გუბანოვა თავისუფალ პროგრამაში კვლავ მე-10 იყო, თუმცა, ორი სახეობის ჯამში მე-11 აღმოჩნდა
გუბანოვა თავისუფალ პროგრამაში კვლავ მე-10 იყო, თუმცა, ორი სახეობის ჯამში მე-11 აღმოჩნდა
17.02.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ალბათ, სპორტის ქართველ გულშემატივარს, კარგა ხანი მოგვიწევს შეგუება, რომ ფიგურულ ციგურაობაში, მსაჯები ქულებს, ქვეყნების სიდიდით, ტექნოლოგიურად ლიდერ, ან პოლიტიკურ რუკაზე, ამა თუ იმ სახელმწიფოს სტრატეგიული განლაგების მიხედვით, უფრო მიანიჭებენ, ვიდრე, კონკრეტულ სპორტსმენებს, კონკრეტულ შეჯიბრში გამოსვლით. ყოველ შემთხვევაში, დღეს, პეკინში მიმდინარე ოლიმპიური თამაშებზე, ქალთა ერთეულთა თანრიგში, მსაჯებმა ერთი ამერიკელისა და ერთი ბელგიელის გამოსვლა, სწორედ, ამ კრიტერიუმით უფრო განსაჯეს, ვიდრე, კონკრეტულ დღეს, თავისუფალ თუმცა, მანამდეც, მოკლე პროგრამის  შესრულების შემდეგაც, რეალობიდან გამოვიდნენ. ყოველ შემთხვევაში, ის „შეცდომა", რაც მოკლე პროგრამის დროს, ამერკიელი ბელის საზიანოთ „გაეპარათ", დღეს, ნამდვილად „ამოიღეს". თუმცა, ამას გარდა,  ორივე დისციპლინაში, კიდევ ერთი სპორტსმენის სასარგებლოდ, ბელგიელის წონამ, საქართველო აშკარად დაქაჩა.




ასეა თუ ისე, პეკინის 2022 წლის ოლიმპიურ თამაშებზე დღეს, საქართველოს წარმომადგენელმა ანასტასია გუბანოვამ, ქალთა ერთეულთა თანრიგის თავისუფალ პროგრამაში, ღირსეულად იასპარეზა. საერთო ჯამში, „ნასტია გუბანჩიკმა" ორივე დისციპლინაში, ყველა ზემოთხსენებული კრიტერიუმების გათვლით, მაინც მოახერხა სტაბილურად მე-10 ადგილის დაკავება. თუმცა, ორი დისციპლინის ჯამში, არც თუ მიკერძოვებული და ყოველგვარი შეჯიბრობითობის შინაარსიდან ამოვარდნილი მსაჯობის გამო, სატურნირო ცხრილში, 200.98  ქულით, მხოლოდ მე-11 აღმოჩნდა. თუმცა, ამ მომენტში ხმასაც ვერ ამოვიღებთ, რადგან საქართველო, საწმუხაროდ, სპორტის ამ სახეობაში ის გამონაკლისია, რომელსაც თანამედროვე სტანდარტების ერთი  საციგურაო დარბაზიც (თუნდაც სავარჯიშო) კი არ აქვს. შესაბამისად, ჩვენი სპორტსმენები მიმართ, მსაჯების ეს დამოკიდებულებაც ამ პრობლემის მოგვარებამდე, დიდი ალბათობით, გაგრძელდება.




თუმცა, ეს გარემოება, ქართულ გუნდს, რომელიც წელს პეკინში, საკმაოდ კარგად ასპარეზობს ყურების ჩამოყრის უფლებას არ აძლევს. თუნდაც, იმიტომ, რომ ამ ერთმა ოლიმპიურმა თამაშებმა, სპორტის ამ ლამაზ სახეობას ძალიან ბევრი ქართველი ქომაგი შემატა.


„ვაპირებ დიდხანს ვისრიალო. ვერ ვიტყვი რამდენი ხანი, მაგრამ იქამდე, სადამდეც მომინდება. მითუმეტეს, რომ საქართველომ მე ამის გასაკეთებლად მეორე სიცოცხლე მომცა", - თქვა ოლიმპიურ თამაშებამდე, ნასტია გუბანოვამ და მართლაც, სანქტ-პეტერბურგში დაბადებული 19 წლის მოციგურავე, ცდილობს მასზე გაცემული თამასა არ დასწიოს.




თავისუფალი პროგრამა კი გუბანოვამ, პოლონელი კომპოზიტორის აბელ კორჟენევსკის ნაწარმოებების Letters-სა და Charms-ის თანხლებით შეასრულა და 12 სავალდებულო ელემენტში საერთო ჯამში, 10 ნახტომი შეასრულა (კასკადი სამმაგი ლუტცი + სამმაგი ტულუპი, ორნახევარი აქესლი, სამმაგი სალხოვი, სამმაგი რიტბერგერი, სამმაგი ფლიპი +სამმაგ ტულუპთან, სამმაგი ფლიპი+ორმაგი ტულუპი+ორმაგი ტულუპი, ორნახევარი აქსელი). საქართველოს წარმომადგენლის მსუბუქ სრიალს, ძალიან მოუხდა ნახტომ ტრიალი მერცხალში, კომბინირებული ტრიალი ფეხის ცვლით, ნაბიჯების თანამიმდევრობა და პროგრამის ბოლოს, უკან გადახრილი ტრიალი. თუმცა, პანელმა სამი ელემენტი  მე-7, მე-8 და 12-ე მაინც გააყვითლა და გადახედვაზე გადააგზავნა. საბოლოო კი, გუბანოვას მიერ ნაჩვენები 71.25 ქულიდან, 70.06  დატოვა.  კომპონენტებში, მსაჯებმა ჩვენი გოგოსთვის, მხოლოდ 65.52 ქულა გაიმეტეს. თავისუფალ პროგრამაში კი, გუბანოვამ 135.58 ქულით, მე-10 ადგილი დაიკავა.




ნასტიამ, სატურნირო ცხრილში, მასზე ზედა სამ საფეხურზე მდგომ მოციგურავეებს, ტექნიკური მაჩვენებელბით საგრძნობადაც გადაასწრო, თუმცა, შეფასების პროგრამული კომპონენტებით (სადაც მსაჯების მანიპულაცია უფრო მარტივია) დაიჯაბნა. რაც კიდევ ერთხელ დავაფიქსირებთ, თუნდაც, როგოც ჩვენს სუბიექტურ შეხედულებას, აშკარად ამოვარდნილი იყო, შეჯიბრობითობის პრინციპიდან.




მედლებისთვის ბრძოლა კი, როგოც მოსალოდნელი იყო რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის სამ წარმომადგენელს შორის გაჩაღდა. ალექსანდრა ტრუსოვამ, დღევანდელ დღეს, პირველმა მოახერხა ტექნიკურ პანელზე 108.70 ქულა აენთო, თუმცა, მისი 5 ცალი ოთხმაგი ბრუნიდან, პანელმა რამდენიმეს გადახედა და შედეგი 106.16 ქულამდე დაიყვანა. აი, საერთო შეფასებით კი, ტრუსოვამ 177.13 ქულა დაიმსახურა. რაც თავისუფალ პროგრამაში საუკეთესო აღმოჩნდა, თუმცა, რუსმა, მხოლოდ მეორე ადგილი დაიკავა, სხვა რუსის შემდეგ, რომელიც არა კამილა ვალიევა, არამდენ ანა შერბაკოვა იყო. შერბაკოვამ, რომელიც მოკლე პროგრამის შემდეგ, მეორე საფეხურზე იყო, თანამემამულესგან განსხვავებით, აქცენტი უფრო მხატვრულ მხარეზე გააკეთა და ტექნიკურ ელემენტებთანაც თანაბრად გააზავა, რამაც შედეგი გამოიღო. დღეს, მიღებული 175.75 ქულის მიუხედავად, მან ორჭიდში ტრუსოვას გადასწრება მოახერხა. ერთად-ერთი, ვისაც შერბაკოვასთვის ხელის შეშლა შეეძლო, სწორედ, კამილა ვალიევა იყო, რომელიც ყველაზე ბოლო ასპარეზობდა. თუმცა, როგორც ჩანს დოპინგ-სკანდალში გახვეულმა 15 წლის სპორტსმენმა, ფქისოლოგიურად ბოლომდე ვეღარ გაქაჩა და დღეს, მინიმუმ ბოლო 6 თვის განმავლობაში, ყველაზე ცუდად ისრიალა.  ჰქონდა ბევრი წუნი და დაცემა, რაც შედეგზეც აისახა. ის, თავისუფალ პროგრამაში, მე-5 ადგილს დასჯერდა, ორი პროგრამის ჯამში კი, მხოლოდ მე-4 ადგილზე გავიდა. ამ „გაუგებრობაში" კი, იაპონელმა კაორი საკამოტომ ისარგებლა, რომლისთვისაც ალბათ, პეკინის ბრინჯაო, ჰიმალაების „კა-ორის" დალაშქვრის ტოლფასიც იყო.  



სეოკ-ის ფოტოები / ხატია ჯიჯეიშვილი