვედი ყოველდღიურად ვსრიალებდი. 7 დღე გადაბმულად ვივარჯიშე. ასე, არ იყო დაგეგმილი, მაგრამ პროგრამაში ცვლილებების გამო, შეჯიბრები გადაიდო და თავიდან, ჩვენი პროგრამაც ცოტა აირია. ამას, წინასწარ ვერავინ გათვლიდა. ამიტომ, ამ მხრივ, ცოტა აგვერია. უკეთესი იქნებოდა თუკი ერთი დღე დავისვენებდი და მერე გამოვიდოდი სლალომზე", - ამბობს ნინო წიკლაური TSFF.Ge-სთან საუბარში.

7-დღიანი გადაბმული სავარჯიშო ციკლის გარდა, ოლიმპიურ სოფელში, თუმცა, არა მხოლოდ ნინოსთვის, იყო კიდევ ერთი სტრესული გარემო - ყოველდღიური კოვიდ-ტესტები. ალბათ, ზოგს, ეს, თითქოს ერთის შეხედვით, რამდენიმე წამიანი პროცედურა მარტივი ჰგონია, მაგრამ როდესაც, მის პასუხზე შენი ოცნებებია დამოკიდებული, მაშინ ნერვიულობა მართლა გიწვეს. თუმცა, ჩვენთან საუბარში, ნინომ აღნიშნა, რომ ამ დისკომფორტის მიუხედავად, პეკინში თავს ამ მხრივ დაცულად გძნობდა, რადგან ეს „რეჟიმი" ერჩივნა, „სეზონის გარისკვას" და „დღეების დაკარგვას", რომელიც მართალია, კოვიდის შედარებითი იოლი ფორმის, „ომიკრონის" გამო, ოლიმპიურ თამაშებამდე ცოტა ხნით ადრე, თავად გამოსცადა. გაცდენილი ვარჯიშები კი, სპორტსმენს მიაჩნია, რომ მის შედეგსაც დაეტყო.
„სლალომში, საბოლოო ჯამში, 42-ე ადგილი, ჩემთვის მაინც დადებითია. იქიდან გამოდინარე, რომ წინა ოლიმპიადაზე, 49-ე ადგილი მქონდა, შედეგი გავაუმჯობესე. რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ იმითაც, რომ ფინიშამდე ჩამოვედი. თოვლი, სლალომში უფრო აგრესიული იყო, ვიდრე გიგანტში. თან სლალომის თხილამურები უფრო მოკლეა, ბევრად მოკლეა გიგანტთან შედარებით და უფრო მეტად იგრძნობა ყველაფერი, უფრო სწრაფად ხდება ყველაფერი. მაინც, საერთო ჯამში კმაყოფილი ვარ ჩემი ოლიმპიადით. ჩემი გამოსვლით", - ამბობს ნინო წიკლაური, რომელსაც TSFF.Ge მომდევნო ოლიმპიური ციკლში, წარმატებებს და კიდევ ერთ ოლიმპიურ თამაშებზე ლიცენზიის მოპოვებას უსურვებს, თუმცა, ისევე როგორც სოსო ჯაფარიძეს, რომელსაც წინ ჯერ, 13 და 16 თებერვალს თავის სადებიუტო ოლიმპიადა აქვეს, პეკინი 2022-ზე და ორი მნიშვნელოვანი სტარტი, ჯერ გიგანტურ სლალომში, შემდეგ კი, სლალომში.
სეოკ-ის ფოტოები / ხატია ჯიჯეიშვილი





ჩვენ








