ქალთა ლიგის დებიუტანტები ხობის „კოლხეთი“ და თბილისის „ნიკე“ გათამაშების სასტარტო მატჩებს იგებენ
ქალთა ლიგის დებიუტანტები ხობის „კოლხეთი“ და თბილისის „ნიკე“ გათამაშების სასტარტო მატჩებს იგებენ
20.03.2018
ავტორი:

დღეს საქართველოს 5 მოედანზე, სტარტი აიღო ქალთა შორის რიგით მე-3 საფეხბურთო ჩემპიონატმა. ქალთა ლიგის 2018 წლის სეზონის გახსნის ოფიციალური ცერემონია ხობში გაიმართა.  გოგონათა გუნდების თამაშებს თვალს, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წევრებიც ადევნებენ. ეროვნული  და ასაკობრივი ნაკრებების მთავარი მწვრთნელი ლევან ბაჯელიძე და ქალთა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ნინო სორდია, თბილისში გამართულ 2 შეხვედრას დაესწრნენ.


„ხშირად კითხულობენ, ამ ჩემპიონატის დაწყებით, მივიღეთ, თუ არა, ის შედეგი რასაც ველოდით. რა თქმა უნდა, შედეგია, როდესაც ამდენი გოგონა დაკავდა ფეხბურთით. გვყავს ქალი მსაჯები, ლიცენზირებული გოგონა მწვრთნელები. თუმცა, გუნდების ლიცენზირების კრიტერიუმებს თუ გავიგითალისწინებთ, მაშინ, ბიჭებთან შედარებით სხვა კრიტერიუმები იქნება და ეს, მომავლის თემაა. ამ ეტაპზე, კი ჩემპიონატიდან ჩემპიონატამდე ვცდილობთ, ხარვეზები პრიორიტეტების მიხედვით გამოვასწოროთ" - ამბობს ნინო სორდია.

 


პირველი ორი ჩემპიონატის გამარჯვებული ქუთაისის „მართვეა", რომელმაც 2017 უეფას ქალთა შორის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზეც იასპარეზა. ქუთაისელები, სასტარტო მატჩში, ბათუმის „დინამოს" შეხვდნენ. „პირველი თამაშით კმაყოფილები ვართ. კარგი მატჩი გამოვიდა. 4 გოლი კი გავიტანეთ, მაგრამ ალბათ, უფრო მეტიც შეგვეძლო", - ამბობს ანი სინატაშვილი, ქუთაისის „მართვეს" ფეხბურთელი.

შარშანდელი ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა აჭარული გოგონათა გუნდის ყოფნა არ ყოფნის საკიხი. იმის გათვალისწინებით, რომ ვაჟთა ეროვნული ლიგა, 2017 წლის სეზონის შემდეგ ორმა აჭარულმა კლუბმა, ბათუმის „დინამომ" და „შუქურამ" დატოვა, ბუნებრივია, გოგონათა გუნდის შენახვის საკითხიც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. თუმცა, ქალთა ჩემპიონატის დაწყებამდე, აჭარაში პრობლემა მოაგვარეს და ბათუმის გუნდი, გათამაშებაში ჩაება.  აღსანიშნავია, რომ გოგონათა რეგიონალურ გუნდებს, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები უდგანან მხარში.


სქართველოს პირველ ჩემპიონატში ქალთა 6 გუნდმა მიიღო მონაწილეობა, მეორე ჩემპიონატში მონაწილეთა რიცხვი 9-მდე გაიზარდა. 2018 წლის ქალთა ლიგის გათამაშებაში კი 10 გუნდი მონაწილეობს და რეგულარული ჩემპიონატის ფორმატით 2 წრედ  მიმდინარეობს.

 წლევანდელ გათამაშებაში ათიდან, ორი გუნდი პირველად ჩაერთო პირველობაში. თბილისის „ნიკე"  და ხობის „კოლხეთი" სადებიუტო სეზონს ჩაატარებენ. „რა თქმა უნდა სასიხარულოა ჩემპიონატის პირველივე თამაშში, 3-0 გამარჯვება. თუმცა, თამაშის ხარისხით 100%-ით კმაყოფილი არ ვარ, რადგან ვიცი ჩემი გოგოების პოტენციალი და შესაძლებლობები. ეს ალბათ, უფრო პირველი თამაშის ეიფორია იყო. მომდევნო მატჩებში, მოგებასთან ერთად, იმედი მაქვს, რომ ხარისხსაც გავაუმჯობესებთ", - ამბობს, ნინო პასიკაშვილი „ნიკეს" მოთამაშე-მწვრთნელი და ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი.


შარშანდელისგან განსხვავებით გათამაშებაში თავისი წარმოამდგენელი აღარ ჰყავს კახეთს. თუმცა შარშანდელი გათამაშების ერთ-ერთი მონაწილე, „ახმეტა" ასაკობრივი გუნდით კვლავ აგრძელებს ფუნქციონირებას. კახეთის რამდენიმე რეგიონში, სასკოლო ასაკის გოგონათა გუნდები ფუნქციონირებენ. გასული წლის პირველობაში მონაწილე ქსკ „ახმეტის" სრულასაკიანი წევრები კი, მიმდინარე ჩემპიონატში მონაწილე სხვადსხვა გუნდებში გადაანაწილეს.  სწორედ ახმეტის გუნდიდან მიიღო შევსება „ნორჩი დინამოს" გოგონათა გუნდმა, რომლემაც ახალი ჩემპიონატის სასტარტო მატჩებში ყველაზე დიდი შედეგი დააფიქსირა, სახელშეცვლილი გორის გუნდის წინააღმდეგ. „გორის იუნატიტედი" კი ახალბედა მოთამაშეებთან ერთად, საკმაოდ გამოცდილი ფეხბურთელებითაც არის დაკომპლექტებული.


„გუნდის ასეთ არეულ თამაშს, სიმართლე გითხრათ არ ველოდი. ბევრი ახალბედა ფეხბურთელია და ბევრისთვის, დღეს პირველი თამაში იყო, დიდ მოედანზე. გამომდინარე აქედანაა ასეთი შედეგიც. მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონატმა სტარტი აიღო, სიახლეებს კვლავ ველოდებით, რაც გუნდზე კარგად უნდა აისახოს. ასე, რომ იმედი გვაქვს, მომდევნო თამაშებზე ფორმაში ვიქნებით. რაც შემეხება მე, ჯანმრთელობის გამო დიდი ჩავარდნა მქონდა და სტაბულურად ვარჯიში ცოტა ხანია რაც დავიწყე"- ამბობს ანა ზაქაიძე, „გორი იუნატედისა" და ქალთა ეროვნული ნაკრების მოთამაშე.



ქალთა ლიგის პირველი ტურის მატჩები ასეთი შედეგებით დასრულდა:

ქსკდინამო ბათუმი" - ქსკმართვე" 0-4

ქსკკოლხეთი" - ქსკივერია" 2-0

ქსკლანჩხუთი" - ქსკ თბილისისთბილისი" 2-0

ქსკნორჩი დინამო" - „გორი იუნაიტედი" 6-0

ქსკნიკე" - ქსკჩხოროწყუ" 3-0

პირველი ტურის შემდეგ 5 მატჩში 17 გოლი გავიდა, 5 გუნდმა კი კარის მშრალად შენახვა მოახერხა. პირველ ტურში 2-2 გოლის გატანა შესძლეს „მართვეს" ფეხბურთელმა ლანა გორგაძემ, ხობელმა ნინო მელიამ და ეკა ხარაიშვილმა „ნორჩი" დინამოდან". ქალთა ეროვნული ჩემპიონატის მეორე ტური 25 მარტს გაიმართება.