
კოვიდ პანდემიის გამო შეწყვეტილი ტურნირი რამდენიმე დღეში განახლდება. ფეხბურთში, ქალთა შორის 2021 წლის თასის ფინალური შეხვედრა, 19 მარტს გაიმართება. აღნიშნული გათამება, კორონა ვირუსის მიზეზით გადავადდა. იმ მომენტისთვის ქალთა შორის საქართველოს თასის 1/2 ფინალური საგზურები, უკვე ჰქონდათ მოპოვებული „ნიკეს", ზუგდიდის „ფენიქსსა" და ხობის „კოლხეთს". კიდევ ერთ წყვილში გამარჯვებული „ნორჩ დინამოსა" და „ლანჩხუთის" დაპირისპირებაში უნდა გამოვლენილიყო, თუმცა პანდემიის მიზეზითვე, ეს შეხვედრაც გადადებულთა შორის იყო.
დღეს კი, 23 თებერვალს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში, საქართველოს ქალთა თასის 2021 წლის გათამაშების ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. პროცესს ტრადიციულად, სფფ-ს გენერალური მდივანი, დავით მუჯირი უძღვებოდა.
გათამაშების გადადებული ¼ ფინალური შეხვედრა „ნორჩ დინამოსა" და „ლანჩხუთს" შორის თბილისში, 28 თებერვალს გაიმართება.
1/2 ფინალები კი, 8 მარტს არის დაგეგმილი. დღევანდელი წილისყრის შემდეგ, გუნდები ასე დაწყვილდნენ:
„ნიკე" - „ნორჩი დინამო"/"ლანჩხუთი"
„ფენიქსი" - „კოლხეთი" ხობი
დღესვე გადაწყდა, რომ ქალთა თასის ფინალური შეხვედრა 19 მარტს გაიმართება. ფინალის ნომინალური მასპინძელი კი, პირველი ნახევარფინალური წყვილის („ნიკე" - „ნორჩი დინამო"/"ლანჩხუთი") გამარჯვებული იქნება.





ჩვენ








