
ილიას ზუროსმა, თებერვლის სანაკრებო ფანჯრისთვის ეროვნული საკალათბურთო ნაკრების შემადგენლობა დაასახელა. ტრავმის გამო გამოწვეული იძულებითი შესვენების შემდეგ, ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ სათამაშოდ, დაბრუნდა და გუნდთან ერთად იქნება დუდა სანაძე. თუმცა, საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარება თორნიკე შენგელია. თუმცა, ისევე, როგორც ოკეანის გადაღმა მყოფი ჩვენი ლეგიონი. არ იქნებიან არც ბექა ბურჯანაძე, ალექსანდრე ფევაძე, გიორგი ტურძილაძე.
ამ მოცემულობაში, ზუროსის განკარგულებაში რჩება 16 კალათბურთელი.
გამთამაშებლები: თად მაკფადენი, ლუკა მაზიაშვილი, გივი ბაქარძე, ოთარ ფხაკაძე
მსუბუქი ფორვარდები: დუდა სანაძე, კახა ჯინჭარაძე, მერაბ ბოქოლიშვილი, ნიკა გაფრინდაშვილი, ნიკა ჩეჩელაშვილი
ფორვარდები: ვლადიმერ თავაქარაშვილი, მიხეილ ბერიშვილი, გიორგი კორსანტია, აკაკი დვალიშვილი, ბექა ბექაური
ცენტრი: ილია ლონდარიძე, გიორგი შერმადინი

სწორედ, ამ მოთამაშეთაგან შეირჩევა ის 12-12 კალათბურთელი, რომლებიც ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს ჯერ თბილისში, 24 თებერვალს, შემდეგ კი, სკოპიეში 27 თებერვალს, მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩებში დაუპირისპირდებიან. მხოლოდ 3 ლეგიონერითა და ეროვნულ ჩემპიონატში მოასპარეზე 13 მოთამაშის იმედად, ზუროსი მორიგი, ავანტიურის მოლოდინში, გუნდის შეკრებას 19 თებერვლიდან დაიწყებს და თამაშებისთვის, თბილისის სპორტის სასახლეში მოემზადება.
შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში 2 მატჩი უკვე გამართა. 2021 წლის 26 ნოემბერს თბილისში, უკრაინას სძლია ანგარიშით 88-83, ხოლო 29 ნოემბერს, გასვლით მატჩში ესპანეთთან 61-89 დამარცხდა. ჩვენი ნაკრები G ჯგუფში მე-2 ადგილზეა და ჯგუფის დარჩენილ 4 მატჩში მაქსიმალურად მეტი გამარჯვების მოპოვება სჭირდება, რათა მეორე ჯგუფურ ეტაპზე რაც შეიძლება მეტი ქულა გადაჰყვეს. მოგეხსენებათ, ფიბა-ს მიერ შემოთავაზებული ფორმატის თანახმად, ჯგუფებში თამაშები ორ წრედ (შინ და სტუმრად) ტარდება, რის შემდეგაც, თითოეულ ჯგუფიდან 3 საუკეთესო (ჯამში 24 ნაკრები) მეორე ეტაპზე გავა.





ჩვენ








