
24 თებერვალს, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები, მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მეორე ფანჯრის პირველ დაპირისპირებას გამართავს, ჩრდ. მაკედონიის ნაკრების წინააღმდეგ.ილიას ზუროსის გუნდმა, დღეს, მატჩამდე ბოლოჯერ ივარჯიშა.
16 კალათბურთელიდან, რომელიც აღნიშნული თამაშებისთვის 19 თებერვლიდან ემზადება, ხვალინდელი თამაშისთვის, მხოლოდ 12 შეირჩევა. საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს, დღეს, ოფიციალურად ხვალინდელი ლაინ-აფი არ დაუსახელებია, თუმცა, ჩრდ. მაკედონიის კალათბურთის ფედერაციის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ჩვენი ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა დაასახელა - გიორგი შერმადინი, დუდა სანაძე, გივი ბაქრაძე, ილია ლონდარიძე ბექა ბექაური, კახაბერ ჯინჭარაძე, თად მაკფადენი, მერაბ ბოქოლოშვილი, გიორგი კორსანტიან, აკაკი დვალიშვილი, მიხეილ ბერიშვილი და ოთარ ფხაკაძე.
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
მიუხედავად იმისა, რომ მედიის წარმომადგენლები ვარჯიშის ბოლო 15-წუთიან მონაკვეთში შევედით დარბაზში, რთული მისახვედრი არ იყო, რომ გუნდში, საბრძოლო და კარგი განწყობაა. დანარჩენს კი, თამაში აჩვენებს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მთელი რიგი წამყვანი კალათბურთელების, ლეგიონერების გარეშე თამაშობს. ილიას ზუროსი კი, ამ მნიშვნელოვან მატჩში, საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგაში მოთამაშე ბიჭებზე აკეთებს აქცენტებს. თუმცა, ეს ზუროსის მხრიდან, სიახლე არაა და ალბათ, ის იმ გამონაკლის მწვრთნელთა კატეგორიას განეკუთვნება, რომელიც ადგილობრივ ჩემპიონატში მოთამაშე კადრებს, ეროვნულ ნაკრებში თამაშის შანსს აძლევს.
რაც მთავარია, გუნდთან ერთად არიან გიორგი შერმადინი და თად მაკფადენი. ამას გარდა, ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი სანაკრებო პაუხის შემდეგ, დღეს, ივარჯიშა და საბრძოლო განწყობაზეა დუდა სანაძეც.
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ჩრდილომაკედონიელებმა თბილისში დანაკლისით ჩამოვიდნენ. გუნდს, სამწვრთნელო შტაბის რამდენიმე წევრი აკლია. ამის შესახებ ბალკანელებიც წერენ. გუნდს თბილისში არ ჩამოჰყვა მთავარი მწვრთნელი, დრაგან ბაიჩი, რომელსაც გამომგზავრებამდე კოვიდ-დადებითი პასუხი „ამიუვარდა" და ამის გამო, ბაიჩმა, ბოლო ვარჯიშიც კი გააცდინა. თუმცა ეს არ არის, სტუმართა გუნდის ერთადერთი დანაკლისი. გუნდთან ერთად, თბილისში, ვერ ჩამოვიდა ვერც, ესპანური „ვალენსიას" უკანახაზელი ნენად დმიტრიევიჩია. 24 წლის კალათბურთელს, რომელსაც ხვალ „ოქროს" დაბადების დღე აქვს, იმედოვნებს, რომ სკოპიეში, საპასუხო მატჩში მიიღებს მონაწილეობას და საკუთარ გუნდს, იქ დაეხმარება.
მიმდინარე სანაკრებო ფანჯრის დროს, ჩვენს ხვალინდელ მოწინააღმდეგეს, ტრავმების გამო აკლია კიდევ რამდენიმე მოთამაშე: ბობან სტაიჩი, სტოიან გუროსკი, დამიან სტოიანოვსკი და ანდრეი მაგდევსკი. არ არიან არც ლუკა სავიჩევიჩსა და ანდრეი იაკომოვსკიზე NCAA-დან.
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
აღნიშნული კალათბურთელები არ იქნიან არც სკოპიეში, 3 დღეში, როდესაც, ამ გუნდებს თებერვლის ფანჯარაში მეორეჯერ მოუწევთ დაპირისპირება. ჩრდ. მაკედონიელები, მაინც იმ თამაშისთვის უფრო დიდგულზე არიან, ვინაიდან, ყველაზე მცირე, მათ იქ, მთავარი მწვრთნელი ეყოლებათ გვერდით.
და ბოლოს, შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში 2 მატჩი გამართა. ილიას ზუროსის გაწვრთნილმა გუნდმა გასული წლის 26 ნოემბერს თბილისში უკრაინას 88-83 სძლია, ხოლო 29-ში სტუმრად ესპანეთთან 89-61 დამარცხდა. თითო მოგებ-წაგებით საქართველო G ჯგუფში მე-2 ადგილზეა და ჯგუფის დარჩენილ 4 მატჩში, მაქსიმალურად მეტი გამარჯვების მოპოვება სჭირდება, რათა მეორე ჯგუფურ ეტაპზე რაც შეიძლება მეტი ქულა გადაჰყვეს.





ჩვენ




















