
თელ-ავივში მიმდინარე გრან სლემის მეორე საასპარეზო დღე, წარუმატებელი გამოდგა ქართული გუნდისთვის. ჩვენები, ორ წონით კატეგორიაში ოთხი სპორტსმენით იყვნენ წარმოდგენილნი, თუმცა, მათ ბადეში, მაქსიმუმ მეორე წრეში იასპარეზეს და შესაბამისად, ვერც მედლებისთვის ბრძოლაში ჩაერთვნენ.
-73კგ წონით კატეგორიაში ფრიდონ გიგანი და გიორგი ჩიხელიძე ასპარეზობდნენ. გიგანი ავსტრიელ ლუკას პიეტერთან, პირველივე წრეში დამარცხდა. ჩიხელიძემ კი, პირველ შეხვედრაში, მასპინძელი იდო ლევინი, სამი შიდოთი დაამარცხა. მომდევნო შეხვედრაში კი, ყაზახ ჟანსაი სმაგულოვთან, ე.წ. გოლდენ სქორში, ვაზარით დამარცხდა.
ორი წარმომადგენელი გვყავდა დღეს, -81კგ წონით კატეგორიაში. ლევან გუგავა, პირველივე წრეში, იპონით დამარცხდა მონღოლ ერდენებაიარ ბატზაიასთან. ვლადიმირ ახალკაცი კი, უკრაინის სახელით მოასპარეზე ჰევორჰ მანუკიანს შეხვდა და დაამარცხა, თუმცა, მომდევნოში დაპირისპირებაში, ავსტრიის სახელით მოასპარეზე შამილ ბორჩაშვილთან უკვე, თავად დამარცხდა.
ხვალ, თელ-ავივის გრან სლემის ბოლო საასპარეზო დღეა. 19 თებერვალს, ტატამზე, საქართველოს 6 წარმომადგენელი არის დარეგისტრირებული.
+78 სოფიო სომხიშვილი
-90კგ უშანგი მარგიანი
-100კგ სულამანიძე ილია, ონისე სანებლიძე
+100კგ გურამ თუშიშვილი, ონისე ბუღაძე
ჩევნი სპორტსმენების ჩამონათვალიდან გამომდინარე, ხვალ ისრაელში, მედლების მოგების იმედი ნაღდად უნდა გქვონდეს. შეახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის, ჩვენი გუნდის სათვალავში, ერთად-ერთი მედალი, ვერცხლი, ეთერ ლიპარტელიანმა მოიგო.





ჩვენ








