
საქართველოს გაუმარჯოს! - შეფასების მოლოდინში მყოფი ლუკა ბერულავას ეს რეპლიკა, ალბათ, დღეს ბევრმა გაიგო. თუმცა, სპორტულ წყვილებში, 17 წლის კარინა საფინასთან ერთად მოასპარეზე 19 წლის ქართველმა მეწყვილემ, პეკინის Capital Indoor Stadium-ზე წარმატებული გამოსვლის აღნიშვნა, თავისუფალი პროგრამით გათვალისწინებული 11 ელემენტიდან, ბოლოს, კომბინირებული ტრიალის შესრულებისას დაიწყო.

პეკინის 2022 წლის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს წარმომადგენლებმა ასპარეზობა დაასრულეს. ახლა, ჩვენი გუნდიდან, მხოლოდ ერთი წევრი, ქართველთა ერთ-ერთი მედროშე, ფიგურული მოციგურავე მორის ყვითელაშვილი, ხვალ ფიგურული ციგურაობის გალა-კონცერტში მიიღებს მონაწილეობას. დღეს, კი სპორტულმა წყვილებმა მედლების მორიგი კომპლექტი გაითამაშეს.
თავისუფალ პროგრამაში, სპორტულ წყვილებში ყველაზე ახლაგაზრდები, რომლებიც, რეალურად მხოლოდ მეორე დიდ შეჯიბრზე გამოდიან ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, თავისუფალ პროგრამაში, 126.33 ქულას იმსახურებენ, რაც ამ დღის, მერვე შედეგია. ამასთან, სენიორთა შორის კარინა საფინასა და ლუკა ბერულავას წყვილი, მსაჯებისგან შეფასებისას პირველ 8 ქულასაც იმსახურებს. ეს კი, ჩვენი აზრით, უკვე, მომდევნო ტურნირებისთვის ყურადსაღები განაცხადია.
![]() |
![]() |
თუმცა, საფინასა და ბერულავას წყვილი, მოკლე პროგრამაში, ხელმოჭერილი მსაჯობის გამო, ორი პროგრამის ჯამში, 192.44 ქულით (მოკლე პროგრამა 66.11, თავისუფალი პროგრამა 126.33), მხოლოდ მეცხრე პოზიციაზე დარჩა, რაც უდავოდ, ოლიმპიურ თამაშებზე, ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა წყვილისთვის არც თუ ურიგო შედეგია. რაც მთავარია, წყვილი, ოლიმპიური თამაშების მიმდინარეობისას, კიდევ უფრო გაიზარდა.
სხათა შორის, დღეს, საფინასა და ბერულავას წყვილმა, თავისუფალი პროგრამის წინ, მეშვიდე ადგილზე მყოფ ამერიკულ წყვილს, რომელიც +8.02 ქულით უსწრებდა, თავისუფალ პროგრამაში გამოსვლით, მოახერხეს სხვაობის შემცირება, თუმცა, ამ ეტაპზე ამერიკელების გადასასწრებად, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
![]() |
![]() |
ბრიტანეთში მოღვაწე, ალტერნატიული როკის წარმომადგენლის Jamie Irrepressible-ის ჯგუფის საუნდთრეკზე In This Shirt, რომელიც ყინულზე პირველად 2018 წელს, ფრანგმა მოციგურავემ, კევინ აიმოზმა თავისულაფი პროგრამისას „მიიხმარა", კორონა ვირუსის პერიოდში კი, ტიკ-ტოკერებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა, ამჯერად, კარინა საფინასა და ლუკა ბერულავას თავისუფალი პროგრამის საუნდთრექი გახდა.
![]() |
![]() |
სამმაგი ტვისტი, სამმაგი ტულუპი+ორმაგი ტულუპი+ორმაგი ტულუპი, სამმაგი სალხოვი, ორი სამმაგი გადაგდება (რიტბერგერში და სალჰოვში), საკმაოდ საინტერესო სამი აწევა, ქორეოგრაფიული ნაბიჯები, რთული პოზიციიდან დაწყებული სპირალი და ბოლოს, კომბინირებული ტრიალი - ეს ის 11 ელემენტია, რომელიც თავისუფალი პროგრამაშ ქართველებმა შეასრულეს და საიდანაც, ტექნიკურმა პანელმა, მხოლოდ სამი (2, 5, 11) ჩათვალა საჭიროდ გადაეხედა. საფინასა და ბერულავას წყვილმა, დღევანდელ გამოსვლაში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 126.33 ქულა დაიმსახურა, აქედან ტექკნიკური ელემენტებისთვის 63.88, კომპონენტებისთვის 62.45 ქულა აიღეს. რაც მნიშვნელოვანია, მათ, საკუთარი საუკეთესო შედეგი - 122.12 რამდენიმე ქულით გააუმჯობესეს.

ქართული წყვილის გამოსვლების ყველა შედეგი პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე


ალბათ, აღსანიშნავია, რომ ქართველები, რუსული სამეულის შემდგე, რომლებმაც მე-2, მე-3 და მე-4 ადგილები აიღეს, ერთადერთი ევროპული წყვილია, რომელმაც საუკეთესო 10-ულში შესვლა მოახერხა. ამ დისციპლინაში კი, ოლიმპიური ოქროს მედლები, თამაშების მასპინძლებმა ჩინელებმა, სიუ ვეინინგმა და ჩონგ ჰანმა დაიმსახურეს.
სეოკ-ის ფოტოები / ხატია ჯიჯეიშვილი





ჩვენ














