
რამდენიმე დღის წინ, როდესაც უეფა-მ ევროტურნირების 2021-2022 წლების ფინალურ მატჩებზე დასასწრები 30000 უფასო ბილეთის დარიგების თაობაზე გააკეთა განცხადება, ევროპული ფეხბურთის მმართველ სახლში, უკრაინაში ომის დაწყების შესაძლებლობას ნაკლებად უშვებდნენ. თუმცა, რამდენიმე დღის წინ, ევროპასა და რუსეთს შორის წარმოებული დიპლომატიური მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის შემდეგ, უეფა-ში სანქტ-პეტერბურგისთვის უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 2021-2022 წლების ფინალური მატჩის ჩატარების უფლების ჩამორთმევაზე დაიწყეს ფიქრი.
დღეს კი, უეფა-ს ოფიციალურმა გვერდმა, შემდეგი შინაარსის განცხადება გამოაქვეყნა.
„უეფა იზიარებს საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთებას, რომელიც ევროპის უსაფრთხოებისა თვალსაზრისით ვითარდება და კატეგორიულად გმობს რუსეთის შეჭრას უკრაინის ტერიტორიაზე.
უეფა, როგორც ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო, დაუღალავად ზრუნავს, ფეხბურთის განვითარებასა და პოპულარიზაციაზე საერთოევროპული ღირებულებებით, ისეთებით, როგორიცაა მშვიდობა და ადამიანთა უფლებების დაცვაა, ოლიმპიური ქარტიის მსგავსად. ჩვენ, კვლავინდებურად ერთგული ვრჩებით უკრაინის საფეხბურთო სამყაროსადმი გამოხატულ სოლიდარობაში და მზად ვართ, უკრაინელ ხალხს ხელი გავუწოდოთ.
ჩვენ აღნიშნულ ვითარებას მაქსიმალურად საფუძვლიანად და დაჩქარებული წესით ვსწავლობთ. გადაწყვეტილება, უეფა-ს აღმასკომის მიერ იქნება მიღებული და ხვალ გამოცხადდება", - ნათქვამია UEFA-ს იფიციალურ ვებ-გვერდზე.
მოგვიანებით ცნობილი ხდება, რომ უეფა-მ აღმასკომის საგანგებო სხდომა 25 თებერვალს თბილისის დროით, 13:00 დანიშნა - ამ ინფორმაციას, AP (Associated Press) ავრცელებს.
ჩვენ კი, შეგახსენებთ, რომ 2019-2020 და 2020-2021 წლების სეზონებზე, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი, კორონა ვირუსის პანდემიის გამო, სტამბულის ოლიმპიური სტადიონიდან ორჯერ გადაიტანეს. მიუხედავად, იმისა, რომ უცხოურ მედიაში, სანქტ-პეტერბურგის შემცვლელად ლონდონის „უემბლის" ასახელებენ, არაა გამორიცხული, რომ უეფა-მ ჩემპიონთა ლიგის ჩატარების უფლება სტამბულს დაუბრუნოს.





ჩვენ








