ევროპულ ქვეყნებში, მთელი რიგი სპორტსმენები და კლუბები უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან
ევროპულ ქვეყნებში, მთელი რიგი სპორტსმენები და კლუბები უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან
24.02.2022
ავტორი: დიმა ნებიერიძე

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, მსოფლიომ, არა მხოლოდ პოლიტიკური და ეკონომიკური ბერკეტები აამოქმედა რუსეთის  წინააღმდეგ. ევროპის მასშტაბით, რუსეთის სამხედრეო ქმედებები ცნობილმა სპორტსმენებმა, თუ სპორტულმა კლუბებმა გააპროტესტეს.

F1-ის გერმანელი მრბოლელი სებასტიან ფეტელი რუსეთის გრანპრის ბოიკოტს უცხადებს და საასპარეზოდ არ ჩავა. იგივე აზრზეა ჰემილტონი და ვერსტაპენი.


ევროლიგის საკალათბურთლ მატჩზე დღეს „ბარსელონა" არ გაფრინდა „ზენიტთან" პეტერბურგში სათამაშოდ.




ჩემპიონთა ლიგის ფინალი რომელსაც პეტერბურგი მასპინძლობდა, უეფამ ამ ქალაქისთვის გააუქმა და ახლა, ფინალი სხვა ქალაქში იქნება.


„შალკემ" მაისურიდან გაზპრომი მოიშორა და 15 მილიონიანი კონტრაქტი თავზე გადაახია.


შვედეთი და პოლონეთი ყატარში გასამართი საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში რუსეთთან თამაშზე უარს ამბობენ.




კრემლთან დაახლოებულ რომან აბრამოვიჩს შესაძლოა „ჩელსი" ჩამოერთვას და ბრიტანეთიდან გააძევონ.


ეს მოკლე ჩამონათვალი მათთვის, ვინც სპორტს და პოლიტიკას მიჯნავს და სხვადასხვა რამ ჰგონია. არაფერი ისე ახლოს არაა დღეს ერთმანეთთან, როგორც ეს ორი რამ.


ზუსტად სპორტული და ეკონომიკური ბოიკოტებით უნდა დაიწყოს რუსეთის დისკომფორტი. ერთადერთი ვინც შეაჩერებს პუტინს, მისი ხალხია, რომელსაც სანქციები და შიმშილი აიძულებს გამოვიდეს გარეთ და დაგმოს ეს ღორობა და ბოროტი, სისხლიანი სისტემა. ასე რომ, ყველაფერი არის ერთმანეთთან კავშირში, პოლიტიკა, სპორტი, ბიზნესი, ხალხი...