გინდათ შერმოსგან საჩუქრები? მაშინ, ჩაერთე გათამაშებაში!
გინდათ შერმოსგან საჩუქრები? მაშინ, ჩაერთე გათამაშებაში!
23.02.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ხვალ, 24 თებერვალს, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები, 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგ შეხვედრას გამართავს. ე.წ. მეორე ფანჯარაში ილიას ზუროსის გუნდი, ჩრდილოეთ მაკედონიას კალათბურთელთა ნაკრებს დაუპირისპირდება. თავდაპირველად 24 თებერვალს, გუნდები თბილისში, შეხვდებიან ერთმანეთ, 27 თებერვალს კი, მორიგ შეხვედრას, ჩრდ. მაკედონიაში გავმართავთ.


ილიას ზუროსის გუნდი, აღნიშნული თამაშებისთვის 19 თებერვლიდან, თბილისის სპორტის სასახლეში ემზადება. ყველაზე გვიან ჩვენს გუნდს, თად მაკფადენი და გიორგი შერმადინი შეუერთდნენ.


აღნიშნულ შეხვედრაზე, თბილისის სპორტის სასახლის ტრიბუნებზე გულშემატკივარს შეზღუდული რაოდენობით დაუშვებენ. მატჩზე დასასწრები ბილეთებიც უკვე გაყიდვაშია. ჩვენი გვერდი TSFF.Ge კი, ჩვენს კიდევ ერთი პროექტის „სპორტფოტოს" ფარგლებში და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის კეთილი ნებითა და თანამშრომლობით, აღნიშნული მატჩების წინ, ბლიც გათამაშებას აწყობს. მასში მონაწილეობა კი, ყველა მსურველს შეუძლია.


გათამაშებაში მონაწილეობა ძალიან მარტივია:


საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი, გიორგი შერმადინი, ხვალ დილის 12:00 ჩვენს ფეისბუქ გვერდზე დასვამს შეკითხვას.


პირველი სწორი პასუხის ავტორი კი „შერმოსგან", კალათბურთის ეროვნული ფედერაციისგან და ჩვენგან საჩუქრებს მიიღებს:  საქართველოსა და ჩრდ. მაკედონიის მატჩზე დასასწრებ 2 ბილეთსა და სპორტული ფოტოს კატალოგს „სპორტფოტო 2020"-ს გიორგი შერმადინისა და საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრების ხელმოწერებით.