ჩრდ. მაკედონიელებთან ორრაუნდიან დუელში საქართველოს ნაკრები დაწინაურდა
ჩრდ. მაკედონიელებთან ორრაუნდიან დუელში საქართველოს ნაკრები დაწინაურდა
24.02.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

თბილისის სპორტის სასახლეში, მსოფლიოს 2023 წლის ჩემპოონატის შესარჩევი ჯგუფის, თებერვლის ფანჯრის პირველი მატჩი საქართველოსა და ჩრდ. მაკედონიის ნაკრებებს შორის, ილიას ზუროსის გუნდის გამარჯვებით 91-70 დასრულდა. საქართველოს ნაკრებმა, პერიოდიდან, პერიოდამდე (24- 18 / 22- 13 / 22- 16 / 23- 23)  მოუმატა და საბოლოოდ, 21 ქულით გაიმარჯვა. თუმცა, ერთ მომენტში, ჩვენები 23 ქულითაც კი, იყვნენ წინ.

ილიას ზუროსმა, თორნიკე შენგელიას, ბექა ბურჯანაძის, გიორგი ცინცაძის, ასევე ოკეანის გადაღმა მყოფი ქართული ლეგიონის არყოფნის ფონზე, შეხვედრა გიორგი შერმადინს, დუდა სანაძის, თად მაკფადენს, მიშა ბერიშვილსა და მერაბ ბოქოლიშვილის  ხუთეულით დაიწყო თამაში.




პირველი ქულები კი, საქართველოს ნაკრებს, ტრავმის გამო გამოწვეული ხანგრძლივი შესვენების შემდეგ დაბრუნებული დუდა სანაძემ მოუტანა - ზუსტი სამქულიანით. სხვათა შორის, დუდამ, ამ შეხვედრაში 7 მცდელობიდან ზუტსად 3 სამქულიანი ისროლა. საერთო ჯამში კი, 11 ქულა დააგროვა




საქართველოს ნაკრებიდან ყველაზე შედეგიანი კი, როგორც ალბათ, მოსალოდნელი იყო თად მაკფადენი გახდა - 26 ქულით. ნატურალიზებულმა ამერიკელმა, 26 ქულიდან, 18 სამქულიანებით დააგროვა. ამასთან, რამდენიმე მომენტში, იმდენად უხერხული მდგომარეობიდან ჩააგდო, რომ ღიმილი, თავადაც ვერ შეიკავა. სხვათა შორის, მაკფადენმა, პარკეტზე ყველაზე დიდი დრო, 37:04 გაატარა.




შეხვედრის დაწყებიდან ნათელი იყო, რომ ჩრდ. მაკედონიელები, გიორგი შერმადინის ჩაკეტვას შეეცდებოდნენ. თუმცა, დღევანდელ თამაშში ჩვენი ნაკრების კაპიტნმა, მაინც მოახერხა 20 ქულის დაგროვება და ამასთან, 15 მოხსნაც მიითვალა. ფიბა-ს საბოლოო ოქმში, შერმოს, სარგებლიანობის 35 ინდექსს უწია.


27:57 წუთი გაატარა პარკეტზე მიხეილ ბერიშვილმა, რომელმაც დღევანდელ მატჩში ბევრი იმუშავა და საბოლოოდ 10 ქულას დასჯერდა.




საერთოდ, აღსანიშნავია, რომ ეროვნულ საკალათბურთო ჩემპიონატში მონაწილე კალათბურთელები, რომლებსაც დღეს ზუროსი და საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბი ენდნენ, იმედები გაამართლეს. ოლიმპელმა კახა ჯინჭარაძემ და ილია ლონდარიძემ ბოლომდე, იბრძოლეს და გამარჯვებაში ლომის წილი შეიტანეს. სხვათა შორის, ჯინჭარაძის ანგარიშზე, თამაშის ბოლოს 12 ქულა აღმოჩნდა. რაც შეეხება ლონდარიძეს, პარკეტზე საერთო ჯამში, 08:47 წუთი გაატარა და 4 ქულა დააგროვა.


თავისი წილი სამუშაო შეასრულეს პარკეტზე გივი ბაქრაძემ, რომელსაც მართალია ქულა არ აუღია, ბექა ბექაურმა, რომლის ანგარიშზე 4 ქულაა და მერაბ ბოქოლიშვილმა, რომელმაც, დღევანდელ თამაშში დაცვაში, შეიძლება ითქვას, უშეცდომოდ ითამაშა.




27 თებერვალს საქართველოს ნაკრები სკოპიეში ჩრდ. მაკედონიას, ჯგუფის მეორე შეხვედრაში დაუპირისპირდება. საპასუხო მატჩში, საკუთარ კედლებში, ზუროსს, ალბათ ბოჟან კრსტევსისთან ერთად, რომლის სარგებლიანობის კოეფიციენტი დღეს, 20-ანი ინდექსით დაფიქსირდა და გუნდს 11 ქულა და 11 მოხსნა გაუკეთა, სამწვრთნელო დუელიც მოუწევს დრაგან ბაიჩთან, რომელსაც თამაშის თარიღისთვის „კოვიდ-პატიმრობის" ვადა ეწურება. ამას გარდა, არაა გამორიცხული, რომ გუნდთან ერთად იყოს და პარკეტზე გამოვიდეს, ნენად დმიტრიევიჩიც, რომელიც თბილისში არ იყო ჩამოსული.