
36 წლის რევაზ (მახო) ნაზღაიძე, ერთადერთი ქართველი სნოუბორდერია, რომელიც ბაკურიანში მიმდინარე, ევროპის 2022 წლის თასის ეტაპზე, სნოუბორდის PGS-ის ტრასაზე ხვალ, კიდევ ერთხელ იასპარეზებს. ქართველი სპორტსმენი რომელსაც ყველაზე კარგი სეზონის 2018 წელს ჰქონდა, ბაკურიანის ეტაპების პირველი საასპარეზო დღის შემდეგ მხოლოდ 27 ადგილზე აღმოჩნდა.
„ბუნებრივია, უკეთეს სედეგს ველოდებოდი, მაგრამ ხდება ასე... სპორტია. გამომდინარე იქიდან, რომ მხოლოდ ცხრა დღე მოვახერხე ვარჯიში, ჩემი შედეგით, მაინც კმაყოფილი ვარ. ხვალისთვის ვნახოთ, რა იქნება", - ამბობს მახო, TSFF.Ge-სთან საუბარში.
სხვათაშორის მახომ, 2012 წელს საქართველოში გამართულ PGS-ის პირველ საერთაშორისო ტურნირშიც მიიღო მონაწილეობა, რომელიც ასევე FIS-ის ეგიდით ჩატარდა. იმ წელს, გუდაურში, 30-ზე მეტი ქყვეყნის 120-მდე სპორტსმენი ჩამოვიდა. Gudauri Race-ის მონაწილეებს, მაშინ სამი დღის მანძილზე გადაუღებელ თოვაში მოუხდათ ასპარეზობა. ამჯერად კი, ბაკურიანში მიმდინარე ეტაპები იდეალურ ამინდში მიმდინარეობს.
„ბევრად უკეთსი ტრასა იყო დღეს, ვიდრე, საქართველოში, ადრე ჩატარებული PGS-ს შეჯიბრის დროს იყო. ნელ-ნელა დაიხვეწა დონეც და დავიხვეწებით ჩვენც ქართველი სპორტსმენები. ძალიან მომწონს, რომ ასეთი ტურნირი ტარდება საქართველოში", - ამბობს მახო.
ქართველ სპორტსმენს მიაჩნია, რომ მსგავსი შეჯიბრების საქართველოში ჩატარება, ქვეყნის მასშტაბით, სპორტის პოპულარიზაიცას შეუწყობს ხელს. შემდეგ, დრო, შედეგსაც მოიტანს, მანამდე კი, ნაზღაიძე, ბაკურიანში გასამართი მორიგი სტარტისთვის ემზადება, რომელიც ბაკურიანში, დიდველზე (2702m) ხვალ, 20 თებერვალს, დილის 11:00 გაიმართება. შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის ბაკურიანის ეტაპებზე, 15-მდე ქვეყნის 70 წარმომადგენელი მონაწილეობს.
ფოტო: © GSF





ჩვენ








