ბათუმის „დინამო“ სუპერ თასის მფლობელია
ბათუმის „დინამო“ სუპერ თასის მფლობელია
20.02.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

2022 წლის პირველი საფეხბურთო ტიტული ბათუმის „დინამომ" მოიგო. საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, სლავა მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერ თასის ფინალში, ქვეყნის დავით ყიფიანის სახელობის თასის 2021 წლის მფლობელი,  თბილისის „საბურთალო", პენალტების სერიაში, ანგარიშით 7-6 დაამარცხა.


შეხვედრის გმირი, ბათუმელთა მეკარე, საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს" სკოლის აღზრდილი ლაზარე კუპატაძე გახდა, რომელმაც ორი 11-მეტრიანი ზედიზედ აიღო და აჭარულ გუნდს, მორიგი აღიარება და ტიტული მოუტანა.




შეხვედრა კი, ორი განსხვხავებული ტაიმისგან შედგებოდა, სადაც პირველი ნახევარი უფრო დაზვერვით ხასიათს ატარებდა და  გუნდები, ახალი საფეხბურთო სეზონის ოფიციალურ დაწყებამდე, ძირითადად გახურდნენ. თუმცა, მეორე ტაიმში ბათუმელებმა, დაივიწყეს, რომ მატჩი, ქუთაისში იყო, მითმეტეს რომ რამაზ შენგელიაზე, აჭარელი გულშემატკივარი ამის საბაბს აძლევდა და „საბურთალო" საკუთარ თამაშში ჩააბეს. მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა, უფრო მეტი საგოლე მომენტი ბათუმელებს, მეკარეები დიდად საქმეში არ ჩართულან, ზემოთხსენებულ 11-მეტრიანების სერიამდე.




ახალი საფეხბურთო სეზონი, შეგახსენებთ, რომ 5 დღეში, 25 თებერვალს იწყება. ბათუმის „დინამო", რომელიც სახლში, ამ დღეს, ბოლნისის „სიონს" მიიღებს, ჩემპიონატს ამაღლებული განწყობით იწყებს. რაც შეეხება „საბურალოს" ის, ახლი 2022 წლის სეზონის 1 ტურის შეხვედრას, 27 თებერვალს, თბილისში, მიხეილ მესხზე, „სამგურალის" წინააღმდეგ გამართავს.



სფფ-ს ფოტოები