პეკინის ზამთრის XXIV ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ დაიხურა
პეკინის ზამთრის XXIV ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ დაიხურა
20.02.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

თბილისის დროით 17:38 წუთზე დღეს, „ჩიტის ბუდეში", პეკინის ეროვნულ სტადიონზე, ზამთრის XXIV ოლიმპიური თამაშების ცეცხლი ჩაქრა. ოლიმპიური დროშა კი, პეკინის მერმა, ზამთრის 25-ე ოლიმპიური თამაშების მასპინძელი ქალაქების მილანისა და კორტინას მერებს გადასცა. 2026 წელს, მომდევნო ოლიმპიურ თამაშებს, სწორედ იტალია უმასპინძლებს.



 

ჩინეთმა და პეკინის მერმა, ჩენ ცზინინმა პოსტკოვიდურ პერიოდში, მაშინ, როდესაც ოფიციალურად არა, მაგრამ თითქმის უმეტესი ქვეყნებისა, კორონა ვირუსის გავრცელებას, სწორედ ჩინეთს აბრალებდა, მოახერხეს, რომ 16 დღის მანძილზე მსგავსი ფორუმისთვის ისე ემასპინძლათ, რომ კორონა ვირუსის მიზეზით, თამაშებს მხოლოდ რამდენიმე ათლეტი გამოაკლდა. ამ მხრივ, რომ პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე ყველაფრი სამაგალითოდ კონტროლდებოდა, ჩვენთან საუბარში, ქართველი სპორტსმენებიც ლაპარაკობდნენ.


სხვათა შორის ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონიაში, საქართველოს გუნდის მხოლოდ რამდენიმე წევრმა მიიღო მონაწილეობა. მოგეხსენებათ, ასპარეზობის დასრულების შემდეგ, მთელი რიგი სპორტსმენები და მათ შორის, საქართველოს წარმომადგენლებიც სახლებში დაბრუნდნენ. თუმცა, „ჩიტის ბუდეში" დღეს, ჩვენი დროშა, ოლიმპიადაში მონაწილე 91 ქვეყნის დროშებს შორის ამაყად ფრიალებდა. მართალია, საქართველოს გუნდმა, პეკინის 2022 წლის ზამთრის თამაშებზე მედლები ვერ მოიპოვა, თუმცა, მომავალი თამაშებისთვის და წარმატებებისთვის, განსაკუთრებით ფიგურულ ციგურაობაში, სერიოზული განაცხადი გააკეთა.




ერთი მომენტი, რასაც დღეს, თამაშების დახურვის ცერემონიის დროს, კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, თამაშებში, მოხალისეების ჩართულობაა. სხვათა შორის, მიუხედავად იმისა, რომ მოხალისეების თემას, სოკ-ის გარდა, ხშირად უეფა-ც ახსენებს, ჩვენთან საქართველოში, ეს მიმართულება თუნდაც, ლოკალური ტურნირების დონეზე, სრულიად უგულველყოფილია, რიგი გამონაკლისების გარდა. იმედია, ამიერიდან მაინც მოხალისეთა აუცილებლობა, ჩვენშიც უფრო დაფასდება. მითუმეტეს, რომ წინ ევრობასკეტი 2022 წლის ჯგუფური ეტაპი და უეფა-ს 21-წლამდეთა ევროპის ჩემპიონატი გვაქვს სამასპინძლო.




მთავარი მესიჯი, კი, რომელსაც ჯერ კიდევ ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ცდილობდა სოკ-ის პრეზიდენტი თომას ბახი, მსოფლიოს ლიდერებამდე მიეტანა, მშვიდობის თემაა. მთელი ოლიმპიური თამაშაების მიმდინარეობისას, უკრაინასა და რუსეთს შორის ვითარება, სამართებლის პირზე სიარულს ჰგავდა. ოლიმპიური თამაშებისას იყო, მცდელობები უკრაინელბს მშვიდობისკენ მოეწოდებინათ საშეჯიბრო არენიდან, პროტესტის ნიშნად ამგარიყვნენ და გასულიყვნენ როკ-ის წარმომადგენელთა გამოსვლების დროს. თუმცა!




„სასიამოვნო იყო იმის ხილვა, თუ როგორ ედექით მხარში თქვენს მეტოქეებს, რათა მათაც მიეღწიათ შედეგებისთვის. თქვენ არა მარტო პატივს სცემდით ერთმანეთს, თქვენ ერთმანეთს უჭერდით მხარს, მაშინაც კი, როდესაც თქვენი ქვეყნები კონფლიქტებით არის დაყოფილი", - აღნიშნა თომას ბახმა, დახურვის ცერემონიაზე, „თქვენ გადალახეთ ეს უთანხმოებები და აჩვენეთ, რომ ამ ოლიმპიურ საზოგადოებაში ჩვენ ყველა თანასწორნი ვართ, მიუხედავად იმისა, თუ როგორ გამოვიყურებით, საიდან ვართ და რისი გვწამს. ოლიმპიური თამაშების ეს გამაერთიანებელი ძალა იმაზე ძლიერია, ვისაც ჩვენი გახლეჩვა სურს. თქვენ  აძლევთ შანსს მსოფლიოს. დაე ყველა პოლიტიკური ლიდერი მთელ მსოფლიოში შთაგონებული იყოს სოლიდარობის და მშვიდობის მაგალითით."




ოლიმპიური თამაშები, კი დაიხურა, ულამაზესი ეკოლოგიისთვის ნაკლები საფრთხის შემცველი ფოიერვერკით, ციფრული ტექნოლოგიების ჯადოქრობებითა და ოლიმპიური თამაშების მონაწილე ათლეტთა საერთო მხიარულებით, თუმცა, პეკინის თამაშების დოპინგ-სკანდალზე, რომელსაც ჯერ კიდევ იძიებენ, ისევ, დიდხანს ილაპარაკებენ. ილაპარაკებენ, ამ სკანდალში გახვეულ 15 წლის რუს მოციგურავეზეც, რომელიც თუ, ამ ამბების ფონზე არ გატყდა (და ამის ნიშანი თავისუფალი პროგრამის შესრულების დროს ნაღდად იყო), მაშინ მომავალი ოლიმპიური თამაშების ოქროს მედლის ერთ-ერთი კანდიდატი იქნება კვლავ.  




ოლიპიადა დასრულდა, თუმცა, უკვე ხვალიდან იწყება ახალი 2026 წლის ზამრის ოლიმპიური თამაშებისთვის მზადება. იმედია, მომავალი თამაშების სლოგანი #DualityTogether, თამაშების ორი მასპინძელი იტალიური ქალქაის ერთობლიობაში აისახება და არა მსაჯების გაორებულ დამოკიდებულებაში. განსაკუთრებით, ზამთრის სპორტის კონსერვატორულ სახეობებში. თუმცა, ეს უკვე სხვა სტატიის თემაა. პეკინის 2022 წლის თამაშებიდან კი, ჩვენი დელეგაციის წევრები 22 თებერვლის დადგომისთანავე ბრუნდებიან. ჩვენი ინფორმაციით, თბილისში, ქართველი ოლიმპიელი ლუკა ბერულავა და კარინა საფინაც ჩამოდიან.




აქვე,  ჩვენი გვერდი, სარგებლობს შემთხვევით და მადლობას უხდის სპორტულ ფოტოგრაფს, ხატია ჯიჯეიშვილს, რომელიც მთელი თამაშების მანძილზე, პეკინიდან, ქარველი სპორტსმენების შეჯიბრის კადრებს აწვდიდა საქართველოს.




სეოკ-ის ფოტოები / ხატია ჯიჯეიშვილი