
თბილისის „ოლიმპიკი" 18, 19 და 20 თებერვალს, წყალბურთში ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს უმასპინძლებს. კერძოდ, თბილისში, B ჯგუფის თამაშები ჩატარდება, სადაც ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურის მოსაპოვებლად საქართველოს, ბელარუსის, პოლონეთისა და სლოვაკეთის ეროვნული ნაკრებები იბრძოლებენ.
ტურნირამდე, ბოლო ღია ვარჯიში, რომელსაც ქართული გუნდი გამართავს, „ოლიმპიკზე", ხვალ 17:30 საათზე ჩაატდება. მანამდე კი, საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩვენს ხელთ არსებული იფორმაიციით 14 წყალბურთელის შემადგენლობით ვარჯიშობს. გუნდთან ერთად არიან, ლეგიონერები ხვიჩა ჩახაია, ფაბიო ბარალდი, ბორის ვაპენსკი და ნიკა შუშიაშვილი. თუმცა, ჩვენი გუნდის საბოლოო 13 კაცს, ქართველთა მთავარი მწვრთნელი დეიან სტანოიევჩი, მხოლოდ თამაშის დღეს დაასახელებს. პირველ შეხვედრას კი, საქართველოს ნაკრები, 18 თებერვალს, 19:30 საათზე ბელარუსის წინააღმდეგ გამართავს.
B ჯგუფის მატჩების სრული განრიგი
18.02.2022
17:30 პოლონეთი -სლოვაკეთი
19:30 საქართველო- ბელარუსი
19.02.2022
17:00 ბელარუსი-სლოვაკეთი
19:00 საქართველო-პოლონეთი
20.02.2022
10:00 პოლონეთი-ბელარუსი
12:00 საქართველო-სლოვაკეთი
აქვე შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფიდან 2 გუნდი გადის. წარმატების შემთხვევაში კი, საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ზედიზედ მეხუთედ იასპარეზებს.





ჩვენ








