საქართველოს ნაკრებმა ჯგუფის მეორე შეხვდრა მოიგო
საქართველოს ნაკრებმა ჯგუფის მეორე შეხვდრა მოიგო
19.02.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

„ოლიმპიკის" საწყლოსნო კომპლექსში დღეს, საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა, ევროპის მორიგი, ჩვენი გუნდისთვის მეხუთე, ფინალისკენ ერთი ნაბიჯი გადადგა. გუშინ, ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის B საკვალიფიკაციო ჯგუფში, ბელარუსთან მოგებული სასტარტო შეხვედრის შემდეგ, დეიან სტანოიევიჩის გუნდმა, დღეს, პოლონელები დაამარცხა 22-1.

საქართველოს ნაკრებმა, მხოლოდ ერთ, მეორე პერიოდიში მისცა უფლება მოწინააღმდეგეს ჩვენი კარი აეღო. შეხვედრის ეს მონაკვეთი 7-1 დასრულდა. აი დანარჩენ სამ პერიოდში კი, სტანოიევიჩის გუნდმა, აუზშიც კი, კარი „მშრალად" შეინახა. პირველი 8-0 მოიგო, მესამე 2-0, დასკვნითი მეოთხე 5-0.


ანგარიში კი, დღევანდელ შეხვედრაში, იოვან სარიჩმა, მატჩის დაწყებიდან მალევე, 22-ე წამზე გაიტანა. საერთო ჯამში, დღეს, სარიჩის ანგარიშზე 3 გოლია. თუმცა, ისევე, როგორც ვალიკო დადვანის, ნიკა შუშიაშვილისა და რეზი იმნაიშვილის. პოლონელებთან მატჩში, დუბლი გაიფორმეს, დუშან ვასიჩმა, ხვიჩა ჯახაიამ და ბორის ვაპენსკი. თითო გოლი კი, ანდრია ბითაძის, ბექა ქავთრაძის, გიორგი მაგრაქველიძისა და სანდრო ადეიშვილის ანგარიშზე. როგორც ხედავთ, ჩვენი გუნდის მეკარეების გარდა, დღეს საქართველოს ნაკრებიდან, ყველამ გაიტანა გოლი. რაც შეეხება მარკო ელაჩას, ის დღეს, გუნდის განაცხადში არ იყო. დიდი ალბათობით, საქართველოს ნაკრების გამოცდილ მოთამაშეს, ჩვენი გუნდის სამწვრთნელო შტაბმა, ჯგუფის ბოლო და პრინციპული შეხვედრის წინ, დასვენების საშუალება მისცა.


შეგახსენებთ, რომ ჯგუფის ბოლო შეხვედრაში, სადაც 1 ადგილის ბედი ირკვევა, ხვალ, თბილისის დროით 12:00 საათზე, საქართველოს ნაკრები, სლოვაკეთს დაუპირისპირდება, რომელმაც დღეს, ჯგუფში, ასევე მოიგო მეორე შეხვედრა, ბელარუსის წინააღმდეგ, ანგარიშით, 8-19.



საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის  ფოტო