დაძაბული გზა და ღირსეული შედეგი - ქართველი ფიგურული მოციგურავეები პეკინში
დაძაბული გზა და ღირსეული შედეგი - ქართველი ფიგურული მოციგურავეები პეკინში
21.02.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ხვალ, გვიან ღამით, საქართველოს დელეგაციასთან ერთად თბილისში პეკინის ოლიმპიადაზე მოასპარეზე ქართული სპორტული წყვილი, ფიგურულ ციგურაობაში ლუკა ბერულავა და კარინა საფინა, ქართულ დელეგაციასთან ერთად ბრუნდებიან. სპორტსმენები, მხოლოდ რამდენიმე დღე დარჩებიან თბილისში და შემდეგ, ე.წ. სავარჯიშო დისლოკაციის ადგილას გაემგზავრებიან, ვინადან პეკინის ოლიმპიური თამაშების დახურვის დღიდან, ახალი, 2026 წლის მილანი-კორტინას თამაშებისკენ გძელი გზა იწყება. თუმცა, მანამდე 2022 წლის არანაკლებ მნიშნელობანი შეჯიბრებია. თუმცა, მანამდე საქართველოს ფიგურული ციგურაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, ფედერაციის ოფიციალური სოციალური ქსელით ქართული გუნდისა და გულშემატკივრის მიმართ, მიმართვას ავრცელებს.




„ორი კვირაა, რაც მე თქვენთან ერთად სიამაყით  ვატარებდი  ქართველი სპორტსმენების  ოლიმპიურ  ფორმას, თქვენთან ერთად ვიზიარებდი  თითოეულ  წარმატებას, განვიცდიდი  ყოველი დღის  შედეგს. სტარტზე  ყოველი  თქვენი  გამოძახებისას ჩემ  თვალწინ კინოლენტივით გაირბენდა ამ ოთხწლიანი  სამზადისის  ყველა სირთულე,  უიმედობით  განცდილი  ტკივილიანი  დღეებიც, მაგრამ  თქვენი ყინულზე  გასვლის  შემდეგ, მწვრთნელების მზრუნველობით  სავსე  მზერასა და  ქართველი გულშემატკივრების ვირტუალურ მხარდაჭერას  ვიტოვებდი  მხოლოდ იმედად...


ჩვენ ძალიან რთული წელიწადნახევარი გავიარეთ. პანდემიის ეს წელი თქვენთვის განსაკუთრებულად    დაძაბული იყო. ტურნირების  სიმცირე, მუდმივი  შიში სტარტის  წინ ჯანმრთელობის  მდგომარეობის  გაუარესებისა...  ყოველი დღე გვაახლოებდა იმ  ოლიმპიურ  სტარტთან, რომელიც ჩვენთვის  განსაკუთრებულად  საპასუხისმგებლო  და მნიშვნელოვანი იყო, ჩვენ  ხომ   საქართველოს  ფიგურული ციგურაობის ისტორიაში  პირველად, ყველაზე  წარმომადგენლობითი,  ახალგაზრდა  გუნდით უნდა გვეასპარეზა  პეკინის ოლიმპიადაზე.ოთხი წლის დაუღალავი შრომა,  გულისა და გონების გამოცდა, ფიქრი და ოცნება...  ყველაფრის წინასწარ გათვალისწინება, მოსალოდნელ და მოულოდნელ პერიპეტიათა ნათლად წარმოდგენა", - წერს მარიამ გიორგობიანი.



ფედერაცია კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას, რომ გზა  2022 წლის პეკინის   ოლიმპიადამდე იყო „რთული, დაძაბული, მაგრამ ღირსეული შედეგით" დასრულებული. ალბათ, ბევრისთვის წარმოუდგენელია, თუ რა სირთულეები შეიძლება ჰქონდეს ერთ, რიგით ფედერაციას, რომელმაც ოლიმპიური ლიცენზიები გუნდის ფორმირების პროცესში მოპოვა, თანაც, „ბოშათა ბანაკის" რეჟიმში, ვინდაიდან, საქართველოში არ არის თანამედროვე და შესაბამისი სტანდარტების დარბაზი, სადაც ოლიმპიური და თუნდაც, ნებისმიერი სხვა მნიშვნელოვანი სტარტისთვის შეიძლება სპორტსმენი მოემზადოს.



„ჩვენ ყველამ ერთად გამოვიარეთ  ყოველი  სტარტის  სიხარულით  განცდილი ბედნიერება  და ტკივილით  გამოწვეული გულდაწყვეტა. თქვენ, ამ ყველაფერს გაუძელით, შეუპოვრად, თავდაუზოგავად იბრძოლეთ და ღირსეულად დახვდით  ყველა იმ გამოწვევას, რომელიც ოლიმპიური  თამაშები დაძაბულობას ახლავს  თან. ძალიან რთულია, როცა  ფაქტობრივად ცარიელ დარბაზში გიწევს გამოსვლა, მაგრამ იმდენად დიდი  იყო  სორტული  გამარჯვების  ჟინი, პასუხისმგებლობა  შენი  ქვეყნისა  და  ხალხის  წინაშე, რომ თითოეული ადამიანის  მხარდაჭერას იმპულსებით გრძნობდით, ერთმანეთის გამხნევებაც კი, საკმარისი იყო თქვენთვის  ამ  სიცარიელის შესავსებად",  - ამბობს გიორგობიანი.



ინფრასტრუქტურული ბაზის არქონის, კვალიფიციურ მწვრთნელთა კორპუსის დეფიციტის პირობებში, ეპიდემიოლოგიურად ურთულეს გარემოსა  და მოციგურავეთა  ჯანმრთელობის მდგომარეობის  მუდმივი რისკის  ქვეშ, საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციამ ახალი ისტორიის წერა დაიწყო - ისტორი


„გუნდურ  ასპარეზობაზე  თუ ინდივიდუალურ  გამოსვლებში   თქვენ  შეძელით  ღირსეული  კონკურენცია  გაგეწიათ მსოფლიოში ყველაზე  მაღალ რეიტინგული ქვეყნების  წარმომადგენლებისათვის და შედეგებით  ისეთი  ქვეყნების  გვერდით  დამდგარიყავით, როგორებიცა რუსეთი, ამერიკის  შეერთებული  შტატები, იაპონია, ჩინეთი, კანადა და  საფრანგეთი. რა ხანგრძლივი  და  რთული გზა  გავიარეთ ამ  შედეგთან მისასვლელად... პეკინის  ოლიმპიური  თამაშებზე ქართველი მოციგურავეების  შედეგი ,კიდევ  ერთი  დასტურია იმისა, რომ   მთავარია, სწორად დაისახო მიზანი და მისკენ ყოველდღე, ახალი ნაბიჯი გადადგა.  ჩვენ კვლავაც  განვაგრძობთ  ასეთი  დამაჯერებელი  ნაბიჯებით  მიზნისკენ  წინსვლას  და  ეს  მიზანი  2026  წლის ოლიმპიურ  თამაშებში მონაწილეობითა  და კიდევ  უფრო მაღალი სპორტული  შედეგებით  აუცილებლად დადასტურდება", - ეს კიდევ ერთი ამონარიდი, მარიამ გიორგობიანის გრძელი და გულისამაჩუყებელი მიმართვიდან.


ფედერაციის პრეზიდენტი მადლობას უხდის სპორტსმენებს, გულშემატკივარს და რაღა თქმა უნდა სახელმწიფოს, რომელიც ფედერაციას ამ  პატარა „ავანტიურას" რასაც ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ფუგურულ ციგურაობაში საქართველოს სრულფასოვანი გუნდით გამოსვლა ჰქვია მხარი დაუჭირა. და მაინც, მოდით გავიხსენოთ, ამ პატარ ფედერაციის გზა პეკინის ოლიმპიურ თამაშებამდე.




გზა პეკინამდე:

2021  წლის  მსოფლიო   ჩემპიონატზე შვედეთში,  2 ლიცენზია ავიღეთ:  მამაკაცთა  და  ქალთა  კატეგორიაში.ამას დაემატა,  ობერსდორფში გამართულ საკვალიფიკაციო ტურნირზე  მოპოვებული კიდევ 2 ლიცენზია - სპორტულ  წყვილებსა  და  სპორტულ  ცეკვებში. საერთაშორისო  ტურნირებზე  დაგროვილი 1472  ქულით, საქართველო, მსოფლიოს  32  ქვეყანას  შორის ათეულში შევიდა და გუნდურ ასპარეზობაში  მონაწილეობის  მიღების უფლება.


პეკინი 2022


ზამთრის ოლიმპიური  თამაშები საქართველოს ფიგურული ციგურაობის ისტორიაში პირველად ასპარეზობს სრული შემადგენლობით. სპორტის აღნიშნულ სახეობაში, 6 ქართველი სპორტსმენი, წარმოადგენდა ქვეყანას მამაკაცთა (მორის ყვითელაშილი), ქალთა (ანასტასია გუბანოვა), სპორტული ცეკვები (მარია კაზაკოვა და გიორგი რევია), სპორტული წყვილები (კარინა საფინა და ლუკა ბერულავა)  - ფიგურული ციგურაობის ოთხივე სახეობაში! გუნდური ასპარეზობის საგზურის მოპოვება მხოლოდ 7-მა გუნდმა მოახერხა. დანარჩენი 3-ს კი ISU-მ ნაკლულ სახეობებში სპორტსმენების დამატების უფლება მისცა.


საქათველოს ნაკრებმა, გუნდურ  ასპარეზობაოსას მასპინძელ, ჩინეთის გუნდთან თანაბარი 22-22 ჯამური ქულა დააგროვა, და მხოლოდ შიდა კრიტერიუმით,  საბოლოოდ მე - 6 პოზიციით დაასრულა ასპარეზობა. ამასთან, ჩვენს გუნდს, ევროპიდან, მეორე რეიტინგული მაჩვენებელი ჰქონდა რუსეთის  შემდეგ, რომელიც ჩვენს კონტინენტზე ამ სახეობაში ლიდერია.



რაც შეეხება ინდივიდუალურ გამოსვლებს:  30 მონაწილეს შორის მორის ყვითელაშვილი ახერხებს საუკეთესო  ათეულში შესვლას, ანასტასია გუბანოვა, მართალია მე -11  ადგილზე გადის, თუმცა, ის, ორივე სახეობაში სტაბილურად მე-10 ადგილს იკავებს, 19 სპორტულ წყვილს  შორის კარინა საფინა-ლუკა ბერულავა  მე- 9 ადგილით ასრულებენ ასპარეზობას,  მარია კაზაკოვა და გიორგი რევია  კი,  სპორტული ცეკვებში მე- 19 პოზიციაზე გადიან და ესეც იმის გათვალისწიებით, რომ წყვილს, წინასაოლიმპიადო წელი, გიორგი ტრავმის გამო, ფაქტიურად გაუცდათ.


ალბათ, ღირს დასაფიქრებლად ხომ? ჩვენ კი, კიდევ ერთხელ ვულოცავთ სპორტის ამ ლამაზი სახეობის წარმომადგენლებს ღირსეულ ასპარეზობას ზამთრის ოლიმპურ თამაშებზე და მომავალში, უკვე მედლებისკენ ვიხედებით. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ, გულშემატკივრები და მედიის წარმომადგენლები.