
ბაკურიანში მიმდინარე ევროპის თაისის 2022 წლის გათამაშების მეორე საასპარეზო დღეს, პეკინის 2022 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა ავსტრიელმა ბენჟამინ კარლიმ, დღეს შესვენება აიღო და სტარტზე არ გამოვიდა.
მის არ ყოფნაში კი, გერმანელმა სტეფან ბაუმეისტერმა ისარგებლა და სნოუბორდში, PGS-ის ეს ეტაპი მოიგო. ბაკურიანის სტარტების პირველი საასპარეზო დღის გამარჯვებული დარიო კავიეზელი ამჯერად, მხოლოდ მეორე იყო. მესამე ადგილი კი, დღეს, ავსტრელ არვიდ აუნერს ერგო.
მე-19 შედეგი აჩვენა ქართველმა სნოუბორდერმა რევაზ ნაზღაიძემ.
შეჯიბრის სრული ოქმი
ქალთა შორის, გუშინდელი ეტაპის საპრიზო სამეულიდან, დღეს, კვარცხლბეკზე ორი მონაწილე კვლავ ავიდა, მხოლოდ, ამჯერად მათ სხვა ყალიბის მედლები ერგოთ. ბაკურიანის ეტაპების პირველი საასპარეზო დღის გამარჯვებული შვეიცარიელი ჯენი ლადინა ამჯერად მეორე ადგილს დასჯერდა. აი, ავსტრიელმა საბინა შოეფმენმა კი, დღეს პირველობა არავის დაუთმო და ფინალური დაშვება, სწორედ ლადინას მოიგო. რაც შეეხება მესამე ადგილს დღეს, ბრინჯაოს ადგილისთვის, იტალიელი ელისა კაფონტი და შვეიცარიელი პატრიცია კუმერი ეცილებოდნენ ერთმანეთს, თუმცა, ბაკურიანის კვარცხლბეკზე, შვეიცარიელი ავიდა.
შეჯიბრის სრული ოქმი
ფოტო: GSF / © რეზი ყენია





ჩვენ








