ორი ოქრო თელ-ავივის გრანს სლემის ბოლო საასპარეზო დღეს
ორი ოქრო თელ-ავივის გრანს სლემის ბოლო საასპარეზო დღეს
19.02.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

თელ-ავივში, 2022 წლის გრან სლემი საქართევლოს ჰიმნით დასრულდა. ისრაელის ტატამზე ბოლო მედლების კომპლექტი  +100კგ წონით კატეგორიაში გათამაშდა. აღნიშნულ წონაში, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ონისე ბუღაძითა და გურამ თუშიშვილით იყვნენ წარმოდგენილნი.


ქართველებმა, წინასწარ შეხვედრებში, თავ-თავიანთი ბადე დამაჯერებლად მოიგეს.

ბუღაძემ, ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო და  პირველ დაპირისპირებაში, აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი კოკაური დაამარცხა. ჯგუფის მოსაგებად, ჩვენებური უკრაინელ იაკივ ხამოს შეხვდა და შეხვედრის მიწურულს იპონით დაამარცხა. 1/2 ფინალში, ონისე ბრაზილიელ რაფაელ სივლვას შეხვდა და სამი შიდოს გამო, ფინალური ასპარეზობის მიღმა დარჩა. შესაბამისად, ჩვენც, ქართული ფინალის მომსრწენი ვერ გავხდლით. ბრინჯაოს მედლისთვის კი, ბუღაძე ავსტრიელ სტეფან ჰეიგისთან ვაზარით დამარცხდა, რომელიც მისმა მოწინააღმდეგენ, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლოს დასაწყისშივე აიღო და შემდეგ, მისი დაცვა მოახერხა.




რაც შეეხება გურამ თუშიშვილს, ასპარეზობა მანაც მეორე წრიდან დაიწყო და საკმაოდ მშვიდად მივიდა ფინალამდე. დასაწყისში, უზბეკი ბეკმუროდ ოლტიბოევი ბოლო წამებზე, ზედიზედ აღებული ორი ვაზარის წყალობით დაამარცხა. ჯგუფის მოსაგებად კი, მონღოლი მუნხჯრგა ერდენეხუს მოუგო და 1/2 ფინალში, თუში, ტაჯიკ ტემურ რახიმოვს დაუპირისპირდა და დამატებით დროში, 6:35 წუთზე ვაზარით მოიგო.


ფინალში, ქართველის მეტოქე ბრაზილიელი სილვა იყო. თუშიმ კი, ოქროს მედლისთვის სილვა იმავე „ხერხით" დაამარცხა, რითაც 1/2 ფინალში ბრაზილიელმა ბუღაძეს სძლია.


თუშიშვილამდე კი, თელ-ავივის გრან სლემზე, რომელსაც, ისრაელში, საქართველოდან ასული ბევრი ქართველი  და ქართველი-ებრაელი ესწრებოდა, საქართველოს ჰიმნი  -100კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ილია სულამანიძესთვის აჟღერდა.




ილიამ ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო და პირველი ბრძოლის მოსაგებად, ტურნირის მასპინძელ, ებრაელ სპორტსმენთან, სტანისლავ ბანჩუკთან, სულ რაღაც 26 წამი დასჭირდა. თავდაპირველად მსაჯებმა ვაზარი დააფიქსირეს ქართველის სასარგებლოდ, თუმცა, შემდეგ ის იპონით შეცვალეს. ჯგუფის მოსაგებად, კი სულამანიძენ რუმინელი ედუარდ სერბანთან ჯერ ვაზარით დაწინაურდა თუმცა, დაახლოებით 30 წამში, ვაზარს იპონიც მიაყოლა და 1/2 ფინალში გავიდა.  აქ, 20 წლის ქართველი ძიუდოისტი აზერბაიჯანელ ზელიმ კოცოევს შეხვდა და შეხვედრის დაწყებიდან, 1:41 წუთზე, იპონით დაამარცხა. ფინალში სულამანიძე, ნიდერლანდელ მიხაელ კორელს დაუპირისპირდა. თუმცა, ბოლომდე არც ჰოლანდიელი აჭიდავა და შეხვედრის დასრულებამდე 44 წამით ადრე, ის იპონით დაამარცხა.




სწორედ კორელმა განამწესა რეპეშაჟიში ონისე სანებლიძე, რომელმაც ასპარეზობის პირველი შეხვედრა ამერიკელ ძიუდოისტს მოგო. რეპეშაჟში კი, მონღოლ გონჩიგსურენ ბატხუაგს შეხვდა და 26 წამზე იპონით გაიმარჯვა. აი ბრინჯაოს მედლისთვის კი, აზერბაიჯანელ ზელიმ კოცოევს შეხვდა. მეორე ქართველს, თელ-ავივის ტატამზე ჩვენი მეოზბელი ტაქტიკურად ეჭიდავა, სამი შიდო მიაღებინა, თავად კი, გრან სლემის ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.


დღესვე, ისრაელში მიმდინარე ტურნირზე, კიდევ ორმა ქართველმა იასპარეზა. +78კგ წონით კატეგორიაში, პირველივე წრეში გამოეთიშა ასპარეზობას სოფიო სომხიშვილი, -90კგ წონით კატეგორიაში კი, უშანგი მარგიანმა პირველ წრეში აზერბაიჯანელი რუფატ ისმაილოვი დაამარცხა, თუმცა, შემდეგ სერბ ნემანია მაიდოვთან დამარცხდა და ასპარეზობას გამეოთიშა.


ამრიგად, თბილისის გრან სლემის წინ, რომელიც IJF-ის მსოფლიო ტურის მორიგი შეჯიბრია, ქართველებმა 17-19 თებერვალის ჩათვლით, თელ-ავივის გრან სლემზე 3 მედალი მოიგეს. დღევანდელ ოქროს მედლებამდე, ვერცხლის მედალი -75კგ წონით კატეგორიაში, ეთერ ლიპარტელიანმა მოიგო.



ფოტო: © Di Feliciantonio Emanuele