
საფეხბურთო კლუბ ფოთის "კოლხეთი 1913"-ის 5 ფეხბურთელი დაშავდა გორთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დღეს საღამოს. სახელდახელოდ დაქირავებული მინივენის მძღოლი, რომითაც ფეხბურთელები თბილისიდან ფოთის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ ადგილზე გარდაიცვალა.
„მერსედესის" მარკის მინივენი, რომეშლშიც თორნიკე ჯიმშელეიშვილი, თორნიკე ხოფერია, ლაშა-გიორგი გურგენიძე, გიორგი არქანია და ვალიკო ტყემალაძე მგზავრობდნენ, გორის გადასახვევათან ბორდიურს შეეჯახა და ამოტრიალდა.
TSFF.GE-სთან საუბარში, ფეხბურთელები მომხდარით შოკირებულნი არიან. ბიჭებიდან, ერთს თავი ჰქონდა გატეხილი, დანარჩენებს კი ძირითადად, სხვადასხვა სახის მოტეხილობები აღენიშნებათ.
შემთხვევიდან მალევე, დაშავებული ფეხბურთელები გორის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე მათგანს ოპერაცია ჩაუტარდა. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთი 1913"-ის 3 ფეხბურთელი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს, 2 ფეხბურთელი კი კვლავ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. ექიმების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ნინი ვაშაკიძე





ჩვენ








