
ჩინურ Ice River-ზე დღეს, ზამთრის ოლიმპიური თამაშების მედლების მორიგი კომპლექტი გათამაშდა. 88 სამთო-მოთხილამურემ და მათ შორის სოსო ჯაფარიძემ, ამჯერად სლალომში აიღო სტარტი. განსხვავებით წინა, დისციპლინიდან, რომელიც უამინდობისა და ცუდი ხილვადობის პირობებში ჩატარდა, ამჯერად ამინდი, მოთხილამურეებისთვის პრობლემა არ ყოფილა.
მიუხედავად ამისა, პირველი მცდელობის შემდეგ, 211 მეტრიანი დისტანციის დასრულება მხოლოდ 52-მა სპორტსმენმა მოახერხა. სოსო ჯაფარიძემ, რომელიც სტარტზე 66-ე გავიდა, პირველ დაშვებას 1:02.02 წუთი მოანდომა, რაც საბოლოოდ 41-ე შედეგი აღმოჩნდა. პირველი მცდელობის შემდეგ, ჯაფარიძე ლიდერს, ავსტრიელ იოჰანეს შტროლცს (53.92) +8.10 მეასედით ჩამორჩა.
![]() |
![]() |
სხვათა შორის, პირველი ცდის დროს, უშუალოდ ჯაფარიძის გამოსვლის წინ, ასპარეზობას, ზედიზედ 5 სპორტსმენი გამოეთიშა. საერთო ჯამში, ეს რიცხვი 2 ათეულს აღემატებოდა. თუმცა, უფრო საინტერესო ის გარემოება იყო, რომ შეჯიბრის სტარტზევე, სლალომში მსოფლიო თასის ეტაპების სათავეში მდგომი ნორვეგიელი ლუკას ბროტენი გამოაკლდა და მას არც ტოპ რეიტინგის მომდევნო ნომერი ავსტრიელი მანუელ ფელერი (რომელის გვარის გასწვრივაც, თავისი სწრაფი და აგრესიული სრიალის გამო, მსოფლიო თაისის მიმდინარე გათამაშებაზე უკვე ორჯერ ეწერა DNF (did not finished)) ჩამორჩა, ისევე, როგორც შვედი კრისტოფერ იაკობსენი. FIS-ის ოფიციალური გვერდი, დღევანდელ სტარტამდე კიდევ სხვა 3 სპორტსმენთან ერთად, სწორედ ამ სამეულს უქადდა გამარჯვებას. შესაბამისად, პირველი ცდის დასრულების შემდეგ, რთული იყო გეწინასწარმეტყველა თუ, ვინ მოიგებდა ორი დაშვების ჯამში პეკინის ოქროს.

ჯაფარიძემ, მეორე მცდელობაში, 1 წუთიანი დროიდან „გამოსვლა" მოახერხა. აშკარად, უფრო დაჯერებულად ისრიალა და ამ ცდაზე 55.87 წამი უჩვენა, რამაც, დაშვებაში 30-ე ადგილზე გაიყვანა. გალო, ცდის ლიდერს, ფრანგ ნოელ კლემანს, რომლის დროც 49.79 წამი იყო და ორი ცდის ყველა დაშვებაშის საუკეთესო დროც, მხოლოდ +6.08 წამით ჩამორჩა. სხვათა შორის, გალომ, 2006 წლის ტურინის ზამთრის ოლიმპიადაზე იასონ აბრამაშვილის მიერ ნაჩვენები შედეგი გაიმეორა. იმ წელს ქართველმა სლალომში 32-ე ადგილი აიღო.
„ვფიქრობ, მეორე ცდა კარგად ვიარე, 9 მონაწილეს გადავუსწარი, თუმცა ცოტა მაინც დამაკლდა 30-ეულამდე. მიუხედავად დაბრკოლებებისა, მაინც დადებითად შევაფასებ ჩემს გამოსვლას", - ამბობს გალო.

თუმცა, ორი დაშვების ჯამში, ქართველმა, მხოლოდ 32-ე შედეგი დააფიქსირა 1:57.89-ით და პეკინის ოლიმპიური თამაშების ჩემპოიონს, ნოელ კლემანს (1:44.09) +13.80 მეასედით ჩამორჩა. სხვათა შორის, ამ ცდის დროს, სტარტზევე ტრასიდან გავიდა ავსტრიელი მიხაელ მატიც, ზამთრის XXIII ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი, რომელიც პირველი დაშვების შემდეგ, 10 საუკეთესოს შორის იყო და ამჯერადაც, ერთ-ერთი ოლიმპიური მედლის კანდიდატად ითვლებოდა.
და ბოლოს, როგორ უკვე გითხარით, სლალომში სტარტი 88 მონაწილემ აიღო. პირველი ცდის შემდეგ, ასპარეზობას 36 მოთხილამურე გამოაკლდა, მეორე დაშვებისასა 6, ერთმა კი, დისკვალიფიკაცია მიიღო.

პეკინი 2022, მამაკაცთა შორის სლალომი, სრული ოქმი
სეოკ-ის ფოტოები / ხატია ჯიჯეიშვილი





ჩვენ










