რუსეთმა ოლიმპიური ზავი კიდევ ერთხელ დაარღვია
რუსეთმა ოლიმპიური ზავი კიდევ ერთხელ დაარღვია
25.02.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

პეკინის 2022 წლის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე, რუსეთის პრეზიდენტს კი ჩაეყვინთა, მაგრამ გაძლო და ზამთრის ოლიმპიური თამაშების დღეებში, განსხვავებით 2008 წლიდან, როდესაც საქართველოში ომი დაიწყო, ამჯერად თავის შეიკავა. თუმცა, პუტინს დაავიწყდა, რომ ოლიმპიური თამაშები, საბოლოოდ მას შემდეგ დამთავრდებოდა, რაც პარალიმპიური სახეობებში მორჩებოდნენ ასპარეზობას.


„IOC გმობს რუსეთის მიერ დარღვეულ ოლიმპიურ ზავს. გაეროს შესაბამისი რეზოლუცია მიიღეს ორგანიზაციის ყველა 193 წევრი ქვეყნის კონსენსუსით, 2021 წლის 2 დეკემბერს, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე. ოლიმპიური ზავი ამოქმედდა ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე შვიდი დღით ადრე და დასრულდება პარალიმპური თამაშების დასრულებიდან შვიდი დღის შემდეგ," - ნათქვამია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის განცხადებაში, რომელსაც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტიც ავრცელებს.




ზამთრის, რიგით XIII პარალიმპიური თამაშები სტარტს 4 მარტს აიღებს და 13 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. შესაძლოა, რუსეთი, უკრაინაში ომის დასრულებას ზემოთაღნიშნული ვადებშიც გეგმავდა - ანუ ჩატეულიყო და ომი უკრაინაში 7 დღით ადრე დაესრულებინა, რაც ნაკლებსავარაუდოა. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი გმობს, თამაშებში მონაწილე ერთ-ერთი ქვეყნის ქმედებებს.


მიმართვიში, რომელიც სოკ-მა გამოაქვეყნა, პრეზიდენტი თომას ბახმა გაიმეორა მსოფლიოსადმი თავის მოწოდებას, რომელიც მან წარმოთქვა ოლიმპიური თამაშების გახსნისა და დახურვის ცერემონიებზე გამოსვლისას. გახსნის ცერემონიაზე მან ღიად მოუწოდა ხელისუფლებებს „დარჩნენ ოლიმპიური ზავის ერთგულები და მსოფლიოს მისცენ შანსი".




სოკ-ი ღრმად შეშფოთებულია ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით და უკრაინაში ოლიმპიური საზოგადოების უსაფრთხოებით. IOC-მა შექმნა მიზნობრივი ჯგუფი, რათა ზედმიწევნით დააკვირდეს უკრაინაში ვითარებას და ოლიმპიური საზოგადოებისადმი ჰუმანიტარული დახმარების კოორდინაციას, სადაც ეს შესაძლებელიო, წერს სეოკ-ი.


თამაშებში, კი 51 ქვეყნის 650 ათლეტი მიიღებს მონაწილეობას. მედლების 78 კომპლექტი გათამაშდება 6 სახეობაში. მონაწილეთა შორის, ჩვენი ინფორმაციით, ამჯერად საქართველოს მხოლოდ ერთი წარმომადგენელი, თემურ დადიანი იქნება თხილამურებით კროსში. სხვათა შორის, თემური, პეკინში დღეს, 16:00 გაემგზავრება. აქვე შეგახსენებთ, რომ ჩვენ პირველად 2008 წელს მივიღეთ თამაშებში მონაწილეობა. 2022 წლის ზამთრის პარალიმპიური თამაშები, ისევე როგორ ოლიმპიური თამაშები პეკინში, „ჩიტის ბუდეში" გაიხსნება და დაიხურება.




„დეილი მეილის"  ინფორმაციით, თამაშებზე რუს სპორტსმენებს დაუშვებენ, მიუხედავად იმისა, რომ მათი მთავრობა, ყველანაირ ოლიმპიურ პრინციპებს არღვევს. რუსეთიდან ჩინეთში, 71 პარალიმპიელი უნდა ჩავიდეს. ამასობაში კი, თამაშების ორგანიზატორები საომარ ვითარებაში ქვეყნებთან უკრაინასთან და რუსეთთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს. გავრცელებული ინფორმაციით, პუტინი, შესაძლოა, პარალიმპიური თამაშების გახსნაზეც ჩავიდეს.