ეთერ ლიპარტელიანმა თბილისის გრან სლემის წინ თელ-ავივში ივარჯიშა
ეთერ ლიპარტელიანმა თბილისის გრან სლემის წინ თელ-ავივში ივარჯიშა
17.02.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ქართველო ძიუდოისტებიდან, მხოლოდ ეთერ ლიპარტელიანმა მოახრეხა დღეს, თელ-ავივის გრან სლემზე ფინალურ ბლოკში ეასპარეზა და ვერცხლის მედალი მოეგო. ფინალში, -57კგ წონით კატეგორიაში ქართველი სპორტსმენი ფრანგ პრისილა გენტოს შეხვდა და სამი შიდოთი, დამარცხებულად გამოხცადდა. თუმცა, აქ ცოტა, ალბათ მსაჯის „კომპეტენციაც" გასათვალისწინებელია.


ასე თუ ისე, ლიპარტელიანმა თელ-ავივის გრან სლემზე, რომელმაც დღეს აიღო სტარტი და 19 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება, ქართული გუნდის ყულაბაში პირველი მედალი, ჯერ, მხოლოდ ვერცხლის, ჩადო. ასპარეზობა კი, ეთომ მეორე წრიდან დაიწყო. თავდაპირველად იტალიელი მარიამ ბოი დაამარცხა, შემდეგ, ბრაზილიელი ტაიანე ლემოსიც მიაყოლა, ჯგუფი მოიგო და 1/2 ფინალში ფრანგ ფაიზა მოკდარს შეხვდა. ეთომ, მიუხედავად იმისა, რომ 2 შიდო ჰქონდა, მაინც მოახედხრა ერთი ვაზარის აღება და ფინალში გასვლა.




რადგან გოგონებს შევეხეთ, გეტყვით, რომ დღესვე, -52კგ წონით კატეგორიაში, მარიამ ჯანაშვილმაც დაიწყო ასპარეზობა თუმცა, ქართველი, პირველივე წრეში, მელისა ჰურტადო-მუნოსთან სამი შიდოთი დამარცხებულად სცნეს.


თელ-ავივის გრან სლემზე დღეს საქართველოს კიდევ სამმა წარმომადგენელმა იასპარეზა.


-66კგ წონით კატეგორიაში, პირველივე წრეში გამოეთიშა ასპარეზობას ლაშა ნადირაძე. ქართველი, ტურნირის მასპინძელ ტალ ფლიკერს შეხვდა და სამი შიდოს გამო, ისიც დამარცხებულად სცნეს.


იპონით წააგო, პირველივე წრეში, -60კგ კატეგორიაში, ირაკლი კუპატაძემ. ჩვენებური, უზბეკ მირზოჰიდ მაჰამოდჯონავთან დამარცხდა. ხელმოცარული გამოდგა, ისრაელში მიმდინარე ტურნირი, ამავე წონით კატეგორიაში მოასპარეზე თემურ ნოზაძისთვისაც, რომელმაც ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო, თუმცა, ყაზახი ბაირჟან ნარბაევის ბარიერი ვერ დაძლია.


ხვალ, 18 თებერვალს თელ-ავივის გრან სლემის მეორე დღეს ჩვენები მორიგ წონით კატეგორიებში იასპარეზებენ:

-73კგ ფრიდონ გიგანი და გიორგი ჩიხელიძე

-81კგ ვლადიმერ ახალკაცი და ლევან გუგავა


ფოტო: © Di Feliciantonio Emanuele