
პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, სპორტულ ცეკვებში, საქართველოს წარმომადგენლები მარია კაზაკოვა და გიორგი რევია, დღეს უფრო თავისუფლად და ხალასად გამოვიდნენ, ვიდრე ეს, გუნდური ასპარეზობისას, ამავე დარბაზში, Capital Indoor Stadium-ში, 4 თებერვალს იყო. მოციგურავეთა ეს მდგომარეობა, გასაგებიცაა, ვინაიდან, კაზაკოვა-რევიას წყვილს, გიორგი ტრავმის გამო, თითქმის მთელი 2021 წელი გაუცდა. ოლიმპიური თამაშების სტარტზეც, რომელიც რეალურად პირველი ოფიციალური შეჯიბრი იყო, სპორტსმენთა დაძაბულობა და შებოჭილი სრიალი ამით აიხსნება.
დღეს კი, მარიამ და გიორგიმ, Chosen One-ისა (ცნობილი ალბომიდან Valley Of Wolves) და ამერიკელი რიტმ-ენდ-ბლუზის შემსრულებლის, აშერის Yeah-ის ნაწარმოებებზე შექმნილ კომპოზიციაზე, მოკლე პროგრამა საკმაოდ თავდაჯერებულებმა შეასრულეს. კარგად გაართვეს თავი, რითმულ ცეკვაში შემავალ სავალდებულო ელემენტსაც „მიდნაით ბლუზს", რომელიც დღეს, აუცილებლად, ქუჩის ცეკვების სტილში უნდა შესრულებულიყო. სირთულე რაზეც, ძირითადი აქცენტი იყო გადატანილი, ნაბიჯების თანმიმდევრობაში მდგომარეობდა.
![]() |
![]() |
შეგახსენებთ, რომ სპორტული ცეკვები ფიგურული ციგურაობის სხვა დისციპლინებიდან რადიკალურად განსხვავდება, უპირველესად ტექნიკური მოთხოვნებითა და შეფასების კრიტერიუმებით. ფასდება სავალდებულო ცეკვის ელემენტები, რომელიც ყველა გამომსველელმა უნდა შეასრულო.
თუ, ქართული წყვილის 8 დღის წინანდელ და დღევანდელ გამოსვლას ამ ჭრილშიც შევაფასებთ, გუნდური ასპარეზობის შემდეგ, კაზაკოვა-რევიას წყვილს მსაჯებმა მცირედით, თუმცა, უკეთესი შეფასება მისცეს. მაგალითად, თუკი გუნდური ასპარეზობისას ჩვენებმა 64.60 (35.00 / 29.60) ქულა აიღეს, დღეს მათი შედეგი 67.08 (37.17 / 29.91) ქულა იყო. შესაბამისად, პეკინში ნაჩვენები შედეგი, 2.48 ქულით გააუმჯობესეს. სხვათა შორის წყვილმა, დღეს, პირადი რეკორდიც (66.95 ქულა) გააუმჯობესა. ფაქტია, რომ შეჯიბრებზე გამოსვლის პრაქტიკა, კაზაკოვა-რევიას წყვილზე, გარკვეული დროის შემდეგ, შედგეს აუცილებლად გამოიღებს.
![]() |
![]() |
დღეს კი, მთავარი იყო ჩვენები 17 ქვეყნის 23 გამომსვლელთაგან, იმ 20 წყვილს შორის მოხვედრილიყვნენ, რომლებიც უკვე, 14 თებერვალს, თავისუფალ პროგრამაში იასპარეზებენ და სპორტულ ცეკვებში მედლების მორიგი კომპლქეტისთვის იბრძოლებენ. ჩვენებმა დღეს, მე-8 ნომრად იასპარეზეს და მე-18 პოზიციაზე გავიდნენ. შესაბამისად, მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას (ჩვენის აზრით ყველაზე ხალისიანი და უკომპლექსო წყვილი პეკინში) დუეტი, თავისუფალ პროგრამაში, ყინულზე პირველ ჯგუფში გამოვლენ. მანამდე კი, ამ დისციპლინას, ფრანგები გაბრიელა პაპადაკისისა და გიიომ სიზერონის წყვილი ლიდერობს, 90.83 ქულით.
![]() |
![]() |

სეოკ-ის ფოტოები / ხატია ჯიჯეიშვილი





ჩვენ














