საარბიტრაჟო სასამართლომ ვალიევა გამოუსწორებელი შედეგებისგან დაიცვა
საარბიტრაჟო სასამართლომ ვალიევა გამოუსწორებელი შედეგებისგან დაიცვა
14.02.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

„ჩემთვის საკმაოდ რთული დღეები იყო. არ მყოფნის ემოცია. მიხარია, მაგრამ ემოციურად დაღლილი ვარ. ამიტომ მხოლოდ სიხარულის ცრემლებით და პატარა წყენით შემოვიფარგლები. მაგრამ უპირობოდ, ბედნიერი ვარ, რომ ოლიმპიურ თამაშებზე ვიმყოფები. ვეცდები მაქსიმალურად, მომართულად, ვიასპარეზო. როგორც ჩანს, ეს იყო ერთ-ერთი ეტაპი, რომელიც უნდა გამევლო", - ამბობს კამილა ვალიევა, 15 წლის რუსი ფიგურული მოციგურავე, რომელმაც დღეს სპორტული საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება მოისმინა.

სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ (CAS), არ დააკმაყოფილა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC), ასევე WADA-სა და მოციგურავეთა საერთაშორისო კომიტეტის (ISU)  აპელაციები, რუსი მოციგურავისთვის სხვადსხვა შეჯიბრებში, დროებით მონაწილეობის შეჩერების შესახებ. შესაბამისად, 15 წლის მოციგურავეს, ხვალ, 15 თებერვალს და შემდეგ, 17 თებერვალს ნება დართეს, ქალთა ერთეულთა თანრიგში, ჯერ მოკლე პროგრამაში, შემდეგ კი, თავისუფალში იასპარეზოს.


 „ISU-მ მხედველობაში მიიღო სასამართლოს გადაწყვეტილება და მას პატივს სცემს. კერძოდ, ის, რომ ვალიევასთვის დროებით შეჯიბრებიდან ჩამოშორება გაუქმებულია", - აცხადებენ აღნიშნულ ორგანიზაციაში.


შეგახსენებთ, რომ WADA-მ, რუს მოციგურავეს, დიპინგის მიღებაში ბრალი, რუსეთის ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ, 25 დეკემბერს აღებული სინჯების საფუძველზე დასდო და როგორც ოლიმპიური თამაშებიდან, რუსეთის ანტიდოპინგური სააგენტოს მოთოვნის საფუძველზე, ასევე, უახლოესი შეჯიბრებიდან კამილა ვალიევას მოხსნა მოითხოვა.




დოპინგის საერთაშორიოს სააგენტომ 11 თებერვალს განაცხადა, რომ ფიგურულ ციგურაობაში, გუნდური შეჯიბრის დაჯილდოების ცერემონია, ვალიევას დოპინგ-დადებითი ტესტის გამო იყო გადატანილი. მოგვიანებით, ცნობილი გახდა რომ ტესტი 25 დეკემბერს, რუსეთში გამართული შეჯიბრის მეორე დღეს იყო აღებული და 8 თებერვალს რუსეთის ანტიდოპინგურმა სააგენტომ ვალიევას ოლიმპიურ და სხვა შეჯიბრებში მონაწილეობა დროებით აუკრძალა. ვალიევამ, ეს გადაწყვეტილება საარბიტრაჟო სასამართლოში მომდევნო დღესვე გაასაჩივრა. დღეს კი, საარბიტრაჟომ, სპორტსმენის სასრგებლო გადაწყვეტილება გამოიტანა.


„ოლიმპიურ თამაშებში სპორტსმენის არმონაწილეობა, ამ ვითარებაში, მას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ძალზედ შეზღუდულ ფაქტებზე დაყრდნობით, მთელი რიგი შესაბამისი იურიდიული საკითხების შესწავლის შემდეგ, CAS-მ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სპორტსმენისთვის შეჯიბრებში მონაწილეობაზე დროებით უარის თქმა არაა მიზანმიმართული მთელი რიგი გამონაკლისი გარემოებების გამო. სპორტსმენი წარმოადგენს „დაცულ პიროვნებას" მსოფლიოს ანტიდოპინგური კოდექსის შესაბამისად", - ნათქვამია საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.


CAS-მა მხედველობაში მიიღო, რომ ვალიევას გვიან შეატყობინეს დოპინგ-ტესტის დადებითი პასუხი, რამაც სპორტსმენს შეუქმნა მთელი რიგი სერიოზული პრობლემები. ამ მომენტში საარბიტრაჟო სასამართლომ, ვალიევას ზამთრის ოლიმპიური თამაშების ქალთა ერთეულთა თანრიგში ასპარეზობის უფლება მისცა. თუმცა, გუნდური დაჯილდოების შესახებ, გადაწყვეტილება არ მიუღია.




დოპინგ-სკანდალამდე ერთი დღით ადრე, 7 თებერვალს, რუსეთის ფიგურული ციგურაობის გუნდი, პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული გახდა. რუსეთის გუნდში, კამილა ვალიევა (ქალთა ერთეულთა თარნრიგი), მარკ კონდრატიუკი (მამაკაცთა ერთეულთა თანრიგი), ანასტასია მიშინა და ალექსანდრ გალიამოვი (სპორტული წყვილები), ასევე,  ვიქტორია სინიცინასა და ნიკიტა კაცალაპოვი (სპორტული ცეკვები) ასპარეზობდნენ.


„ყველა სპორტსმენისა და ეროვნული ფედერაციების მიმართ სამართლიანობის გათვალისწინებით, არ მიგვაჩნია მართებულად, 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების დროს,  პეკინში, გუნდური შეჯიბრის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია ჩავატაროთ. რამეთუ, იქ იქნება სპორტსმენი, რომელსაც ერთის მხრივ А დადებითი ტესტი აქვს და მეორეს მხრივ, ანტიდოპინგური დანაშაულის საკითხი, კვლავაც დაუგდენელი", - ამბობენ ორგანიზატორები, რომლებიც სოკ-თან შეთანხმებით,  გუნდური გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიის ჩატარებას აღარ აპირებენ.




კამილა ვალიევა, რომელიც მოსკლოვში, ეთერ თუთბერიძესთან ვარჯიშობს, რუსეთისა და ევროპის მოქმედი ჩემპიონია. მას ეკუთვნის სამი მსოფლიო რეკორდი: მოკლე პროგრამაში (90,45 ქულა), თავისუფალ პროგრამაში (185,29)  და ორი დისციპლინის ჯამში (272,71). სხვათა შორის, რუსეთის ფიგურული ციგურაობის სამზარეულოში ჩახედულთათვის, წესით არ უნდა ყოფილიყო მოულოდნელი საქმის ასეთი შემოტრიალება, რამეთუ, რუსული მედიის მთელი რიგი წარმომადგენლები, უკვე რამდენიმე წელია ცდილობენ, თუთბერიძისა და მისი შეგირდების დისკრიმინაციას.



ფოტო: © ვალერი შარუფურინი /ТАСС