
უეფა-ს ოფიციალურმა ვებ-გვერდმა, ფეხბურთზე შეყვარებულ ხალხს, 14 თებერვალს „ვალენტინობის საჩუქარი" გაუკეთა, რამეთუ გამოაცხადა, რომ ევროთასების 2021-2022 წლების ფინალურ მატჩებზე, ასეთი კი, ოთხი იქნება 30000 უფასო ბილეთს დაარიგებს. ბუნებრივია, ეს ბილეთები, ფინალურ მატჩებში მონაწილე გუნდების გულშემატკივრისთვის არის გათვლილი და ევროპის საფეხბურთო სახლიდან წამოსული კეთილი ნებაა, რომელიც ფეხბურთის მოყვარულებმა COVID კრიზის დროს, საკუთარი გუნდების მიმართ, ლოიალური ქომაგობისთვის დაიმსახურეს.
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგა: 10,000 უფასო ბილეთი (5,000 თითოეულ კლუბს)
UEFA-ს ევროპა ლიგა: 8,000 უფასო ბილეთი (4,000 თითოეულ კლუბს)
UEFA-ს ევროპის კონფერენს ლიგა: 6,000 უფასო ბილეთი (3,000 თითოეულ კლუბს)
UEFA-ს ქალთა ჩემპიონთა ლიგა: 6,000 უფასო ბილეთი (3,000 თითოეულ კლუბს)
გადაწყვეტილება, თავად უფეა-ს პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა გაახმოვანა. ამრიგად, ფინალში მონაწილე ყველა კლუბს უფლება ექნება, მათი გადმოსახედიდან ყველაზე ერთგილ გულშემატკივარს (მაგალითად ვინც ყველაზე მეტი ხანია ფლობს კლუბის თამაშების აბონემენტებს, დაესწრო ყველაზე მეტ გასვლით თამაშს და ა.შ.), თუმცა, აქვე, უეფა-ში განმარტავენ, რომ აღნიშნული ბილეთების გადაცემა კლუბის ოფიციალურ წარმომადგენლებზე, სპონსორებსა და პარტნიორებზე სასტიკად იკრძალება.
ამას გარდა, 2020 წელს არსებული ფასების შესანარჩუნებლად, უეფა-მ გაყინა მე-4 (70 ევრო) და მესამე (180 ევრო) კატეგორიის ბილეთები მამაკაცთა ჩემპიონთა ლიგის მომდევნო სამი ფინალისთვის 2022, 2023 და 2024 წლებია ნაგულისმები.
ამ გარემოებას უეფა შემდეგნაირად ხსნის: ორგანიზაციაში იციან, სპორტულ ღონისძიებებზე დასასწრები ბილეთების ფასების ზრდაზე, გამომდინარე ინფლაციური პროცესებიდან, რაც თავისთავად გულშემატკივარს აწვება. ამიტომაც მინიმუმ 3 წლის მანძილზე ისინი შეეცდებიან, ევროპაში, თუმცა, არა მხოლოდ ევროპაში, ყველაზე პოპულარული საკლუბო ტურნირის ფინალურ მატჩზე ფეხბურთია ფანების მხარეს დადგეს - ეს არის სიგნალი გულშემატკივრის მისამართით გაგზავნილი, რადგან თამაშზე დასწრება ყველამ მოახერხოს.
„გულშემატკივარი ფეხბურთისთვის სასიცოცლოდ მნიშვნელოვანია. ამ გზით, ჩვენ გვინდოდა გაგვეგო, თუ რა სირთულეებს გადააწყდნენ, ბოლო 2 წლის მანძილზე. რომლებიც, ამ სირთულეების მიუხედავად, მაინც ახერხებდნენ საყვარელი გუნდების მხარდაჭერას და თუნდაც, სტადიონებისან მოშორებით, საფეხბურთო ემოციით ცხოვრებას.
ფანებს, ფეხბურთის განვითარებაში არსებითი როლი აკისრია. ამიტომ ჩვენ უნდა ვუზრუნველყოთ, რომ ერთგულმა „მოგზაურმა" ქომაგებმა, მოახერხონ, საკუთარი კლუბების ისტორიულ მატჩებზე დასწრება, მისაღებ ფასად", - ამბობს ჩეფერინი.
2022 წლის ფინალური მატჩებთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, რომელსაც წელს, ევროპული ფეხბურთის სახლი პირველად განახორციელებს და ერთჯერადი ხასიათი ექნება (მხედველობაში 30000 უფასო ბილეთია) საკუთარ თავზე იღებს. აქვე დასძენს, რომ ეს ხარჯი, არ გამოიქვითება იმ თანხიდან, რომელიც კლუბებმა, აღნიშნულ ეტაპზე მონაწილეობისთვის უნდა მიიღონ.
ფოტო: @UEFA





ჩვენ








