
პეკინიში, ზამთრის XXIV ოლიმპიადის მორიგ საასპარეზო დღეს, მედლების 5 კომპლექტი გათამადება. სპორტის ქართველი გულშემატკივრისთვის საინტერესო იყო შეჯიბრი გიგანტურ სლალომში, რომელშიც, ქართველო სოსო ჯაფარიძეც ასპარეზობდა.
Ice River-ზე ამ დღეს მონაწილეებს საკმაოდ მძიმე პირობებში, თოვლისა და ცუდი მხედველობის ფონზე მოუხდათ სრიალი. შესაბამისად პირველი ცდის შემდეგ, ასპარეზობას 35 მონაწილე და მათ შორის ჩვენი სოსო ჯაფარიძეც გამოეთიშა. ქართველმა ტრასის დასრულება ვერ მოახერხა. თუმცა, პირველი შუალედურის შემდეგ მისი ჩამორჩენა ლიდერთან +1.54 (17.56 სოსო დრო), მეორე შუალედურთან +4.99 (41.65) აჩვენებდა და ამ მომენტისთვის, ის 20-30 საუკეთესო შედეგს შორის დროს უჩვენებდა, თუმცა, ქართეველი ამის შემდეგ ტრასას გამოეთიშა.
ცდა კი, შვეიცარიელმა მარკო ოდერმატმა მოიგო (1:02.93), რომელიც აღნიშნული მომენტისთვის, ჯერ მხოლოდ მსოფლიო თასის მიმდინარე სოზონის (5 ეტაპი) ლიდერი იყო. ორი მცდელობის შემდეგ კი, მიუხედავად იმისა, რომ ოდერმტის დრო (1:06.42) მეორე შედეგი იყო, 24 წლის მოთხილამურემ, ორი დაშვების ჯამში (2:09.35) მოახერხა პეკინის ოლიმპიური თამაშების ოქროს მედლის მოგება.
მეორე დაშვებისასა კი, რომელიც თავდაპირველად 2 საათით გადაიდო, შემდეგ რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში განახლდა და ბოლოს ურთულეს პირობებში (თოვა, ნისლი) გაგრძელდა, რომელსაც ალბათ, მხოლოდ ძლიერი ქარი აკლდა, საუკეთესო შედეგი 1:05.83 სლოვენიელმა იან კრანიეცი აჩვენა, რომელმაც საბოლოოდ ვერცხლის მედალი მოიგო და ოლიმპიური თამაშების ახალ ჩემპინთან მისმა ჩამორჩენამ მხოლოდ, +1.19 შეადგინა. ბრინჯაოს მდელის მფლობელი კი, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი მატიო ფავრი, გახდა, რომელიც მეორე მდელობის შემდეგ, მხოლოდ მე-13 იყო, თუმცა ჯამში ოდერმატთან +1.34 წააგო.
და ბოლოს შეგახსენებთ, რომ დღეს, პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მედლები, მამაკაცთა შორის გიგანტურ სლალომში გათამაშდა. შეჯიბრში, 62 ქვეყნის 88 სპორტსმენმა აიღო სტარტი, თუმცა, ორი ცდის შემდეგ შედეგი, მხოლოდ, 46 სპორტსმენმა დააფიქსირა.
იხილეთ სრული ტექნიკური ოქმი
მომდევნო სტარტი, რომელშიც სოსო ჯაფარიძე მიიღებს მონაწილეობას 16 თებერვალს ჩატარდება. შეჯიბრი, Ice River-ზე, სლალომში გაიმართება.





ჩვენ








