
დღეს, ბაკურიანში, სტარტი აიღო ევროპის თასის 2022 წლის გათამაშების ეტაპმა, სნოუბორდის პარალელურ გიგანტურ სლალომში (PGS). შეჯიბრი ჩატარდა როგორც მამაკაცთა, ასევე ქალთა შორის. როგორც ჩვენი გვერდი უკვე იუწყებოდა, ბაკურიანის ეტაპში მონაწილეობის მისაღებად, საქართველოში პეკინის 2022 წლის ოლიმპიური თამაშების მოქმედი ჩემოპიონი აღნიშნულ სახეობაში, 36 წლის ავსტრიელი ბენჟამენ კარლი (იხილეთ ექსკლუზიური იტერვიუ) ჩამოვიდა.
სპორტსმენმა, დააანონსა, რომ ოლიმპიადის შემდეგ, ის აღნიშნული სტარტისთვის არ იყო სათანადოდ მომზადებული და დღევანდელ დაშვებაშიც, გერმანელი სტეფან ბაუმეისტერისგან ელოდა ყველაზე დიდ კონკურენციას. თუმცა, კარლიც და ბაუმეისტერიც, 26 წლის შვეიცარიელმა, დარიო კავიეზელმა ჩამოიტოვა. დღევანდელი დღის შემდეგ, მამაკაცთა შორის სამეულიც ასეთი თანმომდევრობით გამოიყურება:
1. დარიო კავიეზელი (შვეიცარია)
2. ბენჟამინ კარლი (ავსტრია)
3. სტეფან ბაუმეისტერი (გერმანია)

მამაკაცთა შორის, 9 ქვეყნის (შვეიცარია, ავსტრია, გერმანია, იტალია, რუსეთი, უკრაინა, პოლონეთი, ირლანდია, საქართველო) 29 სპორტსმენი დარეგისტრირდა. თუმცა, სტარტზე, მხოლოდ 28 გავიდა. მათგან ერთი, რუსეთის წარმომადგენელი ფინიშამდე ვერ მივიდა. საქართველოს წარმომადგენელმა, 36 წლის რევაზ ნაზღაიძემ კი, საბოლოოდ, 26-ე შედეგი დააფიქსირა.
შეჯიბრის სრული ოქმი
რაც შეეხება ქალთა ასპარეზობას, 2015 წლის მსოფლიოს ჩემპიონი ავსტრიელი კლაუდია რიგლერი, დღის ბოლოს, მხოლოდ, 22-ე ადგილზე აღმოჩნდა. 28 მონაწილეს შორის კი საუკერთესო, დღეს, ისევე როგორც მამაკაცთა შორის, აქაც, შვეიცარიელი ჯენი ლადინა იყო.
ქალთა სამეული კი, დღევანდელი საასპარეზო დღის შემდეგ, ასე გამოიყურება:
1. ჯენი ლადინა (შვეიცარია)
2. მილენა ბიკოვა (რუსეთი)
3. საბინა შოფმენ (ავსტრია)
შეჯიბრის სრული ოქმი

სხვათა შორის, ბაკურიანის ეტაპზე 2017 წლის PGS-ის მოსფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული და პეკინის 2022 წლის ოლიმპიური თამაშებსი ვერცხლის მედალოსანი დანიელა ულბინგი უნდა გამოსულიყო, თუმცა, სპორტსმენმა, როგორც ჩანს ოლიმპიური სტარტის შემდეგ, ბაკურიანის ეტაპის გამოტოვება გადაწყვიტა.
ხვალ, ბაკურიანში, ასპარეზობის მორიგი დღეა.
საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ფოტოები





ჩვენ








