
„ძალიან ბედნიერი ვარ იმით, თუ როგორ ვითამაშე ტურნირი. მე მიხარია აქ დაბრუნება. მინდა მივულოცო რობერტოს კარგა ჩატარებული ტურნირისთვის . მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივარს, ჩემოთვის პატივია თქვენს წინაშე თამაში", - იტყვის ნიკოლოზ ბასილაშილი დაჯილდოების ცერემონიაზე, დოჰაში, სადაც ქართველი 2021 წელს მოპოვებული ტიტულის დაცვას ცდილობდა.
დოჰას ტურნირის 2021 წლის გამარჯვებული, მართლა შეეცადა, ტურის სტატუსის შესაბამისი, რიგით მეექვსე ტიტული მოეგო. ფინალისკენ გზად მან ელი იმერი, მარტონ ფუქსოვიჩი და არტურ რინდერკნეხი დაამარცხა. ამასთან, მოახერხა, საუკეთესო ფორმის აღდგენაც. ბასილაშვილის უპირატესობით დაწყო, ფინალური შეხვედრაც რეიტინგის მე-16 ნომერთან, რობერტო ბაუტისტა აგუტთან, პირველი სეტიც ქართველმა წაიყვანა. თუმცა, ესპანელმა, ნელ-ნელა ბასილაშვილს ალღო აუღო და ჯერ სეტი შემოუტრიალა 3-1-დან და შემდეგ, ერთი წლის წინანდელი ამავე ტურნირის წაგებული ფინალისთვის რევანში აუღო.
„ეს მართა რთული ფინალი იყო. წელს ჩვენ ქარის გარეშე მოგვიხვდა თამაში. ეს ჩემთვის უკეთესი იყო. არ იყო, რთული 1/2 ფინალის შემდეგ ძალების აღდგენა, მაგრამ მგონია, რომ დღეს, კარგად ვიმუშავე. ეს ჩემი ATP Tour-ის მე-10 ტიტულია.ჩემი ოცნება იყო ტიტულის მოგება და ახლა დოჰა მეორედ მოვიგე. ეს განსაკუთრებულია ჩემთვის და ძალიან ბედნიერი ვარ", - ამბობს ტურნირის დასრულების შემდეგ ბაუტისტა.
ესპანელმა, ბასილაშვილს ორივე სეტში შემოუტრიალა ანგარიში და პირველი 3-6, მეორე კი 4-6 მოიგო. საბოლოო შედეგის დასაფიქსირებლად, მას 86 წუთი დასჭირდა.





ჩვენ








