საქართველოს თასი 2022
საქართველოს თასი 2022
16.02.2022
ავტორი: მამუკა აფციაური

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, დღეს, საქართველოს საკალათბურთო თასის 2022 წლის გათამაშება დაიწყო. ტურნირში, რომელიც ეპიდვითარებიდან გამომდინარე შეცვლილ ფორმატით მიმდინარეობს, კერძოდ კი, 1/8 და 1/4 ფინალური სერიები 1 მატჩამდე  არის შემცირებული, სუპერლიგის თერთმეტივე გუნდი  და „ა" ლიგის 5 წარმომადგენელი მონაწილეობს.


დღეს, 16 თებერვალს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 1/8 ფინალური სერიის 3 მატჩი ჩატარდა და შესაბამისად, სამი ¼-ფინალისტიც გაირკვა. "ტიტებმა", რომელმაც 2021-2022 წლების სეზონის სასტარტო ტურნირი მოიგო და დუდუ დადიანის მემორიალის გამარჯვებული გახდა, ამჯერად, საქართველოს თასის გათამაშებას, საწყის ეტაპზევე გამოეთიშა.


„ცხუმ-აფხაზეთი" - „დინამო"    91-83

„მეგა" - „ტიტები"    85-79

„ოლიმპი" - „კავკასია" („ა" ლიგა)   93-63


ხვალ, 17 თებერვალს,  თასის გათამაშები კიდევ სამი შეხვედრა ჩატარდება. თბილისში, „ვერა" - „მგზავრებთან" გაარკვევს ურთიერთობას,  თსუ კი, „ორბს" („ა" ლიგა) დაუპირისპირდება. მატჩები, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდება. ქუთაისის სპორტის სასახლეში კი, კოტე ტუღუშის „ქუთაისი", „ა" ლიგის წარმომადგენელს გთსუ-ს მიიღებს.


1/8 ფინალური მატჩები რუსთავსა და ბათუმში დასრულდება, სადაც, „რუსთავი" - „კაკტუსს", „ბათუმი" კი, „ა" ლიგის კიდევ ერთ წარმომადგენელს, „მარგვეთს" შეხვდება.


მატჩების ლაივ-ტრანსლაციიის ხილვა, ტრადიციულად, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის არხით იქნება შესაძლებელი http://gbf.ge/tournament/georgian-cup/schedule